პროფესორ ალიკო ცინცაძის საავტორო გადაცემა
''იდუმალი იბერია''
იბერიის ჰემატრიული მემკვიდრეობა / The gematria heritage of Iberia
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from იბერიის ჰემატრიული მემკვიდრეობა / The gematria heritage of Iberia, tbilisi, Tbilisi.
18/05/2026
პროფესორ ალიკო ცინცაძის წერილი (მეორე)
„ცრუ ჯაშუში“
ამას წინათ ფბ-ზე ერთი საინტერესო წერილი წავიკითხე ცრუ ჯაშუშზე, რომელმაც ჯერ თავისი სამსახური რამდენჯერმე უშედეგოდ შესთავაზა მოკავშირეებს, მერე ადგა და ჯაშუშობა მოიგონა, გამოიგონა არმიები, მათი გადაადგილების გეგმები, რომელსაც ვითომც მოიპოვებდა და ა.შ. დასაწყისში არ უჯერებდნენ, მერე ნელ-ნელა ყურადღება მიაქციეს, თვითონაც ეშხში შევიდა და ბოლოს ისე ქნა გავლენა მოახდინა ომის კონკრეტულ და მნიშვნელოვან ეპიზოდზე. უცბად ორივე მხარის მადლიერება დაიმსახურა... და დაჯილდოვებული იქნა მეომარი მხარეების მიერ განსაკუთრებული დამსახურებისთვის. როგორც გითხარით, რეალურად იგი მხოლოდ იგონებდა ცრუ “ფაქტებს” და ომის ხაზს არც მიახლოებია, ისე გახდა ომის გმირი. ამ ცრუ მეზღაპრემ შეაჩერა და დააკავა ფაშისტების ძალები მის მიერ შეთხზული “მოსალოდნელი “ ოპერაციის დაწყების შიშით.
ეს მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ გითხრათ, არა ვარ ცრუ მეცნიერი და არ გამომიგონია ჰემატრიულ-ასტროენათმეცნიერული ზღაპარი, არ გამომიგონებია, რადგან იგი სინამდვილე და ჩვენი წინაპრების თავის დროზე დაფარულ-გამიზნული გზავნილია. ისიც, არ დაივიწყოთ, დარწმუნდეთ, რამდენად მეცნიერულად ღირებულია ეს ყოველივე; მეცნიერულ სიახლეს გთავაზობთ, თუ უცხოპლანეტელთა სიურეალისტურ ფანტაზიებს.
ჩემი მეგობრის მეუღლემ, ქალბატონმა ნანა დევდარიანმა დასაწყისში, როცა აღმოჩენა ჯერ კიდევ არ ხმაურდებოდა, მკითხა, თუ წესებიც შენ დაადგინე, და პირობებიც, როგორ შევაფასოთ, შედეგის ჭეშმარიტებაო?!
დიახ, ჰემატრიის არსებობაც მე დავამტკიცე, ალგორითმებიც მე აღმოვაჩინე, ტერმინოლოგიაც მე შემოვიტანე, ასტროენათმეცნიერების, ჰაერში დაკიდული, მიგნებაც მე გავაკეთე, მაგრამ არსებობს ლოგიკა და ალბათობის თეორია, მათემატიკის ეს სამსაუკუნოვანი ფუნდამენტური დარგები და მათი მეშვეობით ყველაფრის ცალსახად შემოწმება შეიძლებოდა და შემოწმდა. რომ იტყვიან, ამას წყალი არ გაუვა! მერე მან მოიტანა იოანე ზოსიმეს ორსაუკუნოვანი ამოცანის ამოხსნა, ანბანის შექმნის პერიოდის ახლებურად განსაზღვრა, კაბალას ძირების აღმოჩენა, ლეონტი მროველის გაუგებრობების გარკვევა, ვეფხისტყაოსნის წინასწარმეტყველების ამოკითხვა და სხვ. მრავალი.
ერთხელ, ვინმე ნინო დობორჯგინიძეს კამათისას ვუთხარი, თუნდაც ეს ზღაპარი იყოს, თქვენ ხომ უყვებით თქვენს შვილს ზღაპარს დაძინების წინ, და მეც რომ მოვუყვე ლამაზი ზღაპარი მუხლებზე დაჩოქილ ჩემს სამშობლოს, რომ ხვალის იმედი გაუჩნდეს და ფეხზე წამოდგეს, არ შეიძლება მეთქი?! და რა მიპასუხა (მე ამას თუ ქართველი ქალი იტყოდა, ვერ წარმოვიდგენდი). „მე შვილს ზღაპრებზე არ ვზრდიო!“ ეს, სულ მცირე, იმას ნიშნავდა, რომ ელემენტარულად არ ესმის ზღაპრის მნიშვნელობა, და ასეთი ადამიანი უნდა ხელმძღვანელობდეს უნივერსიტეტს, თანაც პედაგოგიურს?!
მწარედ მახსოვს მეორე შემთხვევაც, როცა ერთმა პოლიტიკოსმა დაგვმოძღვრა: ჩვენი ოჯახი შვილებს სამშობლოსთვის ომში სასიკვდილოდ არ ზრდისო! (ამ დროს თვითონ პარლამენტის თავჯდომარე იყო და მისი ცოლი თავდაცვის მინისტრი).
თუმცა არჩევნების დროს, იცოცხლე ახსენდებათ ის სამშობლო.
