Leno Fitness

Leno Fitness

Share

კონტაქტი: 514 57 67 67 კერძო ტრენერი
კონტაქტი: 558 77 03 75
[email protected]

02/10/2025

#ფიტნესი #წონისკლება #ინსტრუქტორი #ვარჯიში

16/06/2023

გაინტერესებთ,სხეულის რომელი ზონიდან იწყება ცხიმის წვა?

📌 ზოგადად, ცხიმის წვა შიდა ორგანოებიდან იწყება. ღვიძლიდან,თირკმელებიდან და ა.შ.

რაც შეეხება გარეგნულ მხარეს:

• ფაქტი #1 შეუძლებელია ავირჩიოთ, თუ სხეულის რომელი ზონიდან დაიწყოს ცხიმის წვა.

• ფაქტი #2 გენეტიკურად ორგამიზმი თვითონ ირჩევს, თუ რომელ
წერტილში დაიგროვოს ცხიმი და ასევე რომელი წერტილიდან დაიწყოს მისი დაშლა.

• ფაქტი #3 კარდიოს დროს მთელს ორგანიზმში მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა.

• ფაქტი #4 მხოლოდ გენეტიკურადაა შესაძლებელი, რომ სხეული მიდრეკილი იყოს კონკრეტული ადგილიდან ცხიმის წვისაკენ. მაგ: ზოგს ქვედა ტანში,ზოგს ზედა.

⁉️ გაგიჩნდებათ კითხვა,მაშინ რატომ არსებობს იზოლირებული ვარჯიშები?
მაგ: მუცლის პრესები

დიახ,პრესების ინტენსიურად კეთებისას, იწვება მუცლის ცხიმი,მაგრამ იგივე რაოდენობით მცირდება სხეულის სხვა ნაწილებშიც.

(ერთი მეორეს არ გამორიცხავს )

ასე რომ, მხოლოდ მუცლიდან არ ხდება ცხიმის მოშორება. იგი იშლება მთელს სხეულში,ხოლო პრესები კანს ამკვრივებს და კუნთს გამოკვეთაში ეხმარება.

- ინსტრუქტორი ნონა.

13/06/2023

💡 პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებელია ვიცოდეთ, მისი გამომწვევი მზიეზი.
📌 მუცლის ზონაში ცხიმის დაგროვებას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს.

არაჯანსაღი ცხოვრების წესისა და ზედმეტი კალორიების მიღების გარდა,არსებობს სხვა შესაძლო მიზეზი,რომლის გამოცნობაც მუცლის ფორმითაა შესაძლებელი.

1. ალკოჰოლის ზედმეტი რაოდენობა.

📍ცნობილი ფაქტია,რომ ალკოჰოლის ხშირი მიღება იწვევს ცხიმის დაგროვებას,ამას თან სდევს შეფერილობა და დისკომფორტი მუცლის არეში.

2.ჰორმონალური ცვლილებები

📍ჰორმონები ჩვენს ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და განაპირობებენ პროცესებს,როგორიცაა : მეტაბოლიზმი,შიმშილი,სტრესი,სექსუალური აქტივობა და სხვა. შესაბამისად, ჰორმონალური დისბალანსი იწვევს არამხოლოდ ცხიმის დაგროვებას,არამედ სხვა სახის დარღვევებსაც.

3.სტრესი

📍ჩვენს ცხოვრებაში რთულია მუდმივად უდარდელად და ჯანსაღად ყოფნა.ყოველდღიური ცხოვრების დამღლელი გრაფიკი,თავისუფალი დროის არ ქონა,სწავლით დატვირთვა,უაზრო მუშაობა,სახლში უმოძრაოდ ყოფნა...

ეს ყველაფერი ჩვენზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს.ზოგისთვის განტვირთვა ძალიან ადვილია,ზოგში კი ქრონიკულ სტრესს იწვევს,რაც შემოდგომ მომატებულ კილოგრამებში აისახება.სისხლშI გადამეტებული კორტიზოლი,(სტრესის ჰორმონი) სტრესულ მდგომარეობაი ბევრ ცხიმს იმარაგებს.

4.მშობიარობის შემდგომ დარჩენილი მუცელი.

📍მოგეხსენებათ,რთულია ფორმაში ჩადგომა,როდესაც საქმე მშობიარობის შემდგომ დარჩენილ მუცელს ეხება,თუმცა შეუძლებელი არაფერია.
საქმე რომ გავიმარტივოთ,აუცილებელია აქტიურად ყოფნა და ჯანსაღი კვება ორსულობაშივე. (ამ თემაზე შემდეგ პოსტში ვრცლად ვისაუბრებ).

- ინსტრუქტორი ნონა ❤️

28/10/2021

გამარჯობა მეგობრებო ❤️

მე ინსტრუქტორი ნონა ვარ და დღეს აგიხსნით,თუ რა განაპირობებს ძუძუთი კვებისას ცხიმის მატებას.

