18/09/2026
🎶❤️ ტრადიციულად, ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, „სიმღერის აკადემიის“ ხუთი დამფუძნებელი ერთობლივი ვიდეომიმართვის ჩასაწერად იკრიბება.
შეხვედრა, რომელიც გასულ წლებს აჯამებს და ახალ მიზნებს ისახავს, ყოველთვის გამორჩეულად ნაყოფიერი და იმედისმომცემია.
დამფუძნებლების მიმართვა აკადემიელებს
——
„წელსაც, ისევე როგორც გასული სასწავლო წლების მანძილზე, დიდი იმედითა და სიყვარულით გეგებებით მოსწავლეთა ძველ თუ ახალ თაობას - როგორც უკვე კარგად ნაცნობ სახეებს, ისე ჩვენს კედლებში ახლად მოსულ, ნიჭიერებითა და ხალისით აღსავსე მოზარდებს.
ბევრი მოლოდინი, სინათლე და მომავლის უდიდესი რწმენა იკითხება თქვენს თვალებში❤️
ჩვენი მისია, რომლის გზაც ქართული ხალხური სიმღერის, გალობისა და საგუნდო მუსიკის ტრადიციების თქვენთვის სრულფასოვან გადაცემაზე გადის, სწორედ თქვენი მშვენიერი სახეებით ისხამს ფრთებს - ყოველი ახალი თაობა ახალ სიცოცხლეს შთაბერავს ქართული მრავალხმიანობის უნიკალურ ფენომენს და კიდევ უფრო ამყარებს კავშირს ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან კულტურულ მონაპოვართან.
ბედნიერები ვართ ამ თაობების ერთად ყოფნით!
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას თითოეულ აკადემიელსა და პედაგოგს❤️
გისურვებთ ნაყოფიერ, წარმატებებით სავსე წელს!“
❤️
დამფუძნებლები:
ნოდიკო მეტრეველი - ანსამბლი ,,შვიდკაცა”
ლაშა კერვალიძე - ,,თეატრალურის კვარტეტი”
ლევან ქუთათელაძე - ტრიო ,,ბალადა”
ირაკლი სირბილაძე - ,,ჩვენი კვარტეტი”
ირაკლი აბჟანდაძე - ,,თეატრალურის კვარტეტი”
სიმღერის აკადემია • Song Academy