29/05/2023
მშობლის როლი ბავშვის განათლებაში ⭐️
თანამედროვე ფსიქოლოგია მიიჩნევს, რომ ბავშვის სწავლის პროცესში ჩართულობის მხრივ, მშობლებსა და მასწავლებელს თანაბარი პასუხისმგებლობა აკისრიათ. მასწავლებლისა და მშობლის კოლაბორაცია გაცილებით უკეთესი შედეგის მომტანია ბავშვის განვითარებისთვის, რადგან მათი თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა დადებითად აისახება ბავშვების როგორც ემოციურ სტაბილურობაზე, ისე – მათ პროდუქტიულობაზე !
მშობლის ზომიერი ყურადღება და მხარდაჭერა სასკოლო პროცესების მიმართ, ბავშვს ხშირად მოტივაციას ჰმატებს, ახალისებს და განათლების მნიშვნელოვნებას მეტად შეაგრძნობინებს !
კვლევების თანახმად, ბავშვები სკოლაში უკეთეს აკადემიურ წარმატებას აღწევენ, როდესაც მშობლები მეტ ინტერესს იჩენენენ საშინაო დავალების მიმართაც – ეს აჩვენებს ბავშვებს, რომ ის, რასაც ყოველდღიურად აკეთებენ, მათი განვითარებისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ მშობლების მონაწილეობა მხოლოდ დავალების ტექნიკური მომზადების კუთხით არ შემოიფარგლოს, ფსიქოლოგები რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვთავაზობენ:
👉შეეცადეთ, ბავშვს მეცადინეობისათვის სასიამოვნო გარემო შეუქმნათ და ყველა საჭირო სასკოლო ნივთით უზრუნველყოთ.
👉სასურველია, სამეცადინოდ გამოყოთ კონკრეტული დრო – ეცადეთ, დააკვირდეთ მათ განწყობას დღის განმავლობაში.
👉მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ბავშვის მოტივაციას და ისე მივუდგეთ, რომ სწავლა მისთვის მაქსიმალურად სასიამოვნო პროცესი იყოს.
როდესაც მშობლები და მასწავლებლები ღიად და ზომიერი ჩართულობით ურთიერთობენ ერთმანეთთან და ბავშვთან, მოზარდის აკადემიური წარმატება და პროდუქტიულობა მეტად მოსალოდნელია. 😇