LiMPoPo ლიმპოპო

LiMPoPo ლიმპოპო ადგილი დაუსრულებელი აღმოჩენების, განცვიფრების, შემეცნებისა და გაძლიერების

ექდპედიციები, სათავგადასავლო ტურები, დიდი თამაშები და ტრენინგები სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის

LiMPoPo ლიმპოპო თანამედროვე სკოლის, მასწავლებლის, მშობლის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის თუ მოზარდის მეგობარია, მ...
01/05/2026

LiMPoPo ლიმპოპო თანამედროვე სკოლის, მასწავლებლის, მშობლის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის თუ მოზარდის მეგობარია, მისი პიროვნული თუ პროფესიული განვითარების დამხმარე მეგზური. ეს არის მულტიდისციპლინური საბავშვო, საგანმანათლებლო სერვისების მთელი ნაკრები, რომელიც მოიცავს მომსახურების ფართო სპექტრს:
• სათავგადასავლო ტურები
• საველე ექსპედიციები
• დიდი თამაშები

22/04/2026

🦋 ჩვენმა ეზოს მაქაონჩიკმა და იასამანმა ნამდვილი გაზაფხული გვაჩუქეს ❤️😍

LiMPoPo ლიმპოპოს ღირებულებებილიმპოპოს ღირებულებები არ არის დეკლარაცია - ეს არის ის პრინციპები, რითიც ჩვენ ვმუშაობთ ყოველ...
27/03/2026

LiMPoPo ლიმპოპოს ღირებულებები

ლიმპოპოს ღირებულებები არ არის დეკლარაცია - ეს არის ის პრინციპები, რითიც ჩვენ ვმუშაობთ ყოველ დღე. შინაგანი სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს როგორ ვფიქრობთ, როგორ ვმოქმედებთ და რა არჩევანს ვაკეთებთ.

Nino Laghidze Meri Meriko

🤸 გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, მოგვწერეთ მესენჯერში ან დაგვირეკეთ. მიიღეთ ინფორმაცია პროგრამების და LiMPoPo ლიმპოპო ში დაგეგმილი ყველა სიახლის შესახებ.

გაზაფხულდა და ჩვენ ვიწყებთ თამაშით შემეცნების ახალ წელს
@გამომწერები

მომავალი კვირიდან გაზაფხულია. აქ კითხვები ყველაზე მნიშვნელოვანია! ლიმპოპოში შიში იცვლება გამბედაობით, შეცდომა - გამოცდილ...
25/02/2026

მომავალი კვირიდან გაზაფხულია. აქ კითხვები ყველაზე მნიშვნელოვანია! ლიმპოპოში შიში იცვლება გამბედაობით, შეცდომა - გამოცდილებით, ხოლო ცნობისმოყვარეობა - ცოდნით. გაიზარდე მოაზროვნე, შინაგანად ძლიერი და თავდაჯერებული.
ლიმპოპო - ადგილი დაუსრულებელი აღმოჩენების, განცვიფრების, შემეცნებისა და გაძლიერების.

ფრინველებზე დაკვირვების პროგრამაზე ვიწვევთ 9-12 წლის მოზარდებს.პროგრამაში მონაწილეობისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ მითით...
08/11/2025

ფრინველებზე დაკვირვების პროგრამაზე ვიწვევთ 9-12 წლის მოზარდებს.

პროგრამაში მონაწილეობისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე.

30/07/2025
13/06/2025

იმედი გვაქვს ახლო მომავალში კრწანისის ამ უნიკალური ტყეპარკის შესანარჩუნებლად ბრძოლის დაწყება არ მოგვიწევს.  კეთილგონიერე...
19/05/2025

იმედი გვაქვს ახლო მომავალში კრწანისის ამ უნიკალური ტყეპარკის შესანარჩუნებლად ბრძოლის დაწყება არ მოგვიწევს. კეთილგონიერება თუ კიდევ ვინმეს შერჩა ხარბად ფულის მოხვეჭის ნაცვლად, თბილისისა და რუსთავის საბოლოო დასამარებას გადავურჩებით. სხვა შემთხვევაში ცხოვრება ამ ორ ქალაქში ადამიანებისთვისაც შეუძლებელი გახდება.

LiMPoPo ლიმპოპო

https://www.facebook.com/share/p/12FFsKiZdH2/

🔸 ნინო ლაღიძე, გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი, „ლიმპოპოს" პროგრამის ფარგლებში გაკვეთილს უტარებს ბავშვე...

