06/09/2026
🎓 გსურს ტრენერობა შენი პროფესიული უპირატესობა გახდეს? გსურს მიიღო ოფიციალური ტრენერის სერტიფიკატი და შეიძინო პრაქტიკული უნარები წარმატებული ტრენინგების ჩასატარებლად? მაშინ შემოგვიერთდი!👇
იხილე სარეგისტრაციო ფორმა : https://rb.gy/tcrqim
🎓 ტრენინგი: „ტრენინგების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება“
📅 თარიღები: 2, 3 და 4 ოქტომბერი
⏰ დრო: 18:00 - 20:00
📚 ხანგრძლივობა: 6 საათი
💻 ფორმატი: ჰიბრიდული (2-3 ოქტომბერი ონლაინ, 4 ოქტომბერი - პირისპირ)
📸იხილეთ განხორციელებული ტრენინგის ფოტომასალა : https://rb.gy/ri67a6
🎯 ტრენინგის მიზანი
ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა შეიძინონ ტრენინგების დაგეგმვის, ეფექტიანად წარმართვისა და შეფასებისათვის აუცილებელი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რაც მათ დაეხმარება პროფესიულ გარემოში ხარისხიანი სასწავლო აქტივობების განხორციელებაში.
👥 სამიზნე აუდიტორია: მასწავლებლები (სკოლა, პროფესიული სასწავლებელი), სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორები, სტუდენტები, ყველა დაინტერესებული პირი, რომელიც გეგმავს ტრენერად საქმიანობას ან სურს ტრენერული კომპეტენციების განვითარება.
🎓 სწავლის შედეგები
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• ტრენინგის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრას;
• სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების ანალიზს;
• ტრენინგის პროგრამისა და სესიის გეგმის შემუშავებას;
• ზრდასრულთა სწავლების პრინციპების პრაქტიკაში გამოყენებას;
• ინტერაქტიური სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების შერჩევას;
• ეფექტური პრეზენტაციების მომზადებასა და ჩატარებას;
• ტრენინგის შეფასებისა და უკუკავშირის ინსტრუმენტების გამოყენებას;
• საკუთარი ტრენერული კომპეტენციების SWOT ანალიზის განხორციელებასა და პროფესიული განვითარების გეგმის შედგენას.
📖 პროგრამა
📅 I დღე – 2 ოქტომბერი - ონლაინ
ტრენინგის დაგეგმვის საფუძვლები
📅 II დღე – 3 ოქტომბერი - ონლაინ
ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია
📅 III დღე – 4 ოქტომბერი - პირისპირ
ტრენინგის შეფასება და ტრენერის პროფესიული განვითარება
შემაჯამებელი აქტივობა/დაჯილდოება
👩🏫 ტრენინგის მოდულის ავტორი : ხათუნა გოგალაძე - ქიმიის დოქტორი, „ასოციაცია-ბიოს“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, STEM განათლების სპეციალისტი, საერთაშორისო ტრენერი, ეროვნული და საერთაშორისო ტრენინგის ავტორი, 20-წლიანი გამოცდილება - ტრენინგების, სასწავლო პროგრამებისა და პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულებით, საერთაშორისო სამეცნიერო ტრენინგ-მოდულების ფასილიტატორი.
💰 ტრენინგის ღირებულება:
120 ლარის ნაცვლად🔥 სპეციალური შეთავაზება: 80 ლარი, ხოლო "ასოციაცია-ბიოს" წევრებისათვის 70 ლარი
🎓 ყველა მონაწილეს გადაეცემა ტრენერის კომპეტენციის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი და ტრენინგის მასალები.
📌ყველა მსმენელს გადაეგზავნება ტრენინგზე დასასწრებად მოწვევა ელ. ფოსტაზე.
"ასოციაცია-ბიო"
#ასოციაციაბიო
#ტრენერებისტრენინგი