უფრო მეტიც, როცა სჭირდებათ მიტინგიდან იძახიან:
„ჩვენ გვყავს ალიკო ცინცაძეო!“
რიგითი ალიკო ცინცაძე, მათ არა, სამშობლოს ჰყავს.
აი, როგორ ულტრალიბერალურ შეხედულებებთან გვიწევს დაპირისპირება იმ სამშობლოს გადასარჩენად.. ახლახან, მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა თხოვნით მიმართა ხელისუფლებას, დანიშნოს მიუკერძოებელ მეცნიერთა ექსპერტიზა აღმოჩენის ჭეშმარიტების ხარიხის გასარკვევად... იმედია ყურად იღებენ, და ჩვენც მზად ვართ! არ მინდა ჯილდო, მაგრამ ხომ უნდა გაირკვეს, იქნებადა „ცრუ ჯაშუშები“ ვართ?!
და ბოლოს: ხელისუფლებავ, თუ დაიწყე მიიყვანე განათლების რეფორმა ბოლომდე, რომ საქართველოში დასრულდეს ულტრალიბერალური გაუგებრობა...
პატივისცემით ალიკო ცინცაძე
17/05/2026
პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წერილი
„თუნუქის ჯვარი“
ბ-ნმა ლაზარე ზაქარიაძემ, რომელსაც ხელი ერის მაჯაზე უდევს, და მის გულისცემას გრძნობს, სწორად იგუმანა, რა მოვლენათა დიალექტიკური მდინარება, ბოლო ხანებში წამოიწყო ლექციათა კურსი, პირობითი სათაურით _ „ნამდვილობის შესახებ“. „პოდკასტის“ არსი ისაა, რომ სიყალბე, ფარსი უნდა დამარცხდეს, მხოლოდ ნამდვილს ხელეწიფება ერის ჭეშმარიტ სულს ეზიაროს. ბ-ნი ლაზარე ამას სარწმუნოებრივ ჭრილში განიხილავს და ეკლესიური ცხოვრებისეული მაგალითებით ამყარებს, მაგალითად, შეიძლება ჯვარი „კონსერვის“ ქილის თუნუქიდან იყოს გამოჭრილი, მაგრამ უფრო დიდი სულიერი ტვირთის ტარება შეგაძლებინოს, ვიდრე ბრილიანტებით შემკულმა. და ვითომაც ამ ცხადმა ჭეშმარიტებამ ახალი სიცოცხლე შეიძინა, ახლებურად გამოაფხიზლა საზოგადოება. გადაცემათა ფილოსოფიური ჭრილი იმდენად ბევრისმომცველია შეგვიძლია იგივე სახელმწიფოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე ვთქვათ: მეცნიერებაზე, პოლიტიკაზე, ბიზნესზე და ა.შ.
ახალი პატრიარქის გამორჩევამ და არა მხოლოდ ბ-ნი ლაზარეს გადაცემათა გამოძახილმა, საერთოდ, საზოგადოებაში ახალი მოლოდინები გააჩინა. წინა პატრიარქს, ილია II-ს თავისი მისია ჰქონდა, დღეს ამაზე უფრო ღიად შეგვიძლია საუბარი. მის დროს კომუნისტური რეჟიმისგან შევიწროებული ეკლესია მატერიალურად ფეხზე დადგა, გამრავლდა მრევლი და ძლიერ ეროვნულ ძალად იქცა. თუმცა, რომ არა ბერის გაბრიელის, ილია მართლის და რამდენიმე სარწმუნოებრივი ლიდერის ფაქტორი, გაგვიჭირდებოდა სულიერებაზე იგივე გვეთქვა. თვისობრივი შეფერხება, სასულიერო იერარქთა რაოდენობრივ ზრდას მოჰყვა. არადა, სულიერება მთავარია, მითუმეტეს, საქართველოსთან მიმართებაში, რომელსაც სულიერი ზოგადსაკაცობრიო მისია ოდითგანვე აწევს. სწორედ ამ სულიერ სიმაღლეებზე დგომას ველით ახალი პატრიარქიდან, რომელიც, რაც ადრე იგრძობს ზურგს უკან საპატრიარქო ტახტს, მით უკეთესი. რას ნიშნავს ეს, მას დრო აჩვენებს.
აქვე ერთი საუბარი მინდა გავიხსენო პატრირქ ილია II-სთან. მე მას ჩემი აღმოჩენა კრიპტოგრაფიაში (ჰემატრია, რომელიც ბიბლიის დაფარვის მეთოდათ ითვლება) გავაცანი. ამ აღმოჩენამ ცხადად დაადასტურა ის თვალშისაცემი სიყალბე, დღეს რომ „საქართველოს ისტორია“ ჰქვია. და ასე იწერება იგი წინა საუკუნის 60-იანი წლებიდან.
რომ გამოვდიოდი პატრიარქმა მკითხა: ბატონო ალიკო, თქვენი აზრით როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები? კარებთან ვიდექი, მოვტრიალდი, მივეახლე და ვუთხარი: ეს ის საკითხი არაა, რომელიც ხელაღებით უნდა გადაწყდეს, რადგან იმ ავტორებს თავისი წონა აქვთ საზოგადოებაში, მაგრამ ჭეშმარიტებას დიდხანს ვერავინ შეაჩერებს, ამას მომავალი არ გვაპატიებს, ისინი თანმიმდევრულად უნდა გადგნენ განზე და გზა სიმართლეს და ჭეშმარიტებას დაუთმონ.
