13/06/2023
💡 პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებელია ვიცოდეთ, მისი გამომწვევი მზიეზი.
📌 მუცლის ზონაში ცხიმის დაგროვებას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს.
არაჯანსაღი ცხოვრების წესისა და ზედმეტი კალორიების მიღების გარდა,არსებობს სხვა შესაძლო მიზეზი,რომლის გამოცნობაც მუცლის ფორმითაა შესაძლებელი.
1. ალკოჰოლის ზედმეტი რაოდენობა.
📍ცნობილი ფაქტია,რომ ალკოჰოლის ხშირი მიღება იწვევს ცხიმის დაგროვებას,ამას თან სდევს შეფერილობა და დისკომფორტი მუცლის არეში.
2.ჰორმონალური ცვლილებები
📍ჰორმონები ჩვენს ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და განაპირობებენ პროცესებს,როგორიცაა : მეტაბოლიზმი,შიმშილი,სტრესი,სექსუალური აქტივობა და სხვა. შესაბამისად, ჰორმონალური დისბალანსი იწვევს არამხოლოდ ცხიმის დაგროვებას,არამედ სხვა სახის დარღვევებსაც.
3.სტრესი
📍ჩვენს ცხოვრებაში რთულია მუდმივად უდარდელად და ჯანსაღად ყოფნა.ყოველდღიური ცხოვრების დამღლელი გრაფიკი,თავისუფალი დროის არ ქონა,სწავლით დატვირთვა,უაზრო მუშაობა,სახლში უმოძრაოდ ყოფნა...
ეს ყველაფერი ჩვენზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს.ზოგისთვის განტვირთვა ძალიან ადვილია,ზოგში კი ქრონიკულ სტრესს იწვევს,რაც შემოდგომ მომატებულ კილოგრამებში აისახება.სისხლშI გადამეტებული კორტიზოლი,(სტრესის ჰორმონი) სტრესულ მდგომარეობაი ბევრ ცხიმს იმარაგებს.
4.მშობიარობის შემდგომ დარჩენილი მუცელი.
📍მოგეხსენებათ,რთულია ფორმაში ჩადგომა,როდესაც საქმე მშობიარობის შემდგომ დარჩენილ მუცელს ეხება,თუმცა შეუძლებელი არაფერია.
საქმე რომ გავიმარტივოთ,აუცილებელია აქტიურად ყოფნა და ჯანსაღი კვება ორსულობაშივე. (ამ თემაზე შემდეგ პოსტში ვრცლად ვისაუბრებ).
- ინსტრუქტორი ნონა ❤️