31/01/2025
კენგურუს საერთაშორისო კონკურსი მათემატიკაში
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ კენგურუს საერთაშორისო კონკურსი მათემატიკაში გაიმართება 2025 წლის 22 და 23 მარტს ონლაინ ფორმატში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს I-XII კლასის ჩათვლით.
კენგურუს მათემატიკურ შეჯიბრებაში მთელს მსოფლიოში მიღებული, ადაპტირებული და პედაგოგიურად გამართული ამოცანებია მოცემული. გთავაზობთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა თქვენი მოსწავლეების შესაფასებლად საერთაშორისო სკალით. სადღეისოდ კენგურუ მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში ტარდება. ის ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია მათემატიკაში, რომელშიც 6 000 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. ოლიმპიადაში წარმატებული ასპარეზობისათვის სრულიად საკმარისია ლოგიკური აზროვნება, გამოთვლის ძირითადი უნარები, სისხარტე და საზრიანობა.
გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან კენგურუს საერთაშორისო ასოციაციის მიერ დამოწმებული დიპლომით, რომელიც მთელს მსოფლიოშია აღიარებული. ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.
დაწვრილებით ინფორმაცია კენგურუს ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე www.kenguru.ge
კენგურუს ოლიმპიადაში მონაწილეობის საფასურია 20₾. მოსწავლეებს, რომელთაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ, უფასოდ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა.
დამატებით, კენგურუ საშუალებას აძლევს მათემატიკის მასწავლებლებს მათ მიერ შექმნილი საინტერესო ამოცანები წარედგინოს კენგურუს საერთაშორისო კომიტეტს მომავალი წლის შეჯიბრის ამოცანების სიაში განსახილველად.
გთხოვთ, გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია თქვენს მოსწავლეებს/მშობლებსა და მათემატიკის მასწავლებლებს შორის. გიგზავნით, ასევე, ოლიმპიადის საინფორმაციო პოსტერებისა და ფლაერების ელ. ვერსიებს მიბმულ ფაილებად.
წინასწარ გიხდით დიდ მადლობას!
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ტელ: 544 442788
ან მოგვწერეთ: ფესიბუქზე: https://www.facebook.com/kengurumath, ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/kenguru.ge
142 Followers, 61 Following, 14 Posts - See Instagram photos and videos from კენგურუ - საერთაშორისო ოლიმპიადა მათემატიკაში (.ge)