გავიდა ცოტა დრო და დამირეკა ქალბატონმა, მისი გარემოცვიდან და მითხრა: „პატრიარქმა დაიბარა იმ „ისტორიის“ ავტორები და უთხრა: ჩემი დრო მთავრდება, თქვენი დაწერილი ისტორიის დროც უნდა დასრულდეს“-ო. ეს იყო 2014 წელი... ახლა როცა ილია II აღესრულს, გამახსენდა ეს საუბარი, ბ-ნი ლაზარეს გადაცემამაც იმოქმედა და მივხვდი. იმ „ისტორიის“ დასრულების დროა... სწორედ განწმენდისა და ამაღლების ამ სულიერ სიმაღლეებზე ველით მის უწმინდესობა შიო III-ის შემოდგომას.
ისიც ცხადია, ჯიპებსა და განცხრომას შეჩვეულ სარწმუნოებრივ იერარქებს იოლად ვერ გადააჩვევს ძვირადღირებულ ფუფუნებას, არც ისტორიკოსების მონანიების ხმები გვესმის მიწყივ, უფრო პირიქით. მაგრამ ყური დაუგდეთ, გარეთ ჭეშმარიტების ზარები რეკენ... ღმერთმა არ ქნას ერმა ზარები დაარისხოს...ერი და ბერი თქვენ შემოგჩერებიათ თქვენო უწმინდესობავ...
PS. არ იქნებოდა ურიგო წმინდა ბერის გაბრიელის საპატივცემულოდ, როგორც ერის სულიერი ორიენტირების გამოძახილი, დაწესდეს საქართველოს ეკლესიის იერარქთათვის უმაღლესი ჯილდო _ „თუნუქის ჯვარი“, რომელიც მართალია მსუბუქი, მაგრამ ნამდვილი იქნება.
16/05/2026
დღეს, როდესაც სულ უფრო ხშირად ისმის მსჯელობა ჩვენი სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ, გარკვეული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სად გადის ზღვარი მართალ და ცრუ მეცნიერ-კრიტიკოსებს შორის?
გთავაზობთ, „კვირის პალიტრის“ სტატიდან ამონარიდს.
"ეს ერთი მაგალითია ქრისტიანული სწავლების თავდაყირა დაყენებისა"
მართალია, ალიკო ცინცაძე ამბობს, რომ მის მიგნებებთან ეკლესიას არაფერი უნდა ჰქონდეს საწინააღმდეგო, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.¬ მისი თქმით, ავტორის ზოგიერთი ინტერპრეტაცია ქრისტიანულ მოძღვრებასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის.
პროფესორი ალიკო ცინცაძე „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტის კითხვაზე განმარტავს🎙️
- ჟურ. მ. ბ.
ბევრს საუბრობენ ასტროლინგვისტიკისა და ასტროარქეოლოგიის ეკლესიასთან მიმართებაზეც. აღნიშნავენ, რომ ჰემატრია/გემატრია ეკლესიისთვის არანაირი მეცნიერება ან მისტიკა არ არის და ის სრულიად უარყოფს ღმერთისა და სამყაროს ქრისტიანულ გაგებას.
- ა.ც.
თქვენ გინდათ მითხრათ, რომ იოანე ზოსიმე, ლეონტი მროველი და თვით შოთა რუსთაველი, რომლებიც ამ მეთოდს თავისი ნაშრომის უმთავრეს სათქმელს ანდობენ, არ არიან საინტერესო ეკლესიისთვის? ან მათი კვლევა არაა მეცნიერება?
გემატრია (ჰემატრია) ინფორმაციის დაფარვის, გასაიდუმლოების მეთოდია მხოლოდ და არავითარი მისტიკა მასში არ არის. მეტიც, ის ბიბლიის დაშიფვრის უმთავრესი მეთოდია და ეკლესიას რა უნდა ჰქონდეს მასთან საწინააღმდეგო? თვითონ მისაუბრია ამ საკითხებზე პატრიარქთან.
ის, რომ საპატრიარქოს რადიო -
ტელევიზიით ამდენი გადაცემა მომიძღვნეს, მგონია, რომ ყველაზე უკეთესი პასუხია თქვენი შეხედულების ხალხისათვის.
თუ ვინმეს უნდა საქართველოს ისტორია ქრისტეს შემდგომ იწყებოდეს, მაშინ მართლაც რა საჭიროა მეთოდი, რომელიც, ძირითადად, ქრისტემდელი პერიოდის საკვლევადაა შექმნილი. ამ "ისტორიის ქურდების" აზრით, ძვ.წ. VI ათასწლეულში ქართველთა წინაპარს გაუკულტურებია ვენახი, დაუწურია ღვინო (მიგნებულია ამ პერიოდის ქვევრი) და შემდეგ თვითონ თავის შთამომავლობიანად 6 ათასი წლით გამქრალა ქრისტეშობამდე. რა თქმა უნდა, ასე არ არის და იმ წინაპრებმა, რომლებზეც ვსაუბრობთ, უდიდესი ზოგადსაკაცობრიო როლი შეასრულეს. ისინი ცივილიზაციის საწყისებთან იდგნენ. მაგრამ იმ ფსევდომეცნიერებსა და მათ წინაპრებს, რომლებიც ვახსენეთ, ეს "ტყემალი უკვე ნაჭამი აქვთ და ახლა კვეთს კბილებს".¬ ეს მათ მოჰპარეს ქვეყანას
რამდენიმეათასწლოვანი ისტორია და XX საუკუნის 60-იანი წლებიდან მას ქვეყნის გარედან მოსული დავალებით წერდნენ. სწავლებიდან ამოიღეს ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილის დაწერილი სახელმძღვანელო... წარმოიდგინეთ, აკრძალეს ქრისტემდელი ისტორიის ხსენებაც კი
06/05/2026
ვინ შექმნა პირველი ანბანი?
