12/10/2021
https://www.bbc.co.uk/reel/video/p09xhj2b/string-theory-a-simple-way-to-understand-the-universe?utm_source=taboola&utm_medium=exchange&tblci=GiDOvb4n2K9YbFTkGGrGJ8V_1YlekvNTUxfZq05ySmkGxyCMjFQoisecxsbIpsIU
რა კავშირშია სიმების თეორია ფილოსოფოს პითაგორასთან? ამის შესახებ იაპონური წარმოშობის ამერიკელი თეორიული ფიზიკოსი მიჩიო კაკუსგან (დაიბ. 1947 წ.) შეიტყობთ 🤓
სიმების თეორია მიზნად ისახავს აინშტაინის ფარდობითობის თეორიისა და კვანტური მექანიკის ერთმანეთთან მორიგებას. აინშტაინის თეორია კარგად ხსნის ვარსკვლავებისა და გალაქტიკის მოძრაობას, თუმცა ის ვერ ხსნის სუბატომური ნაწილაკების ქაოტურ მოძრაობებს. ამისგან განსხვავებით, კვანტური თეორია კარგად ხსნის ატომებს, თუმცა პრობლემები აქვს „მაკრო დონეზე“.
სიმების თეორიის მიხედვით, სუბატომური ნაწილაკები (ელექტრონები, ნეიტრინოები, კვარკები და ა.შ.) სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. „სიმები“, რომლებიც ვიბრირებენ (მაგ. გიტარის სიმების მსგავსად 😊). საინტერესოა ისიც, რომ სიმების თეორია სამყაროში არსებული ბნელი მატერიის ახსნასაც ცდილობს. ბნელი მატერია სამყაროში არსებული მატერიის უდიდეს (!) ნაწილს ქმნის, ის ერთმანეთთან აკავშირებს გალაქტიკებს,თუმცა უხილავია. სწორედ ამიტომ ეწოდება მას „ბნელი მატერია“. მაშ ასე, სიმების თეორიის მიხედვით, ბნელი მატერია სიმების რხევის ერთ-ერთი „ოქტავაა“. სიმების თეორიის თანახმად, ჩვენს სამყაროში არსებული უზარმაზარი მრავალფეროვნება სიმების ვიბრირებით შეიძლება აიხსნას.
სიმების თეორია, შესაძლოა, მცდარი აღმოჩნდეს. თუმცა, ჩემი აზრით, მან უნდა ჩაგვაფიქროს. პოლიტიკით გადაღლილებს, ეკონომიკური პრობლემებით შეწუხებულებს და საბოლოო ჯამში, ძირითადად მაინც ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე ორიენტირებულებს, სიმების თეორია შეგვახსენებს, რომ სუბატომური ნაწილაკების მსგავსად, ჩვენც უსასრულო სამყაროს უპაწაწინესი ნაწილაკები ვართ, სამყაროსი, რომელზეც ხშირად არ ვფიქრობთ ხოლმე, რადგან ჩვენი მიკროსამყაროების აწყობით ვართ დაკავებული. არადა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გაადამიანება მაშინ დაიწყო, როდესაც ჩვენმა წინაპარმა შიშით, გაოცებითა და ცნობისმოყვარეობით აღვსილი მზერა ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას მიაპყრო.
------------------------------------------------------------------------
გიორგი თავაძის ფილოსოფიური ბიბლიოთეკის დევიზია „გაავრცელე ცოდნა!“ 🤓📖📖📖🤓
ჩემი სურვილია, ხელი შევუწყო ფილოსოფიის უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და კრიტიკული აზროვნების განვითარებას საქართველოში 😊🇬🇪🇬🇪🇬🇪😊
Theoretical physicist Michio Kaku explains why he thinks string theory is the best way to understand how the universe works.