ABA პედია . ABApedia

ABA პედია . ABApedia უწყვეტი განათლება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ქცევის ანალიზში

📣 ABA ბუნებრივ გარემოშიქცევის ანალიტიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის IBAO-ს მიერ აღიარებული CEU-პროვაიდერი გთავაზობთ 3-ს...
08/06/2026

📣 ABA ბუნებრივ გარემოში

ქცევის ანალიტიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის IBAO-ს მიერ აღიარებული CEU-პროვაიდერი გთავაზობთ 3-საათიან ტრენინგს თემაზე:

„ABA ბუნებრივ გარემოში - ეფექტური ინტერვენცია ეთიკური საკითხებისა და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით“

ტრენინგი განკუთვნილია:

🔹 ქცევითი ანალიზის სპეციალისტებისთვის
🔹 ABA თერაპევტებისთვის
🔹 სუპერვაიზორებისთვის
🔹 ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის
🔹 მომიჯნავე სფეროს პროფესიონალებისთვის
🔹 მშობლებისთვის
🔹 ყველა იმ სპეციალისტისთვის, ვინც ჩართულია ან გეგმავს ABA მომსახურების მიწოდებას სახლისა და ბუნებრივი გარემოს პირობებში

კურსი აერთიანებს სამ მნიშვნელოვან მიმართულებას:
🔹 ეფექტურ პრაქტიკულ მიდგომებს ბუნებრივ გარემოში ინტერვენციის განხორციელებისთვის
🔹 ეთიკური სტანდარტების დაცვას პროფესიულ საქმიანობაში
🔹 კულტურულად მგრძნობიარე მომსახურების მიწოდებას მრავალფეროვან ოჯახურ გარემოში

ტრენინგის ფარგლებში განვიხილავთ:
✅ შინ მომსახურების თავისებურებებს, უპირატესობებსა და გამოწვევებს
✅ ბუნებრივ გარემოში სწავლების სტრატეგიებს
✅ მშობელთა და მზრუნველთა ჩართულობას
✅ ეთიკურ სირთულეებს და მათი გადაჭრის გზებს
✅ კულტურული კონტექსტის გათვალისწინებას ინტერვენციის დაგეგმვასა და განხორციელებაში

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ ქართულენოვან რესურსებს:
📘 ტრენინგის მასალებს
📄 კითხვარებს
📝 სამუშაო ბლანკებს

ეს რესურსები მონაწილეებს დაეხმარება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანაში.

🎓 კურსი მოიცავს:
• 3 საკონტაქტო საათს
• სერტიფიკატს
• 3 CEU კრედიტს IBT და IBA სპეციალისტებისთვის

CEU კრედიტების განაწილება:
🔸 1 ზოგადი
🔸 1 ეთიკა
🔸 1 კულტურული კომპეტენცია

👩‍🏫 ტრენერი:
მარია ვართანიანი MA, BCBA - საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი, რომელსაც ბუნებრივ გარემოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

📅 თარიღი: 20 ივნისი
⏰ დრო: 14:00–17:00
💻 ფორმატი: დისტანციური, Zoom-ის მეშვეობით
💰 საფასური: 100 ლარი

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა:
https://forms.gle/xxZnj8XDB6fmJ7xf7

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 +(995) 555 18 77 88
📧 [email protected]

🏫 უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში 🌿🌿 მოხარული ვარ გაგიზიაროთ, რომ 2026 წლის ...
30/05/2026

🏫 უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში 🌿

🌿 მოხარული ვარ გაგიზიაროთ, რომ 2026 წლის მარტში, ბაღების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგები თემაზე - ტრავმა-ინფორმირებული ზრუნვა ადრეულ ასაკში 💛

📌 ტრენინგი განხორციელდა SOS ბავშვთა სოფელი • SOS Children's Villages Georgia მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, ABApedia-სთან თანამშრომლობით. 🤝

👩‍🏫 ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 12 საჯარო ბაღის 107-მა წარმომადგენელმა: მასწავლებლებმა, აღმზრდელებმა და სხვა სპეციალისტებმა, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ბავშვებთან და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მათ ემოციურ უსაფრთხოებაში, განვითარებასა და კეთილდღეობაში. 🌱

🇺🇦 ამავე თემაზე დამატებით ჩატარდა ტრენინგი უკრაინელ მონაწილეებთანაც. ამ შეხვედრაზე ტრავმა-ინფორმირებულ მიდგომაზე საუბარი განსაკუთრებით მგრძნობიარე და უსაფრთხო სივრცეს საჭიროებდა. 🫶