გამოსაცემად მზადდება პროფესორ ალიკო ცინცაძის წიგნი: „როდის შეიქმნა ქართული ანბანი?!
გთავაზობთ ფრაგმენტს ამ წიგნიდან.
ანბანთა გრაფიკული ანალიზიდან სპეციალისტებმა, რისი შესაძლებლობაც იყო ის ინფორმაცია მაქსიმალურად გამოწურეს, მაგრამ ბუნდოვანება, ალფავიტური დამწერლობის წარმოშობასა და მისი განვითარება, გავრცელების თაობაზე, როგორიც დასაწყისში იყო, იგივე დარჩა, პირიქით, იგი ყოველ მხრივ, არგუმენტებით „გამყარდა“ და გაჩნდა განცდა, რომ თითქოს სამუდამოდ დაკანონდა. ქართული ჰემატრიის აღმოჩენამ თავიდან დააყენა დღის წესრიგში ეს საკითხები, რადგან, სულ მცირე, ქართულ ანბანთან მიმართებაში თავდაპირველი და ხელოვნურად შექმნილი ბურუსის გაფანტვა მოსალოდნელი გახდა.
ხომ საინტერესოა, შექმნა თუ არა მესროპ მაშთოცმა სომხურთან ერთად ქართული და ალვანური ანბანი, თუ ეს შემდგომი პერიოდის ჩანამატია სომხურ ისტორიაში?
მეცნიერთა უმეტესობა ანბანური დამწერლობის დასაწყისის ხანად ძვ. წ. XIV- XII საუკუნეს მიიჩნევს. მაგრამ ამ დროს მას არ ექნებოდა თანმიმდევრული და სრულყოფილი სახე. ასეთი ალფავიტი ოდნავ მოგვიანებით უნდა გაჩენილიყო. (ამიტომაც აქვს სოფ. გრაკალში აღმოჩენილ წარწერას იეროგლიფურ-ალფავიტური გარდამავალი პროდუქტის სახე (ძვ.წ. XI _ X საუკუნეთა მიჯნა). როგორც ვნახავთ, დღეს ქართული ანბანის სახელით ცნობილი მატრიცა (ძირითადად, „ქართული ასომთავრული“) ქართლში კი არა, სულ სხვაგან, ოდინდელი იბერიის, სულ სხვა, კუთხეში იქმნება.
ძირითადად სემიტ ანბანმცოდნეთა ნაშრომებზე დაყრდნობით, გაბატონებულია აზრი, რომ პირველი ალფავიტი ფინიკიელებმა და ქანაანელებმა შექმნეს (სემიტი ხალხები) და ეს ლურსმულ, ან იეროგლიფურ დამწერლობაზე დაყრდნობით უნდა მომხდარიყო. ძვ.წ. X საუკუნის დასაწყისში სემიტებს უკვე აქვთ ალფავიტი, რადგან არსებობს 980 წლით დათარიღებული (მესას) სემიტური წარწერა.
„ფინიკიელები ანბანის გამომგონებლები თუ არა... საუკეთესო გამავრცელებელნი არიან“,- თვლიდა ბ-ნი ივ. ჯავახიშვილი. ჰემატრიის აღმოჩენამ, ეს უკანასკნელი შეხედულება არგუმენტებით გაამყარა.
ბიბლია, რომელსაც ბევრი აქვს საერთო ისტორიულ ფაქტებთან, პირდაპირ გვამცნობს: „ნუ მოვიხსენიებთ პირველთა, რამეთუ უწინარეს ჩვენდა არიან...“
ვინ არიან ისინი? ხომ არაა გამორიცხული იმ პირველებში ბიბლიური წინაისტორიისა და მათ შორის, ანბანის შემქნელი ხალხი იგულისხმებოდეს?! სავარაუდოდ, ჩვენ ქალდეველებზე ვსაუბრობთ.
ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან ისიც ცნობილია, რომ, როცა დაფარულის გასაღები გამოჩნდება, ჭეშმარიტება ცხადი გახდება, და მიტაცებული დაბრუნდება... არამი (არამეელების სახელწოდებიდან წარმოქმნილი სიტყვა) ლუკმა არავის შერჩება. „არამი ლუკმა“ _ ლუკმა, რომელიც არ გეკუთვნის, ქართული (იბერიული) იდიომატური გამოთქმაა.
მთელი ბიბლიური წინასწარმეტყველება აგებულია იმაზე, რომ მეორედ მოსვლის წინ არამეელები მიტაცებულს დააბრუნებენ... ეს მოხდება მაშინ, როცა დაფარული გაცხადდება. არის თუ არა ჰემატრიის აღმოჩენა დაფარულის გაცხადდება?!
არამეული ძვ.წ. VII საუკუნიდან სპარსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების ძირითადი სასაუბრო ენა იყო. ძვ.წ. IV საუკუნიდან იგი ებრაელთა ძირითადი ენაც ხდება. პირველი ქართულენოვანი წარწერებიც არამეული ანბანითაა შესრულებული. მაგრამ რატომ წერს თეიმურაზ ბატონიშვილი: „არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი უწინარესად ჟამთაცა შინა ვიდრე ფარნავაზამდე სწერდნენ იგინი უხუცესთა წერილითა“?!
