სამოქალაქო განათლების კლუბი - ,,მაინდერები"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამოქალაქო განათლების კლუბი - ,,მაინდერები"

სამოქალაქო განათლების კლუბი - ,,მაინდერები" 108-ე საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლება

01/12/2025

2025 წლის დებატების ტურნირი წარმატებით დასრულდა 🎉

📚ფინალური ეტაპი განსაკუთრებით
საინტერესო იყო. თითოეულმა გუნდმა წარმოადგინა ლოგიკური და არგუმენტირებული პოზიციები თემაზე-"ევთანაზია".🎤💡.

🏆 ტურნირის გამარჯვებული გახდა მე-10 დ კლასის გუნდი🌟👏 🗳️🤲.

✨ მადლობას ვუხდით დირექციას მხარდაჭერისთვის, ორგანიზატორებს, მასწავლებლებსა მონაწილეებს. განსაკუთრებული მადლობა შემფასებლებს/ მსაჯებს
Lizi Usenashvili
Elene Suliashvili
Giorgi Gabrava
Dachi Choxeli
დამხმარე მოსწავლეებს:
Ana Farqosadze
Mariam Gokadze
❤️🙌.
#დებატებიუკეთესიგანათლებისთვის

🔹 კლუბ "მაინდერების" ორგანიზებით გრძელდება საგანმანათლებლო პროექტი თემაზე – „სიძულვილის ენა“ 💬📚🔹 პროექტის პირველი ეტაპი ...
01/12/2025

🔹 კლუბ "მაინდერების" ორგანიზებით გრძელდება საგანმანათლებლო პროექტი თემაზე – „სიძულვილის ენა“ 💬📚🔹 პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა თანატოლგანმანათლებლობის პრინციპით 🤝 — კლუბის წევრებმა საინფორმაციო პრეზენტაციები ჩაატარეს მე-9 კლასის მოსწავლეებთან, წარმოაჩინეს სიძულვილის ენის ფორმები, გავლენა და პრევენციის პრაქტიკული გზები.
🔹 დღეს განხორციელდა პროექტის მეორე აქტივობა — საგანმანათლებლო ვიქტორინა Kahoot პლატფორმის გამოყენებით 🧠🎮. ინტერაქტიულმა ფორმატმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, შეეფასებინათ მიღებული ცოდნა და განმტკიცებულიყო მათი ჩართულობა და მოტივაცია.

✨ აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს უსაფრთხო, ღირსებაზე დაფუძნებული და მხარდაჭერილი სასკოლო გარემოს შექმნაში 🌟.

🎓 დებატების პირველი ტურის დასკვნითი თამაში წარმატებით დასრულდა 🎓 ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მე-10 დ და მე-10 ე კლასის გუნ...
21/11/2025

🎓 დებატების პირველი ტურის დასკვნითი თამაში წარმატებით დასრულდა 🎓 ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მე-10 დ და მე-10 ე კლასის გუნდები. 🗣️📚

🎯💬შეფასების მიხედვით, გაიმარჯვა მე-10 დ კლასმა. 🏆👏

📌 დებატების ტურნირი გრძელდება და გადადის მომდევნო, უფრო საინტენსიო ეტაპზე — ნახევარფინალსა და ფინალში, სადაც მოსწავლეები მაღალი სტანდარტით წარმოაჩენენ თავიანთ ანალიტიკურ და არგუმენტირებულ უნარებს. 🌟🗣️

🌟 დღეს ჩატარდა დებატების ტურნირის მორიგი ეტაპი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მე-10 ა და მე-10 გ კლასის გუნდები. 🗣️📖რა...
20/11/2025

🌟 დღეს ჩატარდა დებატების ტურნირის მორიგი ეტაპი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მე-10 ა და მე-10 გ კლასის გუნდები. 🗣️📖

რაუნდი გამოირჩეოდა არგუმენტების სიზუსტითა და დამაჯერებელი მოსაზრებებით🎯💬

საბოლოო შეფასებით, გამარჯვება მოიპოვა მე-10 ა კლასმა. 🏆✨

ტურნირი გრძელდება და კვლავ შეუწყობს ხელს მოსწავლეთა ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. 🌱🤝