💛 ტრავმა-ინფორმირებული ზრუნვა გვეხმარება, ბავშვის ქცევის მიღმა დავინახოთ მისი გამოცდილება, ემოცია და საჭიროება. 👧🧒

🤝 მადლობა SOS ბავშვთა სოფელს ორგანიზებისთვის, ნდობისთვის და ამ მნიშვნელოვანი პროცესის მხარდაჭერისთვის. 🌿

🤝 განსაკუთრებული მადლობა გურანდა თეთრაძეს ამ მნიშვნელოვანი თემის წამოწევისთვის და პროფესიული ხედვისთვის. 💛

📌 პროცესი გაგრძელდება - პროექტის ფარგლებში ჩატარდება სუპერვიზიის შეხვედრები, რაც მონაწილეებს დაეხმარება მიღებული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელონ. 🌱

ქცევის ანალიზის საერთაშორისო ორგანიზაციის IBAO- სა და საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის პროვაიდერი ABA პედია გთ...
18/05/2026

ქცევის ანალიზის საერთაშორისო ორგანიზაციის IBAO- სა და საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის პროვაიდერი ABA პედია გთავაზობთ ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ქგა) / Applied Behavior Analysis (ABA) ბაზისურ კურსს;
👩‍🎓კურსი მოიცავს 40 საკონტაქტო საათს და აგებულია საერთაშორისო ორგანიზაციის IBAO -ს ქცევის თერაპევტის/ტექნიკოსის დავალებათა ნუსხის მიხედვით;
👩‍🎓კურსი სასერტიფიკატოა და აღიარებულია ქცევის ანალიტიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის IBAO- ს მიერ;
👩‍🎓კურსი აღიარებულია საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მიერ;
👩‍🎓კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ ჩააბაროთ საერთაშორისო გამოცდა და გახდეთ სერტიფიცირებული ქცევის თერაპევტი (IBT);
👩‍🎓კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ გაიაროთ პრაქტიკა და დასაქმდეთ ქცევის ანალიზის მიმართულებით;
💻 სწავლება ჩატარდება სრულად დისტანციურად ზუმის პლატფორმის მეშვეობით;
კურსის თემებია:
✅ ქცევა და გარემო
✅ ქცევის წინაპირობა (დისკრიმინაციული სტიმულები და მამოტივირებელი ოპერაციები)
✅ ქცევის შედეგი (განმტკიცება, დასჯა და ჩაქრობა)
✅ ქცევის შეფასება, დაკვირვება და გაზომვა
✅ არასასურველი ქცევის შემცირების პროცედურები (წინაპირობებზე ჩარევა, დიფერენციალური განმტკიცება ა.შ.)
✅ ახალ უნართა ჩამოყალიბების პროცედურები (ცალკეული ბლოკები, ვერბალური ოპერანტები და სხვა)
✅ ეთიკა, დოკუმენტირება და ანგარიშგება
✅ ნეიროგანვითარებითი დარღვევები და მათი მახასიათებლები (აუტიზმი, ADHD, დაუნის სინდრომი, გონებრივი ჩამორჩენა);
კურსი განკუთვნილია:
✅ ქცევის თერაპიით დაინტერესებული პირებისთვის
✅სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სირთულის მქონე ბავშვებთან (განვითარების სირთულეები, ქცევითი და ემოციური პრობლემები)
✅ ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე სფეროს სტუდენტებისთის
📖 კურსი დაიწყება: 1 ივნისს და დასრულდება 21 ივნისს;
📖 კურსი მოიცავს: 28 საათი - ვიდეოლექციის ჩანაწერებს და 12 საათი ზუმში პირისპირ შეხვედრას;
🧾 გამოცდა – 21 ივნისი (ონლაინ - კონტროლირებული)
👥 პირისპირ შეხვედრები ზუმში: 1, 2, 4, 8, 9, 11, 17, 18 ⏰ 17:00–18:30
📖 გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი;
❗წარჩინებულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ პრაქტიკა და დასაქმდნენ ქცევის თერაპიის მიმართულებით;
❗სილაბუსსა და სწავლების სხვა დეტალებს მიიღებთ კურსზე დარეგისტრირების შემდეგ;
კურსის საფასური: 400 ლარი
❗ გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია
❗ კურსზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია და საფასურის გადახდა 31 მაისის ჩათვლით
რეგისტრაციის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
👇👇👇
https://forms.gle/ScV2NkFYcj2Nrmor9

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎ +(995) 555 18 77 88
📧 [email protected]

📍 2 მაისს, ქალაქ ბათუმში, საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის რიგით მესამე კონფერენცია გაიმართა.წლევანდელი კონფერ...
06/05/2026

📍 2 მაისს, ქალაქ ბათუმში, საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის რიგით მესამე კონფერენცია გაიმართა.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო საქართველოში ქცევის ანალიზის 30 წელი.

