17/09/2026
🟣 28 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება გამოფენა „საცხოვრებელი მემკვიდრეობა: საბჭოთა მორფოტიპები და ტიპოლოგიები“ და გაიმართება კულტურის ისტორიკოსის, პოლინა გუნდარინას საჯარო ლექცია.
◼️ საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1917-1991 წლებში შექმნილი საცხოვრებელი უბნები დღემდე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის მრავალი ქალაქის ურბანულ ქსოვილსა და ყოველდღიურ ცხოვრებას. ისინი ასევე ნათლად ასახავენ პოსტსაბჭოთა სივრცის სოციალურ რღვევებს და წინააღმდეგობებს.
◼️ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება არქივებში მოძიებული საბჭოთა მორფოტიპები და ტიპოლოგიები სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, ყაზახეთის, ლატვიის, ლიეტუვის, რუსეთის, უკრაინისა და უზბეკეთის მაგალითებზე. ბოლო 40 წლის განმავლობაში ურბანული მორფოტიპებისა და შენობების სივრცითი კონფიგურაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. არსებული ისტორიული განაშენიანება მომავლისთვის მნიშვნელოვან საბინაო რესურსს წარმოადგენს, თუმცა ამავდროულად იგი სახეცვლილებისა და ნგრევის საფრთხის წინაშე დგას. ამასთან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების მიერ საბჭოთა მემკვიდრეობასთან მუშაობის, მისი ტრანსფორმაციის, განახლებისა და ახალ საჭიროებებთან მორგების პროცესში შეძენილი გამოცდილების გათვალისწინება.
◼️ გამოფენა მომზადდა კარლსრუეს ტექნოლოგიის ინსტიტუტის, აახენის უნივერსიტეტის, ლაიბნიცის აღმოსავლეთ ევროპის ისტორიისა და კულტურის ინსტიტუტის და სხვა პარტნიორებთან ერთობლივი კვლევითი პროექტის Cities Building Culture ფარგლებში.
📍 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიე, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
📆 გამოფენა გაგრძელდება 3 ოქტომბრის ჩათვლით.
🎟 დასწრება თავისუფალია.
🔗 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://shorturl.at/LE3a1