21/09/2026
როგორ ვისწავლო ახალი ინგლისური სიტყვები მარტივად? 🧠📚
ახალი სიტყვების დამახსოვრება რთულია, თუ მათ მხოლოდ ცალკე თარგმანით სწავლობ. მთავარი საიდუმლო სიტყვის სწორად სწავლასა და რეალურ კონტექსტში გამოყენებაშია. 👇
🧩 1. ისწავლე კონტექსტში და ჩანქებით (Chunking)
ნუ დაიმახსოვრებ ცალკეულ სიტყვებს. ისწავლე ისინი ფრაზებსა და მზა კონსტრუქციებში (მაგ. make a decision, be interested in). ეს გეხმარება, გაიგო, როგორ გამოიყენება სიტყვა რეალურად და დაგეხნარება ილაპარაკო უფრო ბუნებრივად.
🗣️ 2. გამოიყენე საუბარში და გაიმეორე
ახლად ნასწავლი სიტყვით შეადგინე წინადადებები და თქვი ხმამაღლა. ავალონის მეთოდის მსგავსად, Drilling - განმეორებითი პრაქტიკა - აუცილებელია, რომ სიტყვა ავტომატურად გაგახსენდეს და საუბარში თავისუფლად გამოიყენო.
🎯 3. აირჩიე ხარისხი და არა რაოდენობა
ნუ ეცდები დღეში 50 სიტყვის სწავლას. სჯობს რამდენიმე სიტყვა კარგად გაიაზრო, გამოიყენო და დაიმახსოვრო, ვიდრე ათობით სიტყვა უბრალოდ გადაიკითხო და მალევე დაგავიწყდეს.
⭐ მოკლედ: ისწავლე ჩანქებით/კონტექსტში → გამოიყენე საუბარში → გაიმეორე. ასე სიტყვები პასიური ლექსიკიდან აქტიურში გადადის! 🗣️🇬🇧