ბაგა-ბაღი საბავშვო აკადემია - Sabavshvo Akademia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ბაგა-ბაღი საბავშვო აკადემია - Sabavshvo Akademia

ბაგა-ბაღი საბავშვო აკადემია - Sabavshvo Akademia ✅უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და სასიამოვნო გარემო თქვენი პატარებისთვის.

15/09/2026
18/08/2026

✅სიახლე ბაგა-ბაღი საბავშვო აკადემია - Sabavshvo Akademia ში🥋🥋❤️

🥋 ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ კარატეს მწვრთნელები, რომლებიც ბავშვებისთვის ვქმნით უსაფრთხო, მეგობრულ და მოტივაციურ გარემოს.

ჩვენი მიზანია, კარატეს საშუალებით ბავშვებს განვუვითაროთ დისციპლინა, თავდაჯერებულობა, ფიზიკური მომზადება, კონცენტრაცია და გუნდურობის უნარი — ისე, რომ თითოეული ვარჯიში მათთვის საინტერესო და სასიამოვნო იყოს. 🥋

🥋 რას ვთავაზობთ ბაღის ბავშვებს?

* 🥋 კარატეს საბაზისო ტექნიკებისა და მოძრაობების შესწავლა
* 💪 ფიზიკური განვითარება — ძალა, მოქნილობა, კოორდინაცია და გამძლეობა
* 🎯 ყურადღებისა და კონცენტრაციის განვითარება
* 🧠 დისციპლინისა და თავდაჯერებულობის გაძლიერება
* 🤝 გუნდურობა და კომუნიკაცია
* ❤️ სპორტის სიყვარულისა და აქტიური ცხოვრების წესის ჩამოყალიბება
* 🛡️ ასაკის შესაბამისი თავდაცვის ელემენტების გაცნობა
* 🏆 ბავშვის სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით, სამომავლოდ შეჯიბრებისთვის მომზადება

ჩვენ გვჯერა, რომ კარატე მხოლოდ სპორტი არ არის — ეს არის გზა, რომელიც ბავშვს ასწავლის დისციპლინას, პატივისცემას, თავდაჯერებულობას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. 🥋❤️

17/05/2026

10 წლიანი ისტორია გრძელდება‼️‼️❤️
🎂🥳
აკადემია დაფუძნებულია ბავშვების მიმართ უპირობო სიყვარულზე და მათ წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობაზე. დაფუძნებულია აღმზრდელების მიმართ პატივისცემაზე, დაფუძნებულია მშობლების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე… ეს საფუძველი გახდა მიზანი, რომლისკენაც 10 წლის განმავლობაში დაუღალავი შრომის შედეგად შეუფერხებლად მივდივართ, ვვითარდებით, ვსწავლობთ, რთულ გზებს გავდივართ, მაგრამ მიზანს ვაღწევთ, რომ ვიყოთ საუკეთესოები…..🎈🎈
ყველაზე მძიმე ის არის, რომ ხშირად ადამიანს სხვისი წარმატება და ბედნიერება კი არ სტკივა არამედ ახსენდება, რომ თავადაც შეეძლო და ვერ გააკეთა, ამიტომ შური ნელ-ნელა შიგნიდან ანგრევს, ის იწყებს სხვისი განვლილი გზის დაკნინებას, ჭორებს და ყველაფრის გაუფასურებას, რადგან სხვისი მიღწეული სიმაღლის დამცირება უფრო მარტივია ვიდრე საკუთარი თავის ამაღლება…ასეთი ადამიანები სინამდვლეში საკუთარ თავთან არიან ომში, უბრალოდ ამ ომს სხვის წინააღმდეგ ნიღბავენ…
და ბოლოს …მზე არ არის დამნაშწვე, თუ ვიღაცას თვალები ეწვება მისი შუქისგან🌞🎈
უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ იმ ასობით უსაყვარლეს პატარას, აღმზრდელებს, მშობლებს იმ უდიდესი სიყვარულისთვის, მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის რასაც ჩვენს მიმართ გამოხატავთ განსაკუთრებით ბოლო დღეებში ❤️🎈🎈🎈
10 წლიანი ისტორიის გაგრძელება იწყება დღეს🎈საფუძველი უცვლელია, მიზანი კი უფრო დიდი, გავხდეთ იმაზე უკეთესები ვიდრე ვიყავით და ამისთვის ვაკეთოთ შესაძლებელიც და შეუძლებელიც❤️🎈🎈
P.S სიმართლისთვის შევხვდებით სასამართლოში ‼️🎈🎈🎈🎈🎈🎈

Address

გურამიშვილის გამზირი 70
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბაგა-ბაღი საბავშვო აკადემია - Sabavshvo Akademia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category