17/09/2026
📣🖼️ სტუდენტებო, არჩილ დარჩიას სახელობის სტიპენდიის შესახებ ინფორმაცია, გთხოვთ იხილოთ თანდართულ ბმულზე:👇
არჩილ დარჩიას სახელობის სტიპენდიის შესახებ
გაცნობებთ, რომ კონკურსის პირველ ეტაპზე არჩილ დარჩიას სახელობის სტიპენდიანტი ვერ გამოვლინდა, რის გამოც გახანგრძლივდა კონკურსის ვადა.
ცნობილი ქართველი კოლექციონერის, ერთ-ერთი პირველი გალერისტისა და არტ-ექსპერტის, არჩილ დარჩიას ოჯახი აგრძელებს კონკურსს მისი სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა და ნიჭიერი ხელოვანების ფინანსურ და მორალურ მხარდაჭერას, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე თავად არჩილ დარჩია მის მეუღლესთან, მანანა ვადაჭკორიასთან ერთად ემსახურებოდა.
კონკურსი განკუთვნილია საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახვითი და ვიზუალური ხელოვნების მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
კონკურსის შედეგად გამოვლენილ სტიპენდიანტს სრულად დაუფინანსდება სწავლის გადასახადი (2250 ლარი) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული უკვე ფლობს სწავლის სრულ/ნაწილობრივ დაფინანსებას, შესაბამის თანხას იგი მიიღებს ფულადი ჯილდოს სახით.
არჩილ დარჩიას სახელობის სასტიპენდიო კონკურსის ვადები:
- განაცხადი მიიღება 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 26 დეკემბერს.
საკონკურსო განაცხადი:
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. CV ქართულად;
3. 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელი, დამოწმებული შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის/დეპარტამენტის მიერ;
4. სარეკომენდაციო წერილი;
5. პორტფოლიო - კონკურსანტის მიერ ნებისმიერ მედიაში შესრულებული ნამუშევრებისა თუ არტ პროექტების ვიზუალური მასალა.
საკონკურსო განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად მიიღება ელექტრონულად, 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე: [email protected].
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები:
- რომლებიც არ აკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს;
- რომელთა მიერ წარმოდგენილი განაცხადი იქნება არასრული ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოადგენენ განაცხადს.
შერჩევის პროცედურა:
წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს და პორტფოლიოს განიხილავს არჩილ დარჩიას ოჯახი, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით.
Irine Darchia Kristine Darchia Vasil Amiridze Manana Vadachkoria Archil Darchia Elisabeth Darchia