ანბანის შექმნა განსაკუთრებული მოვლენის რანგში აჰყავთ იბერიაში, სადაც მას ალფავიტს კი არა, ანბანს (ანი-დან და ბანი-დან, სპეციალურად ამისთვის შექმნილი სიტყვას) უხმობენ და სიტყვა „ანბანი“ პირველ რიგში ღმერთის წინაშე ფიცს ნიშნავს (სვანეთში, იბერიაში).
სრული სტატიის სანახავად იხ. ლინკი
https://iberianheritage.com/articles/EuSHN3mx4EW93P3mwzcG
05/05/2026
იოანე ზოსიმეს ხელნაწერები თავი 2 (გაგრძელება)
ენათმეცნიერებისთვის ასეთი ხელნაწერების შიფრის ძიების გზა ცნობილია: „კოდის გაშიფვრის გასაღები თვითონ მასშივეა დამარხული.“ (თ. ჩხენკელი, გ. შნეიდერი: „მროველის ცნობა და თვლის შვიდობითი სისტემა“). მართლაც ხელნაწერში ერთი და იგივე თემა ორჯერ მეორდება და ამას 30 სტრიქონიანი ლექსის დაახლოებით 30% ეთმობა. ადვილად ჩანს, რომ ზემოხსენებული ეპიზოდები ერთმანეთს გამორიცხავენ. მოხერხებული ბერი ტექსტში ერთი და იმავეს ორჯერ, თუმცა სხვადასხვა გზით იმეორებს და ამით ირიბად გვაწვდის, წარმოაჩენს შიფრის გასაღებს. მისთვის ეს მნიშვნელოვანია და ამისთვის ხელნაწერის მხატვრული მხარის დაზარალება არ ენანება. ჯერ ამბობს, რომ ლაზარე (ქართული ენა) 4 დღის მერე აღდგა და ერთი დღე ისე უნდა ვიანგარიშოთ, როგორც ათასი წელი. ე.ი. ლაზარე 4000 წლის შემდეგ აღდგება. ხოლო შემდეგ იგივე ინფორმაციას ასო-ნიშან „წ“-ს (წილის) რიცხვ-ნიშანში გადაყვანით იძლევა. წერს, რომ ასო-ნიშანი „წ“ (წილი) იტყვის 4000-ს, ის მართლაც რიცხვ-მნიშვნელობაში 4000-ია. ასო-ნიშნის გადაყვანა რიცხვად კი გემატრიის მექანიზმია. ასე ფარულად მოიცემა ხელნაწერში გემატრია და იგი ტექსტის კოდის გასაღებია.
მკითხველს ავტორისაგან: დაშიფრული ხელნაწერის გაგზავნისას, როგორც წესი, გამგზავნიცა და ადრესატიც გამოყენებულ მეთოდზე, კოდის გასაღებზე, წინასწარ არიან შეთანხმებულნი. აქედან გამომდინარე ერთმა იცის, როგორ დაფაროს სათქმელი, ხოლო მეორემ, როგორ გაშიფროს მიღებული გზავნილი. ამ შემთხვევაში წერილის ავტორი, ამავე წერილის ადრესატს, ათასწლეულებს იქით მოსულ მომავალ თაობას, შიფრის გასაღებზე ვერ შეუთახმდებოდა. ამიტომაც იგი თითქმის ცხადი სახით წერილშივე უნდა ჩაედო, იოანე-ზოსიმე ასეც მოიქცა. გემატრია ხელნაწერში დიდოსტატურად შენიღბა და ეპიზოდის გამეორებით მასზე აქცენტირება მოახდინა. ეს ერთადერთი, ლოგიკურად სრულიად მოსალოდნელი და გამართლებული სვლა იყო. მის მიგნებას ისიც ამარტივებდა, რომ იგი ბიბლიის გაშიფვრის ერთ-ერთ მეთოდია; ბუნებრივია, ავტორი ვარაუდობდა, რომ ბიბლიასთან დაკავშირებული ეს მეთოდი დროს გაუძლებდა და მომავალი თაობისთვის გემატრია ცნობილი იქნებოდა.
შიფრის გასაღების მოცემის ფორმა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მიგნების ჭეშმარიტებაში. თქმა არ უნდა, იოანე-ზოსიმე შიფრის გასაღებს ცხადი სახით არ გამოამზეურებდა. არც მეტად დაფარვა ივარგებდა. განვლილმა 130 წელმა გამოაჩინა, რომ იგი, ასეთი სახითაც კი, არც ისე მარტივი მისაგნები აღმოჩნდა.
