YOUTHTITIA

YOUTHTITIA ახალგაზრდული კლუბი "YOUTHTITIA" წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდულ პლატფორმას.

მომავალი თაობების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, მათი სამართლებრივი პრობლემების პრაქტიკულ გადაჭრაში ჩართულობისა და სამინისტროს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფად, იუსტიციის სამინისტროში დაინერგა ინოვაციური ახალგაზრდული პლატფორმა - კლუბი „YOUTHTITIA“. კლუბი დაეხმარება ახალგაზრდებს გაიღრმავონ შესაბამისი დარგობრივი ცოდნა, შეიძინონ პროექტების მართვის გამოცდილება და გაიუმჯობესონ დასაქმების პერსპექტივა.

შედეგად:
1) ამაღლდება ახალგაზრდების სამართლებრივი ცნობიერება, რაც ხელს შეუწყობს მათ იურიდიულ განათლებასა და სპეციალიზაციის მიმართულების არჩევანს;
2) ამაღლდება ცნობიერება სახელმწიფო ინსტიტუტებზე;
3) ახალგაზრდები განივითარებენ პიროვნულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებს;
4) ახალგაზრდები ჩართული იქნებიან საჯარო მმართველობაში;
5) ახალგაზრდებისთვის გაიზრდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმების შანსები.

ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ტრეფიკინგის თემაზე ფილმის ჩვენება-დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.
21/10/2024

ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ტრეფიკინგის თემაზე ფილმის ჩვენება-დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

27/08/2024
25/08/2024
24/08/2024
24/08/2024
ჩვენ დავიწყეთ❤️❤️❤️
20/07/2024

ჩვენ დავიწყეთ❤️❤️❤️

📣ახალგაზრდული კლუბის "YOUTHTITIA" წევრობისათვის განაცხადების მიღება 10 მაისის ჩათვლით გრძელდება🔗დეტალური ინფორმაცია იხილ...
30/04/2024

📣ახალგაზრდული კლუბის "YOUTHTITIA" წევრობისათვის განაცხადების მიღება 10 მაისის ჩათვლით გრძელდება

🔗დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/share/p/ECJTdfAxrdzuiLSJ/?mibextid=oFDknk

📣იჩქარე!🗓რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩენილია 4 დღე. ! #იზრუნესამართლიანობაზე!
26/04/2024

📣იჩქარე!

🗓რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩენილია 4 დღე.

!
#იზრუნესამართლიანობაზე!

📣იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური ახალგაზრდული პროექტი – კლუბი „YOUTHTITIA“ იწყებს რეგისტრაციას ახალგაზრდული კლუბის წევრების შესარჩევად.

📣 ახალგაზრდული კლუბი „YOUTHTITIA“ გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას:
🔷 ჩაერთო სამინისტროს საქმიანობაში;
🔷 მიიღო მონაწილეობა კლუბის სემინარებში;
🔷 დაგეგმო და განახორციელო პროექტები;
🔷 იმუშაო სამართლებრივი პრობლემების პრაქტიკულ გადაჭრაზე;
🔷 აიმაღლო პროფესიული უნარ-ჩვევები.

📣 კლუბის წევრობა შეუძლია ავტორიზებული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის II-IV კურსის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტს, რომლის GPA განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არანაკლებ 3.0-ია.

📣 მსურველმა 30 აპრილის ჩათვლით ელფოსტაზე [email protected] უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
🔷 შევსებული განაცხადის ფორმა (ჩამოტვირთეთ აქ: https://rb.gy/nginst);
🔷 პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
🔷 ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
🔷 ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ს მითითებით;
🔷 რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
🔷 სამოტივაციო წერილი (ჩამოტვირთეთ აქ: https://rb.gy/0af9s3) ქართულ ენაზე (150-200 სიტყვა);
🔷 2 ლექტორის რეკომენდაცია იმ უნივერსიტეტიდან, რომელშიც სწავლობს.

📣 პირველ ნაკადში შეირჩევა 30 სტუდენტი.
შერჩევის ეტაპები:
🔷 დადგენილ კრიტერიუმებთან განაცხადების შესაბამისობის შეფასება (კანდიდატი, რომელიც არ წარმოადგენს სრულყოფილ დოკუმენტაციას, გამოეთიშება პროცესს);
🔷 წერითი დავალება;
🔷 შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

📣 გახდი YOUTHTITIA-ელი – იზრუნე სამართლიანობაზე!

Address

ვახტანგ გორგასლის 24ა
Tbilisi
0114

Telephone

+995322405804

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when YOUTHTITIA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to YOUTHTITIA:

Shortcuts

Share

Category