🔹 კონფერენციას ესწრებოდა დარგის 200-მდე სპეციალისტი.
🔹 დღის პირველი ნაწილი დაეთმო ასოციაციის განვლილ გზას, მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს.
🔹 წელს ასოციაციამ პირველად დააწესა სპეციალური ჯილდო და ჯილდოსთან ერთად საპატიო წევრის სტატუსი გადასცა ორ გამორჩეულ პროფესორს - მარინე ჩიტაშვილსა და ნატა მეფარიშვილს.
🔹 კონფერენციის საერთაშორისო სპეციალური მომხსენებელი იყო Michael M. Mueller, Ph.D., BCBA-D, IBA, ქცევის ანალიზის საერთაშორისო ორგანიზაციის - IBAO-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
🔹 მან ისაუბრა საქართველოს ადგილზე IBAO-ს პროფესიულ სივრცეში.
🔹 კონფერენციის მეორე ნაწილში Michael M. Mueller-მა ჩაატარა 4-საათიანი ვორქშოფი AFLS-ის - ფუნქციური ცხოვრების უნარების შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებაზე.
🔹 ქართველმა სპეციალისტებმა წარმოადგინეს მოხსენებები აქტუალურ თემებზე, მათ შორის: ქცევის ანალიზის 30-წლიანი გზა საქართველოში, ბულინგის ქცევის მართვა, ACT მიდგომა და მშობელთან თერაპიული მუშაობის საკითხები.
🔹საქართველოში ქცევის ანალიზის 30-წლიანი გამოცდილება მნიშვნელოვანი საფუძველია სფეროს შემდგომი განვითარებისთვის.
🔹გიზიარებთ კონფერენციის ამსახველ ფოტომასალას.

📍 On May 2, the Georgian Association of Behavior Analysts held its third annual conference in Batumi.

This year’s main theme was 30 years of behavior analysis in Georgia.

🔹 The conference brought together nearly 200 professionals in the field.
🔹 The first part of the day focused on the Association’s journey, current work, and future plans.
🔹 For the first time, the Association established a special award and granted Honorary Membership to two distinguished professors - Marine Chitashvili and Nata Meparishvili.
🔹 The special international speaker was Michael M. Mueller, Ph.D., BCBA-D, IBA, founder and Executive Director of the International Behavior Analysis Organization - IBAO.
🔹 He spoke about Georgia’s place within the IBAO professional community.
🔹 In the second part of the conference, Michael M. Mueller led a 4-hour workshop on using the AFLS - Assessment of Functional Living Skills.
🔹 Georgian professionals also presented on key topics, including the 30-year history of behavior analysis in Georgia, bullying behavior management, ACT approaches, and therapeutic work with parents.
🔹 Georgia’s 30 years of experience in behavior analysis provide an important foundation for the further development of the field.

We are sharing photo highlights from the conference.

📢 გიზიარებთ საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის რიგით მესამე კონფერენციის დეტალებს📆 2 მაისი⏰ 09:30–18:00📍 Rooms H...
25/04/2026

📢 გიზიარებთ საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის რიგით მესამე კონფერენციის დეტალებს

📆 2 მაისი
⏰ 09:30–18:00
📍 Rooms Hotel Batumi
გოგებაშვილის ქუჩა N10

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ პროფესიულ პრეზენტაციებს, გაიზიარონ ქცევის გამოყენებითი ანალიზის სფეროში არსებული გამოცდილება და გაეცნონ იმ მიღწევებსა და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ABA განსაკუთრებით აქტუალურია.

ღონისძიება აერთიანებს ქცევის ანალიტიკოსებს, ფსიქოლოგებს, თერაპევტებს, განათლების სპეციალისტებს, მშობლებსა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ეთიკური და კულტურულად სენსიტიური პრაქტიკის განვითარება საქართველოში.

🔹 კონფერენციაზე შესაძლებელი იქნება უწყვეტი განათლების ზოგადი და კულტურის საათების CEU მიღება.

