17/08/2026
ინგლისური ენის კომპეტენციის გამოცდა წარმატებით ჩავაბარე! 📚✨
ერთი შეხედვით, ეს შეიძლება უბრალოდ კიდევ ერთი გამოცდა და კიდევ ერთი მიღწევა იყოს, თუმცა ჩემთვის ამ შედეგს თავისი პატარა ისტორია აქვს.
მახსოვს პირველი წელი, როდესაც ეს გამოცდები შემოვიდა. მე და ჩემმა დამ სკოლაში მაძიებლობის ერთწლიანი პროგრამა გავიარეთ — ის რუსული ენის მიმართულებით, მე კი ინგლისურის. მაშინ, საგნის გამოცდასთან ერთად, უნარ-ჩვევების გამოცდაც ტარდებოდა. გამოცდაზე სულ ერთი ქულა დამაკლდა, თუმცა იმ ერთმა წელმა ძალიან ბევრი რამ მომცა — ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული თვალსაწიერი. სწორედ მაშინ გავეცანი არაერთ საინტერესო ფსიქოლოგიურ და პედაგოგიურ თეორიას, მათ შორის დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას, მონტესორის სწავლების მეთოდს — სწავლას კეთებით, შეხებითა და გამოცდილებით — და ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხს.
და ახლა, ამდენი წლის შემდეგ, თითქოს ისევ იმ გზას დავადექი.
ამჯერადაც მომიწია საგამოცდო პროცესის გავლა, იმ ფსიქოლოგიურ წნეხთან ერთად, რომელზეც ხშირად არავინ საუბრობს, თუმცა მასწავლებლებს კარგად გვესმის, რამდენად რთულია გამოცდის წინაშე საკუთარი ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიული წლების რამდენიმე საათში წარმოჩენა.
მაგრამ შევძელი. ❤️
ინგლისური ენის კომპეტენციის გამოცდა წარმატებით ჩავაბარე — იმ უბრალო იარლიყისთვის, რომელსაც ახლა ოფიციალურად „კომპეტენტური“ ჰქვია. 📚✨
თუმცა სიმართლე ის არის, რომ ეს გამოცდა არც აქამდე მიშლიდა ხელს, ვყოფილიყავი მასწავლებელი, მემუშავა ბავშვებთან, მესწავლა, განვვითარებულიყავი და მეკეთებინა ის საქმე, რომელიც ნამდვილად მიყვარს.
ჩემთვის მასწავლებლობა მხოლოდ დიპლომი, სერტიფიკატი ან გამოცდის შედეგი არასოდეს ყოფილა. ეს არის ყოველდღიური ურთიერთობა ბავშვებთან, მუდმივი სწავლა, საკუთარ თავზე მუშაობა, შეცდომებისგან სწავლა და სურვილი, რომ თითოეულ მოსწავლეს რაღაც მნიშვნელოვანი დაუტოვო.
ამიტომ ეს შედეგი ჩემთვის უფრო გზის კიდევ ერთი ეტაპია, ვიდრე საკუთარი თავისთვის რამის დამტკიცება.
მადლობა ყველა იმ გამოცდილებას, ადამიანსა და გამოწვევას, რომელმაც აქამდე მომიყვანა. ❤️
და წინ ისევ ბევრი სწავლა, განვითარება და, რაც მთავარია, ბევრი საყვარელი საქმეა. ✨📚
#ინგლისურიენისმასწავლებელი