თუ გსურთ შექმნათ სოციალური კაპიტალი - დიალოგის, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის უნარებით შეიარაღებული, აქტიური, თ...
10/02/2025

თუ გსურთ შექმნათ სოციალური კაპიტალი - დიალოგის, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის უნარებით შეიარაღებული, აქტიური, თავისუფალი მოქალაქის სახელმწიფოებრივი აზროვნება, დაფუძნებული თანასწორობაზე, ტოლერანტობასა და ინკლუზიურ საზოგადოებრივ საწყისებზე, - შემოგვიერთდით!

არასდროს ყოფილა ჩვენი სერვისი ისეთი საჭირო, როგორც დღეს! დემოკრატიისთვის ლიმპოპოს დიდი თამაშები კრწანისის ტყეპარკში გრძელდება!

🤸 გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, მოგვწერეთ მესენჯერში ან დაგვირეკეთ. მიიღეთ ინფორმაცია პროგრამების და LiMPoPo ლიმპოპო ში დაგეგმილი ყველა სიახლის შესახებ.

Nino Laghidze Meri Meriko

🦅 ზამთრის პირველი კვირიდან! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფრინველებზე დასაკვირვებლად!🐦‍⬛ ფრინველთა მრავალფეროვნება და ცხ...
22/11/2024

🦅 ზამთრის პირველი კვირიდან! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფრინველებზე დასაკვირვებლად!

🐦‍⬛ ფრინველთა მრავალფეროვნება და ცხოვრების ნირი გასაოცარია. დედამიწაზე 10000-ზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათი ნაწილის ნახვას პირდაპირ თვენი სახლის ზღურბლს მიღმა შეძლებთ. ფრინველთა დანარჩენ, უდიდეს ნაწილთან შეხვედრას, მხოლოდ მოგზაურობით, სპეციალური აღჭურვილობით, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი, მცოდნე ადამიანების თანხლებით მოახერხებთ.

🔭 ფრინველებზე დაკვირვება ძალიან სახალისო და საინტერესო პროცესია. გასაოცარია მათი ფერების მრავალფეროვნება, სხეულის აგებულება, გარემოსთან შეგუება და ცხოვრების ნირი.

🐦‍⬛ საგანმანათლებლო კუთხით, ფრინველებზე დაკვირვება მნიშვნელოვანი აქტივობაა ბავშვებისთვის, რაც მოზარდს ეხმარება: ეკოსისტემებისა და ბუნებრივი გარემოს შესახებ ცოდნის გაღრმავებაში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების მნიშვნელობის გაცნობიერებაში, ბიოლოგიური წიგნიერების და სახეობებეს შორის კავშირების აღქმაში.

🤸 პროგრამა ხელს უწყობს მოზარდების ბუნების მიმართ პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბებას, ეკოკლოგიური პრობლემების მიმართ მგრძნობელობის გაზრდას, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობის გააზრებას, სამეცნიერო - კვლევითი და ანალიტიკური უნარების: სისტემური აზროვნების, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის უნარების გავარჯიშებას, სტრესის შემცირებას, რელაქსაციას, კრეატიულობის სტიმულირებას, სოციალური უნარების, გუნდურად მუშაობის, კომუნიკაციის გაღრმავებას, ოპტიკურ ხელსაწყოებთან მუშაობას და სხვ.

🦅 შემოგვიერთდით პროგრამაზე: “ზამთარი ჩემ სახლთან”, ისწავლეთ ხრიკები სად, როგორ და როდის შეგიძლიათ ნახოთ გასაოცარი ფრინველები, რომლებიც შეუმჩნევლად, მთელი წელი თავს დაგვტრიალებენ. ასაკი: 9-12 წელი. ჯგუფში მონაწილეთა მინიმალური რ-ბა: 14 მოზარდი, მაქსიმალური: 20.

🤸 გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, მოგვწერეთ მესენჯერში ან დაგვირეკეთ. მიიღეთ ინფორმაცია პროგრამების და LiMPoPo ლიმპოპო ში დაგეგმილი ყველა სიახლის შესახებ.

🐌 იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად მსოფლიოს გარშემო პაწაწინა ლოკოკინასთან ერთად. იპოვეთ თქვენს თავში გულითადი, უანგარო, კეთილი, ...
30/10/2024

🐌 იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად მსოფლიოს გარშემო პაწაწინა ლოკოკინასთან ერთად. იპოვეთ თქვენს თავში გულითადი, უანგარო, კეთილი, დაუღალავი მეგობარი.

🤸 დაჯავშნეთ პროგრამა: ჰეი, ვინმემ წამიყვანეთ მსოფლიოს სანახავად" და შემოგვიერთდით!

LiMPoPo ლიმპოპო

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 16:00 - 20:00
Tuesday 16:00 - 20:00
Wednesday 16:00 - 20:00
Thursday 16:00 - 20:00
Friday 16:00 - 20:00
Saturday 16:00 - 20:00
Sunday 16:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when LiMPoPo ლიმპოპო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category