ფსიქოლოგიური ლაბორატორია N1 და კრიმინალური ფსიქოლოგიის სააგენტო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფსიქოლოგიური ლაბორატორია N1 და კრიმინალური ფსიქოლოგიის სააგენტო

ფსიქოლოგიური ლაბორატორია N1 და კრიმინალური ფსიქოლოგიის სააგენტო ფსიქოთერაპია;
ფსიქოკონსულტირება;
ტრ? დამფუძნებელი, დირექტორი- ნონა ახალაშვილი
დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი- ლალი
ბრაგვაძე

17/10/2024
12/10/2024
07/09/2024
01/09/2024
06/08/2024

"ბევრი კაცისგან გამიგია, რომ ცხოვრებაში ჭკვიან ქალს ეძებს.

ასეთებს, ყოველთვის დაფიქრებისაკენ მოვუწოდებ ხოლმე…

ჭკვიანი ქალები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ, საკუთარი სურვილები აქვთ და საზღვრებს თავად აწესებენ.

შენ არასოდეს იქნები მისი ცხოვრები ცენტრი, რადგან მას საკუთარი ცენტრი აქვს. ჭკვიანი ქალი არასოდეს მოგცემს არც მისით მანიპულირების და არც შანტაჟის უფლებას. ის პასუხისმგებლობას იღებს.

ჭკვიანი ქალები კამათში ერთვებიან, აანალიზებენ, ჩხუბობენ. ერთ ადგილზე არ ჩერდებიან, წინ მიიწევენ.

ჭკვიან ქალებს ცხოვრება შენამდეც ჰქონდათ და იციან, რომ მას შემდეგაც ექნებათ, როცა შენ წახვალ.

ის გაფრთხილებთ, ნებართვას არ გთხოვთ.

ჭკვიანი ქალები წყვილში არც ლიდერს ეძებენ, რომელსაც გაჰყვებიან, არც მამას, რომელიც ცხოვრებისეულ პრობლემებს მოუგვარეთ, არც შვილს, რომლიც უნდა აღზარდონ. მათ არ უნდათ უკან მოგყვებოდნენ, არც წინ სიარული და შენთვის გზის გაკვალვა სურთ.

მათ შენს გვერდით სიარული უნდათ.

მათ იციან, რომ ცხოვრება ძალადობის გარეშე, უფლებაა და არა პრივილეგია, ან ფუფუნება.

ისინი გამოხატავენ სიბრაზეს, სევდას, სიხარულსა და შიშს, რადგან იციან, რომ შიში მათ არ ასუსტებს და არც სიბრაზე აქცევთ "კაცურებად". ორივე ეს ემოცია, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მათ ადამიანურს ხდის. სულ ესაა.

ჭკვიანი ქალი თავისუფალია, რადგან იბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის. ის მსხვერპლი არ არის, ის გადარჩენილია.

არასოდეს სცადო მისი დაჭერა, რადგან აუცილებლად ეცოდინება როგორ გაიქცეს.

ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ მისი ფასი სხეულის ფორმებით არ განისაზღვრება. ამიტომ კარგად დაფიქრდი ვიდრე მის ასაკს, სიმაღლეს, ფორმებსა და სექსუალობაზე იტყვი რამეს. რადგან ეს ემოციური ძალადობაა და მან ეს იცის.

მოკლედ, ვიდრე იტყვი, რომ "ცხოვრებაში ჭკვიან ქალს ეძებ", საკუთარ თავს ჰკითხე, მზად ხარ თუ არა მის ცხოვრებაში ადგილის დასამკვიდრებლად".

გაბრიელ გარსია მარკესი
თარგმანი Nana Zardiashvili

Address

ცოტნე დადიანის ქ N16/18
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქოლოგიური ლაბორატორია N1 და კრიმინალური ფსიქოლოგიის სააგენტო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category