21/03/2021
წინასასკოლო მზაობა მნიშვნელოვანია - 𝗣𝗿𝗲𝘀𝗰𝗵𝗼𝗼𝗹-ის პროგრამაზე მიღება დაიწყო!
❣️ Gmschool - ი გიმასპინძლებთ საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან!
💡 სკოლამდელ ასაკში სწავლაზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
🔸 წინასასკოლოლო მზაობა არ ნიშნავს წერა-კითხვისა და ანგარიშის სწავლებას. არამედ, იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებიც მას სკოლაში სწავლის დროს გამოადგება და მის აკადემიურ წარმატებას შეუწყობს ხელს.
🔸 სკოლამდელი ასაკის ბავშვი სწორედ თამაშის პროცესში ვითარდება. ამ ასაკში თამაშის სწავლით ჩანაცვლებამ მომავალში შესაძლოა არაერთი პრობლემა წარმოშვას.
სწორედ ამ პრინციპით არის აგებული ჩვენი პროგრამაც, თამაშით სწავლება ჩვენი პრიორიტეტია!
🔸 წერა-კითხვის შესწავლამდე აუცილებელია წინა აკადემიურ უნარებზე მუშაობა.
🔸 წვრილი და ნატიფი მოტორიკის , შემოქმედებითი უნარების განვითარება ბავშვებში (მინი სპექტაკლები, აპლიკაციები).
🔸 თვითშეფასების ამაღლება;
🔸 ზეპირსიტყვიერება, წაკითხული; ტექსტის მოსმენის, გააზრების უნარის გამომუშავება;
🔸 ლექსიკის და მათემატიკური აზროვნების განვითარება;
🔸 წინასაანბანო ცოდნის მიღება, სრული მზაობა სკოლისთვის!
🔸 სწორედ ამ მიზანს ემსახურება Gmschool-ის წინასასკოლო მზაობის ჯგუფი - Preschool
სწავლების ფორმა: დისტანციური; შეხვედრები ტარდება ZOOM-ის პლათფორმით.
👉კურსს უძღვება
ხათუნა რაზმაძე - უფროსი პედაგოგი; წიგნიერებისა და მათემატიკის სასკოლო სახალისო-შემეცნებითი აქტივობათა კრებულის ავტორი; ტრენინგ მოდულის "სწავლების თანამედროვე მეთოდები და მიდგომები"-- ტრენერ-კონსულტანტი.
👉მათთვის, ვინც დარეგისტრირდება 31 მარტის ჩათვლით, აქციით გადაიხდის მთლიანი კურსის საფასურს-200 ლარს.
კურსი მოიცავს ოც შეხვედრას, თვითოეულის ხანგრძლივობა 40 წუთი.
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎️ 577687531; 577687532;
🌐 www.gmschool.ge
🎯 Gmschool - პროგრესული განათლებისთვის