🔎 კვლევების თანახმად ქალი ლაქტაციის პერიოდში დღეში 500მდე კალორიას ხარჯავს,რაც ერთ საჭმლის ულუფას ან 45 წუთიან ვარჯიშს უტოლდება.

💡 თუ შენ ახალბედა დედა ხარ და გიჭირს წონის დაკლება საჭმლის რაოდენობის შემცირების მიუხედავად,მაშინ ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

📍კალორიების სიჭარბე
📍დაბალი სარგებლობის მქონე პროდუქტი.
📍ნელი მეტაბოლიზმი
📍სტრესი
📍ჰორმონალური დისბალანსი

მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ.

ცალკეულად ლაქტაცია,არ გმატებთ ცხიმს,არამედ პირიქით რძის გამომუშავებაში ორგანიზმი კალორიებსაც კი ხარჯავს.
მაგრამ, ჩვენს ორგანიზმი მიმდინარე ცვლილებები,აქტივობის დონე,სტრესი და სხვა მრავალი ფაქტორი ნამდვილად ახდენს გავლენას.

ორგანიზმმა რძე რომ გამოიმუშავოს დიდი ენერგია სჭირდება,რასაც თან ახლავს შიმშილის მომატება და ეს სავსებით ნორმალურია. ჩვენ ამისგამო თავი არ უნდა დავისტრესოთ.

სტრესი წევს კორტიზოლის დონეს ,რაც განაპირობებს ცხიმის დაგროვებას,მადის მომატებას,ორგანიზმში თვით გადარჩენის ფუნქცია ირთვება.

მეორე “დამნაშავე” ჰორმონი პროლაქტინი,რომელიც გამოიყოფა რძის წარმოსაქმნელად , თავის მხრივ ხელს უშლის ინსულინის დარეგულირებას ,ასევე მატებს მადიანობას.

მაშასადამე -

სტრესი მატებს კორტიზოლს. კორტიზოლი ინახავს ზედმეტ ცხიმს.
პროლაქტინის
მაღალი დონე ამარაგებს ცხიმს.
ორივე ერთად კი ანელებს მეტაბოლიზმს.

იმის მთავარი კითხვა,როგორ დავიკლოთ ცხიმი ჰორმონების დისბალანსის მიუხედავად?

პასუხი არის კალორიების დეფიციტი.
კვებისა და ვარჯიშის ბალანსირებით.

რომელის შედგენაც უნდა მოხდეს კონკრეტულად თქვენს ორგანიზმზე მორგებით.

✅აუცილებლად უნდა გვახსოვდეს,რომ კალორიების დეფიციტი არის განსხვავებული.
მაგ:
შოკლადის 200 🍩კალორია და ავოკადოს 200 🥑 კალორია ერთიდა იგივე არ არის.

(ონლაინ კვბის რაციონის შესადგენად დამიკავშირდით ნომერზე :
☎️ 514 576767
ან მოგვწერეთ ფეისბუქზე.)

23/01/2021

🧐

Leno Fitness & Health (@leno.fitness.health) • Instagram photos and videos 16/08/2020

გამოგვყევით ინსტაგრამზე და მიიღეთ უამრავი სასარგებლო ინფორმაცია,რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

📌წონაში დაკლება
📌მასის მომატება
📌სავარჯიშო პროგრამები
📌კვების პროგრამები
📌ფორმების გამოკვეთა

https://www.instagram.com/leno.fitness.health/'

Leno Fitness & Health (@leno.fitness.health) • Instagram photos and videos 287 Followers, 495 Following, 21 Posts - See Instagram photos and videos from Leno Fitness & Health (.fitness.health)

10/07/2020

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია,შესაბამისად ვარჯიშისა და სწორი კვების შედეგებიც თითოეულისთვის განსხვავებულ დროში მიიღწევა.

ხშირად გვესმის მსგავსი ისტორია: “ერთ თვეში მხოლოდ 3 კილო დავიკელი, მან 10.
აზრი არ აქვს მაინც ვერ დავიკლებ თუ არ ვიშიმშილე”

ამ შემთხვევაში სჭიროა დრო და მოთმინება.მშვიდად დაელოდეთ შედეგებს.თუ თქვენ მეტი დრო გჭირდებათ იმას არ ნიშნავს რომ შედეგი არ გექნებათ.

პირობითად: ნათია,რომლის პარამეტრებია 165სმ / 70კგ . 1 თვეში დაიკლო 9 კილო. (პრობლემური ზონა მუცელი)

ხოლო ელენემ 165 სმ / 70კგ , 1 თვეში დაიკლო 4 კილო. (პრობლემური ზონა ფეხები)

ამ შემთხვევაში ნათიას, კარგი გენეტიკა აქვს. ორგანიზმი ზედმეტ ცხიმს მუცელზე იგროვებს და შემდეგ ზუსტად მაქედან იწყებს მოშორებას. ასევე ნათიას აქვს სწრაფი ნივთიერებათა ცვლა რამაც განაპირობა მისი უკეთესი შედეგი.