ორიოდე სიტყვა გემატრიაზე: ეს დაშიფვრის ძველთაძველი მეთოდია. მისი არსებობის თაობაზე უძველესი შუმერული თიხის ფირფიტები მოგვითხრობენ; მოგვითხრობენ, როგორც რაღაც ზღაპრულ, არნახულ იდუმალების სათავეზე (ასეც არის!); ითვლებოდა, რომ იგი ღმერთების სახელებთან მიმართებაში გამოიყენებოდა. შემდეგ მასზე დაყრდნობით შეიქმნა ძველი ივრითი (კაბალისტების ენა). ორიოდე სიტყვით ისიც ვთქვათ, რა არის გემატრია. გემატრიის საფუძველი ალგორითმია, რომლითაც ასო, სიტყვა ან ფრაზა რიცხვად გადადის და ამ რიცხვთა ურთიერთმიმართებით, ან სიმბოლური მნიშვნელობით დგინდება ამ სიტყვებსა და ფრაზებს შორის კავშირები (ებრაულ გემატრიაში 75 ასეთი ალგორითმი არსებობს). ანუ, გემატრიას საფუძვლად სწორედ ის მექანიზმი უდევს, რაზეც იოანე-ზოსიმემ თავის ხელნაწერში მიგვითითა და ეს მითითებაც წერილში მოხერხებულად დაფარა. (მიუხედავად იმისა, რომ ქართულ გემატრიას რთული ალგორითმები (სქემებიც) აქვს, ჩვენ მკითხველისთვის აღქმის გამარტივების მიზნით, მტკიცებულებისას მხოლოდ უმარტივეს ვარიანტებს მოვიტანთ).
გემატრია გამოიყენეს ბიბლიის შემქმნელმა ხალხებმა, როგორც ბიბლიის დაშიფვრის მეთოდი. ებრაელები მას მხოლოდ ებრაულ მეთოდად თვლიან, იგი აქვთ ბერძნებსაც, და მცირე დოზით ლათინებს. ბიბლიის მთარგმნელ ხალხებს იგი არ უნდა ჰქონოდათ... და უცბად... იოანე-ზოსიმე თავის წერილში ქართულ გემატრიაზე აკეთებს მინიშნებას და ქართულს უფლის ენად მიიჩნევს, რას უნდა ნიშნავდეს ეს?
განა ძველი ქართულის შექმნისას გემატრია გამოიყენებოდა? არსებობს თუ არა ქართული გემატრია? ნუთუ ძველ ქართულს ბიბლიის შემქმნელი ხალხის ნიშანი აქვს?! განა ქართველები ბიბლიას წერდნენ?
ქართული გემატრიის არსებობის მტკიცება უმთავრესი საკითხია, რადგან იგი მსოფლიო ენათმეცნიერებასა და სარწმუნოებაში რადიკალური შემობრუნების საწყისი ხდება. ამ ამოხსნის მნიშვნელობა, თავისი თანმდევი მოსალოდნელი მასშტაბით, უტოლდება ეგვიპტური იეროგლიფებისა (ჯ. ფ. შამპოლეონი) და შუამდინარული ლურსმული დამწერლობის (გ. გროტეფენდი) გაშიფვრის შედეგებს. თუ პირველი მათგანის გაშიფვრით მეცნიერებამ ხელახლა აღმოაჩინა, ახლებურად დაინახა, ისედაც საოცარი პირამიდების სამშობლო - ეგვიპტე; შუამდინარული ლურსმული დამწერლობის გაშიფვრამ, ბოლო პერიოდის მსოფლიოსთვისაც მოულოდნელად, ფენიქსისებრ აღადგინა ამ რეგიონის ქვეყნების უძველესი ისტორია (შუმერ-ბაბილონი). ამის შემდეგ იგი ერთხანს მსოფლიო ცივილიზაციის სათავედ მიიჩნეოდა. ქართული გემატრიის გაშიფვრა კი დიდი იბერიისკენ ახალი, კარდინალური, შემობრუნების საწყისი უნდა გახდეს. მისი ნარჩენი „კუნძულები“ კავკასიასა და პირინეის ნახევარკუნძულზე, კელტების მხარეში საუკუნეზე მეტია იქცევდა მეცნიერთა ყურადღებას და აჩენდა ვარაუდებს ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციის იბერიული კერის თაობაზე (ცნობილი მეცნიერები: ვ. ჰუმბოლტი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი, მ. წერეთელი, ნ. მარი, ა. აფაქიძე და სხვ.), თუმცა გემატრიის აღმოჩენამდე ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციის სათავის სრულყოფილი სურათის გამოვლენა ვერ ხერხდებოდა. ძველი ქართულის რიცხვულ-გემატრიული ლაბირინთების ბოლოს დიდი იბერია მთელი თავისი მშვენიერებით წარმოჩნდა.
ქართული გემატრია იმდენად კარგად იყო გასაიდუმლოებული, ეგვიპტური იეროგლიფების, ან შუამდინარული ლურსმული დამწერლობის მსგავსად თვალში კი არ ეჩხირებოდა მეცნიერს, არა... უმთავრესი საკითხი სწორედ, მისი არსებობის მტკიცება გახდა.. ქართული გემატრია ალფავიტური წერის კულტურის გაჩენასთან ერთად ჩნდება და მას ერწყმის. თუმცა არსებობს ებრაული და ბერძნული გემატრიები (ჰემატრია), როგორც ბიბლიის დაშიფვრის მეთოდები, მაგრამ ქართული გემატრია განსხვავდება მათგან, ე.ი. გარკვეულად განსხვავდება მისი წესებიც, მაგრამ განსხვავება ნიუანსურია და მისი ამოცნობა აღარ წარმოადგენდა დიდ სირთულეს. იგი ბიბლიამდელიც არის და უფრო ძველიც. და ამით მხოლოდ გემატრიის არსებობის კვალი კი არა, ქართული ანბანის არსებობის კვალიც მიაქვს დროის მიღმეთში...
