Ivane Beritashvili Center Of Experimental Biomedicine

Ivane Beritashvili Center Of Experimental Biomedicine

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Ivane Beritashvili Center Of Experimental Biomedicine, Educational Research Center, 14, Levan Gotua Street, Tbilisi.

Photos from Ivane Beritashvili Center Of Experimental Biomedicine's post 18/06/2026

✨ ცნობისმოყვარეობიდან აღმოჩენამდე! 🚀

🗓️ 2026 წლის 15 ივნისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტი „ფრუგალური და ხელმისაწვდომი მეცნიერება ყველასთვის“ (გრანტი -25-817) დასკვნითი ღონისძიება, რომელიც „საქართველოს მეცნიერების ინოვაციის ორგანიზაციის“ ორგანიზებითა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

💡 პროექტი მიზნათ ისახავდა სკოლის მოსწავლეების მიერ პრაქტიკული სამეცნიერო, საინჟინრო და პროგრამირების უნარების შეძენას. სასწავლო კურსი ორიენტირებული იყო სწრაფ პროტოტიპირებაზე და მოიცავდა თემებს: ოპტიკა, ნახევარგამტარები, სისტემური აზროვნება და პროგრამული უზრუნველყოფა.

🏢 კურსის ფარგლებში მოსწავლეები ეწვივნენ სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და სამეცნიერო-სამრეწველო წარმოების ცენტრებს.

🎓 დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებს გადაეცათ კურსის დასრულების სერტიფიკატები და გამოვლინდნენ ჰაკათონის გამარჯვებულები. 🏆

🤝 ცენტრისთვის მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მისიაა, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ერთობლივი წარმატება მყარ საფუძველს უყრის ახალგაზრდებში STEM მიმართულებების განვითარებასა და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას. 🌟

#ივანებერიტაშვილისცენტრი #მეცნიერება #ინოვაცია #რუსთაველისფონდი #ჰაკათონი

Photos from Ivane Beritashvili Center Of Experimental Biomedicine's post 16/06/2026

🌱🌍🧠 2026 წლის 12 ივნისს, მეცნიერების კვირეულის - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანს მომავალ თაობაში სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

🤝ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები - ქალბატონი თეა ტარიელაშვილი და ქალბატონი ნინო მაჩურიშვილი.

📚 სამეცნიერო ტური ორგანიზებული იყო ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის, ცენტრის დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს მიერ. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცენტრის ლაბორატორიები და თავად ჩაატარეს შემეცნებითი ხასიათის მარტივი ექსპერიმენტები.

🔬 შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტს „ფრუგალური და ხელმისაწვდომი მეცნიერება“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი ინოვაციური ხელსაწყოები მოსწავლეებმა თანატოლებს წარუდგინეს.

✨ ღონისძიება მეცნიერებთან ინტერაქციული დისკუსიითა და მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.

❤️ გულითადი მადლობა ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, სტუმარსა და მხარდამჭერს ამ მნიშვნელოვანი დღისთვის!

#რუსთაველისფონდი #ფრუგალურიმეცნიერება

14/06/2026
Photos from Ivane Beritashvili Center Of Experimental Biomedicine's post 08/06/2026

2026 წლის 08 ივნისს სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა ეწვია.

აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავდა მეცნიერებთან შეხვედრას, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების გამოყენებით ნაწილში ხელშეწყობის გზების განხილვასა და სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობას. შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ, დიალოგის რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც ცენტრის თანამშრომლებმა საინტერესო იდეები გამოთქვეს და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოხატეს.

შეხვედრის შემდეგ ბატონმა თორნიკემ დაათვალიერა მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრი, სადაც თავმოყრილია უახლესი სამეცნიერო აპარატურა. მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება ინოვაციური ბიოსამედიცინო კვლევების მხარდაჭერა და მათი შემდგომი კომერციალიზაცია.

განახლებული ინფრასტრუქტურა და თანამედროვე აღჭურვილობა ცენტრს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო გააფართოოს და ახალ საფეხურზე განავითაროს საკუთარი კვლევითი საქმიანობა.

07/06/2026

🗓️საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით მეცნიერთა კვირეული – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“ გაიმართება.

ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სკოლის X-XII კლასების მოსწავლეებს, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და დოქტორანტებს.

კვირეულს უმასპინძლებენ – 8 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 9 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 8-12 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და 12 ივნისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი.

🌐იხილეთ ვრცლად: https://mes.gov.ge/content.php?id=14706&lang=geo

Photos from საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო's post 05/06/2026
Photos from Ivane Beritashvili Young Scientist Club's post 05/06/2026
02/06/2026

🔊გამოცხადდა 2026 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი!

🔹კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.

🔹კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : ⤵️

https://shorturl.at/oiOZG

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


14, Levan Gotua Street
Tbilisi
0160