13/08/2026
#21702 ეს ქონფეშენი ეხებათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც საგნები(საგანი) დააფეილეს, არ აქვს მნიშვნელობა რატომ და როგორ. ვიცი ბევრი მათგანი ძალიან განერვიულებულია და შესაძლოა ფიქრობს კიდეც, რომ რაღა აზრი აქვს გაგრძელებას ან შეშინებულია დანარჩენი საგნები როგორ უნდა გაიაროს.
ნერვიულობა აღარაფერს შეცვლის.(არც დამატებითი სემესტრია პრობლემა, მხოლოდ იმ საგნების ფულს იხდით რაც გრჩებათ დამატებით სემესტრში.)
გაწერეთ საგნების ცხრილი, როგორ მოგიწევთ გავლა, ან იკითხეთ, მართლა არ მოგერიდოთ.
მეც დავაფეილე თავის დროზე, მაგრამ შემდეგ ზუსტად ისე გავყევი ჩემს სასწავლო გეგმას როგორც გავწერე და გამომივიდა კიდეც, არც ლექტორთან საუბრის მოგერიდოთ ამ დროს, პირიქით გულწრფელად დაგეხმარებიან ისინიც.
ყველაფერი თანდათან გადაგივლით, ვინც ძალიან ძალიან ნერვიულობთ, უფრო იმათ გეუბნებით. ყველაფერს აზრი აქვს, დამიჯერეთ და ყველაფერი გამოსწორდება.
მინდოდა, როცა მეც ამ განცდებში ვიყავი მსგავს პოსტს წავწყდომოდი.
პატივისცემით,
თქვენი ტანჯული აისეტელი.