მივუბრუნდეთ ქართული გემატრიის არსებობის მტკიცებას. „სწორედ რიცხვული კოდი უნდა ჩაითვალოს „დაფარულ კოდად“, მას ჯერ კიდევ შუმერები იცნობდნენ... იგი ყველა დროში „ღმერთების საიდუმლოდ“ ითვლებოდა, და თუ განდობილი არ იყავი არც გიმხელდნენ.“ (ზ. სიტჩინი, „კოსმიური კოდი“). ქართული რიცხვული კოდის, იგივე გემატრიის არსებობაც ღმერთებთან დაკავშირებულ ლექსიკაში უნდა ჩანდეს, მითუმეტეს, თუ შუმერები იბერიული ხალხია. როგორც მოსალოდნელი იყო, ასეც არის.
სრული სტატიის სანახავად იხ. ლინკი
https://iberianheritage.com/articles/bz5KMsqcyBtb6FF7Ttwd
04/05/2026
ნაშრომების ანოტაციისთვის მასალა აღებულია პროფესორ ალიკო ცინცაძის წიგნებიდან: „მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა“ (2010-2013), „ქართული ჰემატრია“ (2015), „უძველესი იბერიული წმ. თქმულება“ (ამირანი, 2017), „ქართული კაბალა“ (2018), „როდის შეიქმნა ქართული ანბანი“ (2018). ყველგან, სადაც ვსაუბრობთ დიდ იბერიაზე, იბერიული რასსა იგულისხმება. მისი განსახლების ადგილები კელტების მხრიდან — ხმელთაშუა ზღვამდე, კავკასიიდან — ინდოეთამდე იყო გადაჭიმული და როგორც დედა-ცივილიზაციამ საფუძველი მოუმზადა თანამედროვე ევროპულ ცივილიზაციას. ითვლებოდა, რომ იბერიული რასსის სამშობლო კავკასიაა. ძველ ქართულში დატოვებული, დაფარული ინფორმაცია გვარწმუნებს, რომ იბერიული რასსისა და საერთოდ, ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციის მსოფლმხედვეობრივი აზროვნების საწყისიც კავკასიაა. ყველგან, სადაც კი კვლევის ობიექტი იპოვა სერ ჯოზეფ ლოკერის ასტრო-არქეოლოგიამ, ე.ი. სადაც დიდი მეგალითური ნაგებობები და პირამიდები დგას, და ისინი მნათობებზეა ორიენტირებული, დიდი იბერია იყო განსახლებული, ეს დიდი იბერიის კვალია დედამიწაზე. ამაში ჩვენ ძველ ქართულში დაფარული ინფორმაცია გვარწმუნებს.
კელტების იბერია და სტოუხენჯი, ეგვიპტე და პირამიდები, შუამდინარეთი და ზიქურათები ასტრო-არქეოლოგიის კვლევის არეალშია. ერთადერთი ხალხი, რომლის ძველი ლექსიკა იმავე მნათობთა პარამეტრებსა და გემატრიაზეა აგებული, რომელშიც კვლევის მასალა იპოვა ასტრო-ენათმეცნიერებამ (ა. ცინცაძე) — დიდი იბერიაა. წიგნში აღმოვაჩენთ, რომ ასტრო-არქეოლოგია ასტრო-ენათმეცნიერებაზე, მის ცოდნაზე დგას.
მასალაში უწყვეტად მოჩანს ზოგადსაკაცობრიო ცოდნის მოპოვების, მსოფლმხედველობრივ-სარწმუნოებრივი შეხედულებების ფორმირების მთელი პროცესი, იგი ორგანულად თანხვდება შუამდინარული თიხის ფირფიტებითა და ეგვიპტური იეროგლიფებით ამოკითხულ ცოდნას. ეგვიპტელ, შუამდინარეთელ (შუმერ-ბაბილონი) და კავკასიელ ქურუმთა ერთიანი კასტა, რომელიც მოიპოვებდა ამ ცოდნას, ქმნიდა კიდეც თანამედროვე ცივილიზაციის საფუძვლებს. მასალაში დიდი იბერიის განსახლების ტერიტორია ერთიანია, რა თქმა უნდა, მისი დაშლა-დაქუცმაცება მოხდა. მიზეზი ბევრი იყო, მათ შორის სარწმუნოებრივიც კი. რაც უფრო შორს მივდივართ დროის მიღმეთში, მით უფრო ეს ერთიანობა შესამჩნევი და გასათვალისწინებელი ხდება. ცოდნის ძირებიც საერთოა, ამიტომაც არის იგი ასე ღრმა და სრულყოფილი.
კულტურა ერის ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივი აზროვნების შექმნილი მხატვრული ღირებულებაა; კულტურული მემკვიდრეობა მისი შემოქმედი ხალხის ეთნიკურ-გენეტიკური ისტორიის სარკეა, თვითიდენტიფიკაციის კოდია. იგი არა მხოლოდ კონკრეტული ერის, არამედ ზოგადსაკაცობრიო მონაპოვარია, როგორც მსოფლიო ცივილიზაციის თვითმყოფადი და განუმეორებელი დვრიტა.
მკითხველს ავტორისაგან: მსოფლიო თანამეგობრობაში დამოუკიდებლად ჩართვის ფონზე, დადგა დრო, განვთავისუფლდეთ თავსმოხვეული სტერეოტიპებიდან, სწორად და შეულამაზებლად შევაფასოთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში. წერილობითი წყაროების სიმწირის ფონზე ქართული გემატრიის აღმოჩენამ შეცვალა 4-5 ათასწლიანი ისტორიის გაყალბების მდინარება. თუ ცნობილი ქართველი მეცნიერები (მ. წერეთელი, ც. ინწკირველი, ზ. გამსახურდია და სხვ.) ამ გაყალბების თაობაზე მხოლოდ ვარაუდობდნენ, ახლა გაჩნდა მამტკიცებელი არგუმენტები, რომელთა ალბათური უარყოფა შეუძლებელია. დღეს თუ არა ხვალ მსოფლიო მეცნიერებას მისი აღიარება მოუწევს.
