საბავშვო ბაღი "ნაბიჯ-ნაბიჯ" / Kindergarten - Step By Step

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საბავშვო ბაღი "ნაბიჯ-ნაბიჯ" / Kindergarten - Step By Step

საბავშვო ბაღი "ნაბიჯ-ნაბიჯ" / Kindergarten - Step By Step გვიყვარს, ვიცავთ და ვზრუნავთ ! We Love, We Care, We

✨ საბავშვო ბაღის მისიაა ბავშვზე ზრუნვისა და განათლების პროცესი ეფუძნებოდეს მისი, როგორც აწმყოში უნიკალური, კომპეტენტური, აქტიური და თანასწორი ადამიანის აღქმას, რომელსაც უფროსებისგან განსხვავებული საჭიროებები, შესაძლებლობები და ინტერესები აქვს.

✨ საბავშვო ბაღში მოღვაწე თითოეული ადამიანისთვის ბავშვობა, როგორც აწმყოში არსებული მოვლენა, თავისთავად ძალზედ ღირებულია, ხოლო ბავშვი კი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და თავისი ცხოვრების აქტიური მონაწილეა, რომელსაც აქვს უფლებები და მოვალეობები.

✨ ბავშვს აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი შეხედულება და ჩაერთოს იმ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში , რომლებიც მას და მის გარემოს ეხება.
ჩვენი მხრიდან კი აუცილებელია ამ უფლებების და მოვალეობების აღიარება, პატივისცემა და დაცვა.

✨ ჩვენი სკოლამდელი დაწესებულება პასუხისმგებელია შექმნას ბავშვის კეთილდღეობის წახალისებაზე ორიენტირებული გარემო, კეთილდღეობა კი ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ ასპექტებს მოიცავს.

✨ ჩვენი მისიაა შევქმნათ სივრცე, სადაც ბავშვს ექნება ფსიქოლოგიური უსაფრთხოების განცდა, სადაც იგრძნობს, რომ უყვართ, პატივს სცემენ, აინტერესებთ მისი გრძნობები და მოქმედებები. გარემო, სადაც შეძლებენ პოზიტიურ ურთიერთობას თანატოლებთან, უფროსებთან, ემოციების გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მათ სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას, რეალიზებას და ადაპტაციას საზოგადოებაში. გარემო, სადაც აღსაზრდელები დაინახავენ და შეიგრძნობენ , თუ როგორი საინტერესოა ცხოვრება და ჩვენი დახმარებით შეძლებენ საკუთარი ინტერესების განვითარებას.

✨ ბავშვი დაბადებისთანავე აღჭურვილია გარკვეული ცოდნითა და უნარებით, რომელსაც სჭირდება შესაბამისი სივრცე, სადაც მიიღებს გამოცდილებას და
განვითარდება. ბავშვს , როგორც კომპეტენტურ, უნარიან და ბუნებრივი ინტერესით სავსე ადამიანს აქვს ცოდნის წყურვილი და ყოველთვის მზად არის გამოწვევებისთვის.
✨ სწორედ ამის გათვალისწინებით, საბავშვო ბაღის მეთოდოლოგია აგებულია წინასწარ დაგეგმილ და ამავე დროს დაუგეგმავ კურიკულუმზე, რომელიც ბავშვის თავისუფალი აქტივობის დაკვირვებისას , სააღმზრდელო პროცესში ყალიბდება, სადაც აღმზრდელი აღსაზრდელის უნიკალური შემოქმედებითი შესაძლებლობის დამკვირვებელი და ხელშემწყობია.

✨ ჩვენი საბავშვო ბაღის გუნდის მისიაა შეაფასოს და გაუფრთხილდეს ბავშვის ფიქრის, დაკვირვების, თამაშის, აღმოჩენის, სიხარულის, ცნობისმოყვარეობის, ოცნების , აღფრთოვანების შესაძლებლობებს და ასწავლოს, რომ თამაში და მუშაობა, რეალობა და ფანტაზია, მეცნიერება და ოცნება ერთმანეთის განუყოფელი ცნებებია. ჩვენ მიერ სწორად დაგეგმილი საგანმანათლებლო პროცესი ხელს შეუწყობს ბავშვის ჰოლისტურ განვითარებას და მათ თავისუფალ, შემოქმედებით პიროვნებებად ჩამოყალიბებას, რომლებიც შეიგრძნობენ სიკეთის ძალას 💫 ეყვარებათ 💛და იქნებიან მზრუნველნი🌞✨

15/07/2026
05/07/2026
05/07/2026

80 დღე დედამიწის გარშემო🚂🗺️

23/06/2026

პიტერ პენი 🧚‍♂️🧞‍♀️

17/06/2026

# იპოვეშენიენერგია ⛳️🤾‍♂️

Address

Dariali Turn 9
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00

Telephone

+995599081441

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საბავშვო ბაღი "ნაბიჯ-ნაბიჯ" / Kindergarten - Step By Step posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to საბავშვო ბაღი "ნაბიჯ-ნაბიჯ" / Kindergarten - Step By Step:

Shortcuts

Share

Category