ABApedia მოხარულია, რომ მხარს უჭერს პროფესიული ცოდნის გაზიარებას, თანამშრომლობას და ქცევის ანალიზის სფეროს განვითარებას საქართველოში!

გელოდებით ბათუმში! 💙
საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია

#ქცევისანალიზი #ქცევისგამოყენებითიანალიზი

20/03/2026

🌍 20 მარტი ქცევის ანალიზის საერთაშორისო დღეა!
იმ მეცნიერების დღე, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს უკეთ გავიგოთ ქცევა, მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და ხელი შევუწყოთ ადამიანების დამოუკიდებლობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

ABApedia უერთდება ამ დღეს და აგრძელებს თავის საქმიანობას - ცოდნის გაზიარებით, პროფესიონალების გაძლიერებითა და ეთიკური პრაქტიკის მხარდაჭერით.

📢 ქცევის ანალიზის საერთაშორისო ორგანიზაციის IBAO- სა და საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის პროვაიდერი ABA პედია ...
16/02/2026

📢 ქცევის ანალიზის საერთაშორისო ორგანიზაციის IBAO- სა და საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის პროვაიდერი ABA პედია გთავაზობთ ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ქგა) / Applied Behavior Analysis (ABA) ბაზისურ კურსს;
👩‍🎓კურსი მოიცავს 40 საკონტაქტო საათს და აგებულია საერთაშორისო ორგანიზაციის IBAO -ს ქცევის თერაპევტის/ტექნიკოსის დავალებათა ნუსხის მიხედვით;
👩‍🎓კურსი სასერტიფიკატოა და აღიარებულია ქცევის ანალიტიკოსთა საერთაშორისო ორგანიზაციის IBAO- ს მიერ;
👩‍🎓კურსი აღიარებულია საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მიერ;
👩‍🎓კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ ჩააბაროთ საერთაშორისო გამოცდა და გახდეთ სერტიფიცირებული ქცევის თერაპევტი (IBT);
👩‍🎓კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, შესაძლებლობა გექნებათ გაიაროთ პრაქტიკა და დასაქმდეთ ქცევის ანალიზის მიმართულებით;
💻 სწავლება ჩატარდება სრულად დისტანციურად ზუმის პლატფორმის მეშვეობით;
კურსის თემებია:
✅ ქცევა და გარემო
✅ ქცევის წინაპირობა (დისკრიმინაციული სტიმულები და მამოტივირებელი ოპერაციები)
✅ ქცევის შედეგი (განმტკიცება, დასჯა და ჩაქრობა)
✅ ქცევის შეფასება, დაკვირვება და გაზომვა
✅ არასასურველი ქცევის შემცირების პროცედურები (წინაპირობებზე ჩარევა, დიფერენციალური განმტკიცება ა.შ.)
✅ ახალ უნართა ჩამოყალიბების პროცედურები (ცალკეული ბლოკები, ვერბალური ოპერანტები და სხვა)
✅ ეთიკა, დოკუმენტირება და ანგარიშგება
✅ ნეიროგანვითარებითი დარღვევები და მათი მახასიათებლები (აუტიზმი, ADHD, დაუნის სინდრომი, გონებრივი ჩამორჩენა);

კურსი განკუთვნილია:
✅ ქცევის თერაპიით დაინტერესებული პირებისთვის
✅სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სირთულის მქონე ბავშვებთან (განვითარების სირთულეები, ქცევითი და ემოციური პრობლემები)
✅ ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე სფეროს სტუდენტებისთის
📖 კურსი დაიწყება: 23 თებერვალს და დასრულდება 21 მარტს;
📖 კურსი მოიცავს: 28 საათი - ვიდეოლექციის ჩანაწერებს და 12 საათი ზუმში პირისპირ შეხვედრას;
🧾 გამოცდა – 21 მარტი (ონლაინ - კონტროლირებული)
👥 პირისპირ შეხვედრები ზუმში: 23, 24, 28 თებერვალი 03, 07, 10, 14 ,17 მარტი ⏰ 17:00–19:00
📖 გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი;
❗წარჩინებულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ პრაქტიკა და დასაქმდნენ ქცევის თერაპიის მიმართულებით;
❗სილაბუსსა და სწავლების სხვა დეტალებს მიიღებთ კურსზე დარეგისტრირების შემდეგ;
კურსის საფასური: 400 ლარი
❗ გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია
❗ კურსზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია და საფასურის გადახდა 21 თებერვალის ჩათვლით
რეგისტრაციის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
👇👇👇
https://forms.gle/bksK9K5MTBysryoJ8