✨ დებატების ტურნირის მეორე დღე წარმატებით ჩატარდა ✨სამოქალაქო განათლების კლუბის ორგანიზებით დებატების მორიგ ეტაპში მონაწ...
19/11/2025

✨ დებატების ტურნირის მეორე დღე წარმატებით ჩატარდა ✨
სამოქალაქო განათლების კლუბის ორგანიზებით დებატების მორიგ ეტაპში მონაწილეობა მიიღეს მე-10 ბ და მე-10 ვ კლასის გუნდებმა. 🗣️📚

🎓💬 შეფასების საფუძველზე, გაიმარჯვა მე-10 ვ კლასმა. 🏆👏

ტურნირი გრძელდება და მიზნად ისახავს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი აზროვნების, საჯარო გამოსვლისა და დემოკრატიული დისკუსიის უნარების გაძლიერებას. 🌍🤝

დღეს, სამოქალაქო განათლების კლუბ "მაინდერების" ორგანიზებით, დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი თემაზე „სიძულვილის ენა“...
19/11/2025

დღეს, სამოქალაქო განათლების კლუბ "მაინდერების" ორგანიზებით, დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი თემაზე „სიძულვილის ენა“ 💬✨. პროექტის მიზანია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, სიძულვილის შედეგების გააზრება და ინკლუზიური საკომუნიკაციო გარემოს ხელშეწყობა 🤝🌟.

პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა მე-9 კლასებში, სადაც ჩატარდა საინფორმაციო პრეზენტაცია 📚🎤. მოსწავლეები გაეცნენ სიძულვილის ენის განმარტებას, მის სოციალურ და პიროვნულ გავლენებს, გავრცელების მექანიზმებსა და შესაბამის სამართლებრივ კონტექსტს ⚖️🧠. აქტივობა ემსახურებოდა არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას, არამედ პასუხისმგებლიანი და ემპათიური კომუნიკაციის წახალისებას 💡💛.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სიძულვილის ენის შესახებ ჩვენი კლუბის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის განხორციელებასაც მსგავსი პროექტები ეფექტურად უწყობს ხელს 🌍📈.

🔹 2025 წლის 18 ნოემბერს, 108-ე საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბ "მაინდერების" ორგანიზებით, მე-10 კლასების ჩართ...
18/11/2025

🔹 2025 წლის 18 ნოემბერს, 108-ე საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბ "მაინდერების" ორგანიზებით, მე-10 კლასების ჩართულობით, დაიწყო დებატების კვირეული.

⭐პირველი ტური ჩატარდა თემაზე: "AI-ის (ხელოვნურ ინტელექტს) საზოგადოებაზე უარყოფითი გავლენა უფრო აქვს, ვიდრე დადებითი" .

👥ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-10 ა და მე-10 დ კლასის მოსწავლეებმა, რომელთაც გამოავლინეს მაღალი აკადემიური პასუხისმგებლობა, არგუმენტაციისა და კრიტიკული ანალიზის დახვეწილი უნარები💫

Ნახევარფინალში გადავიდა მე-10 დ კლასი.

სამოქალაქო განათლების კლუბი მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ან დაესწრო ღონისძიებას და ხელი შეუწყო სკოლაში დებატების კულტურის განვითარებას.

დებატების ჩემპიონატი გრძელდება! 💫

✅ ️დღეს,  სამოქალაქო განათლების კლუბ „მაინდერების“ ორგანიზებით, ჩატარდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში — „ჯეოპარდი“.ღო...
17/11/2025

✅ ️დღეს, სამოქალაქო განათლების კლუბ „მაინდერების“ ორგანიზებით, ჩატარდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში — „ჯეოპარდი“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-6 ა, ბ, გ, დ, ე, ვ კლასის მოსწავლეები.✨️ თამაშის ფარგლებში მონაწილეებმა საკუთარი ცოდნა გამოსცადეს შემდეგ თემატურ მიმართულებებში:
🟣 ლიტერატურა
🟣 გეოგრაფია
🟣 სპორტი
🟣 მათემატიკა
🟣 ხელოვნება

