საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი -TCJ

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი -TCJ

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი -TCJ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ოფიციალური გვერდი
(226)

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის და ყვარლის სასწავლო ცენტრი ოფიციალური გვერდი | Official page of Training Center of Justice of Georgia and Kvareli Training Center

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ)

გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე რეგისტრაცია დაიწყოპროე...
21/09/2026

გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე რეგისტრაცია დაიწყო

პროექტს იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად ახორციელებს.

იმიტირებული სასამართლო პროცესი მიზნად ისახავს თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ზეპირი რაუნდები გაიმართება ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tinyurl.com/yzwx5svc

უძრავი ქონების ამზომველთა სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო!საბუთების მიღება მიმდინარეობს 15 სექტემბრიდან 24 სე...
15/09/2026

უძრავი ქონების ამზომველთა სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო!

საბუთების მიღება მიმდინარეობს 15 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tcj.gov.ge/news/udzravi-konebis-amzomvelta-sasertipikato-gamotsdaze-registratsia-daitqo

15/09/2026
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრ...
14/09/2026

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ცენტრის დელეგაციამ, დირექტორ გვანცა ვარამაშვილის ხელმძღვანელობით, ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტი გამართა. რექტორ ბახშილო ხოჯაევთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრაზე მხარეებმა პროფესიული გადამზადების გამოცდილება, იურიდიული კლინიკების ფორმატები და სამაგისტრო საფეხურზე არსებული პრაქტიკული პროგრამები განიხილეს.

სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი ღონისძიებები, მათ შორის, აკადემიური გაცვლითი პროგრამები, სასწავლო მოდულების გაზიარება, ასევე სტუდენტებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზება.

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს იურისტთა სასწავლო ინსტიტუტთან ურთიერთთანამშრომლობ...
11/09/2026

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს იურისტთა სასწავლო ინსტიტუტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ტაშკენტში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა და უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს იურისტთა სასწავლო ინსტიტუტის დირექტორმა ესემურატ კანიაზოვმა მოაწერეს.

დოკუმენტის მიზანია ორ დაწესებულებას შორის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო პარტნიორობა, რაც ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მომზადება-სერტიფიცირების პროცესის დახვეწას, ექსკლუზიური კურსებისა და ჰიბრიდული ლექციების ორგანიზებას.

მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე საუბრისას აღინიშნა, რომ მსგავსი ერთობლივი ინიციატივები და მომავალი სასწავლო ვიზიტები ორ ქვეყანას შორის აკადემიური და პროფესიული კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ესწრებოდა უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია.

სტაჟირების პროგრამა იუსტიციის სასწავლო ცენტრშიდამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://tinyurl.com/yeu5vfm6
01/09/2026

სტაჟირების პროგრამა იუსტიციის სასწავლო ცენტრში
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://tinyurl.com/yeu5vfm6

 #გაიცანიტრენერი
19/08/2026

#გაიცანიტრენერი

იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდატრენინგის ფარგლებში მონაწილეებმ...
18/08/2026

იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სანივთო უფლებებისა და საჯარო-სამართლებრივი რეგულაციების ძირითადი საკითხები. ორდღიანი სწავლებისას ყურადღება გამახვილდა საკუთრების უფლების, მფლობელობის, სერვიტუტის, იპოთეკისა და სხვა მიმდინარე თემების სპეციფიკაზე.

სწავლების მიზანს პროფესიული ცოდნის გაღრმავება და სამუშაო პროცესში წამოჭრილი საკითხების ანალიზის უნარების გაძლიერება წარმოადგენდა.

თეორიული მასალის გარდა, მონაწილეებმა განიხილეს პრაქტიკული დავალებები და გაეცნენ სასამართლო პრაქტიკას.

ტრენინგს მოწვეული ტრენერი სოფიკო ლოქაბიძე უძღვებოდა.

12/08/2026

ობიექტურობა, გამჭვირვალობა და გამოსაცდელთა უფლებების მაქსიმალური დაცვა - ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომლებსაც საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტესტირების, ტესტის შექმნისა და სერტიფიცირების სერვისები ეფუძნება.

მიჰყევით ბმულს და მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია ტესტირების ორგანიზებისა და სერტიფიცირების დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ: https://tcj.gov.ge/tests

Address

ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №1
Tbilisi
0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი -TCJ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი -TCJ:

Shortcuts

Share

Category