ელენეს ცხიმი გენეტიკურად ბარძაყებზე უგროვდება.ამ შემთხვევაში ბარძაყებიდან ცხიმის მოშორება ბევრად რთულია ვიდრე მუცლიდან ( ამ თემაზე შემდეგ ვისაუბრებ ვრცლად ). ელენეს შედარებით დაბალი მეტაბოლიზმი აქვს და ცხიმის წვაც ნელა მიმდინარეობს. ამას თან ახლავს სხვა ფაქტორებიც.

არ გეგონოთ,რომ პრობლემა მხოლოდ არასასურველ ცხიმშია.არანაკლებ პრობლემატურებად მიიჩნევიან ადამიანები,ვისი მიზანიც მომატებაა . მოგეხსენებათ ჭამის უაზრო რაოდენობა არ შველის.

პირობითად: გიორგი , რომლის პარამეტრებია 195სმ / 80 კგ. მისი მიზანია მოიმატოს კუნთური მასა დაახლოებით 6 კილო თვეში. ვინაიდან ის არის ექტომორფი, 1 თვეში მან მოიმატა 2 კილო (მშრალი კუნთი).

სანდრო გენეტიკურად მიდრეკილია მეზომორფობისაკენ. მისი პარამეტრებია 195სმ/ 80 კგ. მან ერთ თვეში მოიმატა 7 კილო (3 კგ მშრალი კუნთი).

დასკვნა არის ის რომ გენეტიკა განაპირობებს,ინდივიდებს შორის განსხვავებულ შედეგებს.

რატომ ხდება ასე? როგორ უნდა მოვიქცეთ?

მთავარი ფაქტორია გენეტიკა.
ჩვენი ორგანიზმის თვისებები და აღნაგობა გენეტიკურად გადმოგვეცემა,შესაბამისად მისი დამარცხება და შეცვლა რთულია.
ორგანიზმი ბუნებრივად მეზომორფია,ენდომორფი ან ექტომორფი.
ამის შეცვლა არც მარტივია, არც შეუძლებელი.

როგორ უნდა მოვიქცეთ?

პირველ რიგში შევცვალეთ ცხოვრების წესი.
იკვებეთ ჯანსაღად და ივარჯიშეთ ინტენსიურად.
მიიღეთ წყლის საკმარისი რაოდენობა და მოაწესირეთ ძილის რეჟიმი.
ასევე შეამცირეთ სტრესი,ვინაიდან სტრესის ჰორმონი ხელს უშლის ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.
ამ თემაზე ვრცლად შემდეგ პოსტებში ვისაუბრებ.

10/07/2020

აქ ჩამოთვლილია 5 მიზეზი,რომელიც ხელს გიშლით დაძლიოთ ზედმეტი წონა.

1.შიმშილი

დიახ,პირველ ადგილზეა შიმშილი.
თუ თქვენი მიზანი გახდომაა და ამისთვის მარტივი გამოსავალი შიმშილი გგონიათ ძალიან ცდებით.
ამ შემთხვევაში სხეული გამოიფიტება და როდესაც ნორმალურ კვებაზე გადახვალთ,ორმაგად მოიმატებთ.

2.ნახშირწყლების,ცილებისა და ცხიმების არასწორი გადანაწილება.

თუ თქვენს კვების რაციონში დიდი რაოდენობით ნახშირწყალია,მაგალითად: ცომეული,ტკბილეული,ბურღულეული.
ამ შემთხვევაში,წახვალთ მატებისკენ.
აუცილებელია დაიცვათ კალორიების ნორმა და კვების რაციონი იყოს დაბალანსებული საკმარისი ცილებისა და სასარგებლო ცხიმების რაოდნობით.

3.ღამით ჭამა.

თუ თქვენ სამსახურის ან სხვა გარკვეული მიზეზების გამო გიწევთ საკვების ძილის წინ მიღება,
ლოგიკურია წონის მატების ერთ-ერთი მიზეზი ესაა.
ვინაიდან ღამით მეტაბოლიზმი შენელებულია და სხვა პროცესები მიმდინარეობს.

4.ძილის რეჟიმის დარღვევა.

ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია დღე-ღამეში საშუალოდ 8 საათი ძილი,რათა ორგანიზმმა ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს.

5.ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა.

ამ თემაზე ძალიან ბევრი რამაა,ამიტომ მოკლედ განვიხილავ.
ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა იწვევს
ნელ მეტაბოლიზმს,სხეულის მოდუნებას,არ იწვება ზედმეტი კალორიები,ცუდად ფუნქციონირებს საჭმლის მომნელებელი სისტემა.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address


Marjanishvili
Tbilisi
1-69