სამოქალაქო კლუბი მადლობას უხდის ყველა მონაწილესა და დამსწრე საზოგადოებას აქტიური ჩართულობისა და ინტერესისთვის. განსაკუთრებულ მადლობას უხდის მე-6 ბ, დ კლასის მოსწავლეებს მუსიკალური გაფორმებისთვის🏅👏

✅ ️2025 წლის 12 ნოემბერს, სამოქალაქო განათლების კლუბ „მაინდერების“ ორგანიზებით, ჩატარდა შემეცნებითი თამაში — „ჯეოპარდი“....
12/11/2025

✅ ️2025 წლის 12 ნოემბერს, სამოქალაქო განათლების კლუბ „მაინდერების“ ორგანიზებით, ჩატარდა შემეცნებითი თამაში — „ჯეოპარდი“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-11ა, მე-11ბ, მე-11დ და მე-11ე კლასის მოსწავლეები.✨️ ინტელექტუალური თამაშის ფარგლებში მონაწილეებმა საკუთარი ცოდნა გამოსცადეს შემდეგ თემატურ მიმართულებებში:
🟣 ლიტერატურა
🟣 გეოგრაფია
🟣 სპორტი
🟣 ისტორიული პირები
🟣 ზოგადი ცოდნა

სამოქალაქო კლუბი მადლობას უხდის ყველა მონაწილესა და დამსწრე საზოგადოებას აქტიური ჩართულობისა და ინტერესისთვის.🏅👏

სამოქალაქო განათლების კლუბი „მაინდერების" – ახალი სეზონი გაიხსნა!🥳🎉🗓️ 20 ოქტომბერს 108-ე საჯარო სკოლაში გაიმართა სამოქალ...
20/10/2025

სამოქალაქო განათლების კლუბი „მაინდერების" – ახალი სეზონი გაიხსნა!🥳🎉

🗓️ 20 ოქტომბერს 108-ე საჯარო სკოლაში გაიმართა სამოქალაქო განათლების კლუბი „მაინდერების“ 2025–2026 სასწავლო წლის პირველი შეხვედრა.✅️🎊

კლუბის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მოქალაქეობრივი ცნობიერება და როგორ შეიძლება თითოეული ჩვენგანი გახდეს უფრო აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქე.🏅✨️
შეხვედრის განმავლობაში განისაზღვრა კლუბის ძირითადი მიზნები, დაიგეგმა საინტერესო პროექტები და აქტივობები, რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება სასწავლო წლის განმავლობაში.❤️‍🩹👏

აღსანიშნავია, რომ კლუბს ჰყავს ახალი ლიდერი, მე -11 დ კლასის მოსწავლე ლიზი ბენდიანიშვილი 🫶🎉

💖 წარმატებებს ვუსურვებთ კლუბის ლიდერსა და ყველა მონაწილეს.

#მაინდერები #სამოქალაქოგანათლება #აქტიურიმოსწავლეები #ჩვენშეგვიძლია

04/03/2025

📌 დღეს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და კლუბ "მაინდერების" ორგანიზებით გაიმართა იმიტირებული ნაფიცმსაჯულთა სასამართლო, სადაც მოსწავლეებმა მართლმსაჯულების პროცესში სხვადასხვა როლები მოირგეს.

🔍ბრალდებულს ოქროს ყელსაბამის მოპარვა ედებოდა ბრალად, თუმცა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და არგუმენტების განხილვის შემდეგ ნაფიცმსაჯულებმა ბრალდებული უდანაშაულოდ ცნეს.

🔥მადლობა ყველა მონაწილესა და სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის!

მადლობა ჩვენს სკოლასა და დირექტორს, აქტიური მოსწავლეების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის. მადლობა მხარდაჭერისა და მოტივ...
16/12/2024

მადლობა ჩვენს სკოლასა და დირექტორს, აქტიური მოსწავლეების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის. მადლობა მხარდაჭერისა და მოტივაციისთვის! 📚✨

Address

ვარკეთილი, III მასივი, შუამთის 20
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამოქალაქო განათლების კლუბი - ,,მაინდერები" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სამოქალაქო განათლების კლუბი - ,,მაინდერები":

Shortcuts

Share

Category