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
☎ +(995) 555 18 77 88
📧 [email protected]

📢 ქცევის ანალიზის საერთაშორისო ორგანიზაციის IBAO- სა და საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის პროვაიდერი ABA პედია ...
05/02/2026

სარეგისტრაციო ფორმა

✨ 2026 წელი განვლილი გზის გადახედვითა და მომავლის იმედით დავიწყოთ 📌 ABA საქართველოში განვითარდა ბევრი სხვადასხვა პროფესი...
05/01/2026

✨ 2026 წელი განვლილი გზის გადახედვითა და მომავლის იმედით დავიწყოთ

📌 ABA საქართველოში განვითარდა ბევრი სხვადასხვა პროფესიონალის შრომის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თანამშრომლობის შედეგად

📌ეს არის საქმე, რომელიც წლების განმავლობაში თანმიმდევრულად და დიდი პასუხისმგებლობით კეთდება

📌 ქცევის ანალიზის საერთაშორისო ორგანიზაციის - IBAO-ს წლევანდელი სიახლეები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ ერთად

💚 განსაკუთრებული მადლობა
თინათინ ჭინჭარაულს, თამარ სეხნიაშვილს, მადონა ბონისა და გვანცა ჩვამანიას

💚ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც:

• წლების განმავლობაში მუშაობდა პრაქტიკაში - ბავშვებთან და მათ ოჯახებთან
• ასწავლიდა და ახორციელებდა სუპერვიზიას
• მონაწილეობდა თარგმანებსა და სამუშაო დოკუმენტების შექმნაში
• და დღესაც იგივე პასუხისმგებლობით აგრძელებს მუშაობას

#ქცევისანალიზი

ეს წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 💚💚 უკვე  3 წელია რაც  IBAO-ს IBT და CEU პროვაიდერები ვართ International ...
30/12/2025

ეს წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 💚

💚 უკვე 3 წელია რაც IBAO-ს IBT და CEU პროვაიდერები ვართ International Behavior Analysis Organization

💚 ასევე საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის პროვაიდერები ვართ საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაცია

🔹 400+ მონაწილე
🔹 25 ტრენინგი
🔹 25 ქალაქი
🔹 6 ორგანიზაციასთან მუდმივი თანამშრომლობა

ეს ციფრები მხოლოდ სტატისტიკა არ არის !
ეს არის თქვენი ნდობა ჩვენს მიმართ!
ეს არის ცოდნა, განვითარება და პროფესიული ზრდა, რომელიც თქვენთან ერთად შევქმენით!

მადლობა თითოეულ მონაწილეს, კოლეგას და ორგანიზაციას ნდობისთვის 🤍

📌 ახალი წლიდან კიდევ უფრო მეტ სიახლეს გპირდებით:
➡️ პრაქტიკაზე დაფუძნებული ტრენინგები
➡️ პროფესიული სუპერვიზიები
➡️ ახალი და საინტერესო თემები
➡️ ახალი ფორმატი და ახალი თანამშრომლობები

ABApedia გილოცავთ დამდეგს და აგრძელებს ზრდას თქვენთან ერთად თანამედროვე ABA - ში

This year has been a very important milestone for us 💚
For 3 years, we have proudly been IBAO IBT & CEU Providers.

Proud providers of the Georgian Association of Behavior Analysts

🔹 400+ participants
🔹 25 trainings delivered
🔹 25 cities
🔹 Collaboration with 6 organizations

These numbers are not just statistics!
They represent your trust in us.
They reflect the knowledge, growth, and professional development that we have built together with you.

Thank you to every participant, colleague, and organization for your trust 🤍

📌 From the new year, we promise even more:
➡️ Practice-based trainings
➡️ Professional supervision
➡️ New and engaging topics
➡️ New formats and new collaborations

ABApedia wishes you a happy upcoming year and continues to grow together with you in modern ABA.

Myelin/მიელინი

Bridge For Social Inclusion /ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის

ხელი ხელს

ფაზლი - ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის ცენტრი

VALEO ნევროლოგიური კლინიკა "ვალეო"

Georgia Red Cross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

ვალდორფის პედაგოგიკის კამპუსი ლისი / Waldorf Pedagogical Campus Lisi

Medfox / მედფოქსი

Address

Tbilisi
0162

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ABA პედია . ABApedia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ABA პედია . ABApedia:

Shortcuts

Share