ქართული გემატრიაც თვისობრივად აღემატება სხვა გემატრიებს, რადგან მათგან განსხვავებით მას ცოდნის მოპოვების პროცესი და ამ ცოდნის დაფარვის აუცილებლობიდან გამომდინარე, დაშიფვრის პერიოდი უძღოდა წინ. ცოდნა, რომელიც ქართული გემატრიით დაიფარა, იმ დროს ღმერთების საიდუმლოდ ითვლებოდა. ამდენადაც მისი აღდგენით ოდინდელი ასტრო-ინფორმაციული ცოდნა, იმდროინდელი მსოფლმხედველობრივი აზროვნების თვალსაწიერის ამოკითხვა ხდება. გაშიფვრით ჩვენს წინ ათასწლეულების წინანდელი იბერია ცოცხლდება.
ჩვენი გაშიფვრა მეათე საუკუნის სასულიერო მოღვაწის — იოანე-ზოსიმეს ხელნაწერიდან დაიწყო. ამ ტექსტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული ეკლესიისთვის, მასზე დაყრდნობით ქართულ ეკლესიებში წირვა-გალობა ქართულად სრულდება, ტექსტიდან გამომდინარე ქართული ენა ქართული ეკლესიის სიწმინდედ მიიჩნევა. იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის შინაარსი ასეთია (კომენტატორები, ცნობილი ქართველი მეცნიერები: ალექსანდრე ცაგარელი, პავლე ინგოროყვა და კორნელი კეკელიძე): „ქართული უფლის ენაა, სხვაზე აღმატებული და უკეთესი, მეორედ მოსვლის ჯამს ღმერთი ქართულად განიკითხავს“. ქვემოთ მოგვყავს თვითონ ტექსტი სრულად:
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
„დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვან. და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ. და მეგობრობაჲ ამისთვის თქვა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს. და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთვის თქუა დავით წინასწარმეტყველმან, რამეთუ წელი ათასი, ვითარცა ერთი დღეჲ. და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათეისა წერილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყვის ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა. და ესე არს ოთხი დღეი და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისათვის მის თანვე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებითა მისისაჲთა. და ესე ენაჲ, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა. და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც და ათოთხმეტი წელი უმეტეის სხუათა ენათა ქრისტეს მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე. და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ასი ესე წელი ანბანისაჲ“.
იოანე-ზოსიმეს ხელით გადაწერილი სულ სამი ხელნაწერია აღმოჩენილი. მოგვაქვს სამივე მათგანი მხედრული ტრანსკრიფციით (ლ. ხევსურიანი, ტ. ფუტკარაძე, „ქებაი და დიდებაი“):
სრული სტატიის სანახავად იხ. ლინკი
https://iberianheritage.com/articles/uXnCdLdasOcjp985Vk1E
26/04/2026
გამოვიდა პროფესორ ალიკო ცინცაძის მიერ დაწერილი სახელმძღვანელო, ამოცანათა კრებულთან ერთად: „იბერიის დაფარული ისტორია /ისტორიის კრიპტოანალიზი/“. სახელმძღვანელო (პროექტი) გამიზნულია საგანმანათლებლო სისტემაში, უფროს კლასებში, შესატანად.
ამ საკითხების განხილვა არა მხოლოდ კრიპტოანალიზის ელემენტებს შეასწავლის მოსწავლეებს, არამედ მიაწვდის არაერთ საინტერესო ინფორმაციას იბერიის ისტორიიდან. მისი სკოლაში შეტანით, სავარაუდოდ, უნდა დაიწყოს მომავალი თაობის ცნობიერებისთვის გაყალბებული ისტორიის სახელმძღვანელოებით მიყენებული ხარვეზის გამოსწორება.
რადგან იგი ქვეყნის თვითიდენტიფიკაციის პროცესის განუყოფელ ნაწილად უნდა განვიხილოთ, „ა/ო იბერიის ჰემატრიული მემკვიდრეობა“ იმედოვნებს, რომ განათლების სისტემის მესვეურები სახელმძღვანელოს სკოლაში შეტანის პროცედურებს დააჩქარებენ.
PS. სკოლაში ამ საკითხების შემსწავლელი თაობა თავად გახდება საგანმანათლებლო რეფორმების ინიციატორი და მხარდამჭერი.
11/04/2026
აღდეგ და გამოედ გარეთ!
(სააღდგომო და საგანგებო ინტერვიუ პროფესორ ალიკო ცინცაძესთან)
(ძველი და განახლებული ინტერვიუ)
კორ. _ ქრისტე აღდგა! ბატონო ალიკო, გილოცავთ! გვითხარით, როდის გამოვა თქვენი „კრიპტოგრაფიულ ლექსიკონი“, ან შეიტანებენ თუ არა სკოლებში „იბერიის დაფარული ისტორიის“ სწავლების საგანს და რა ხდება დასავლეთ საქართველოში დაანონსებულ ლექციებით ტურნესთან დაკავშირებით?
ა.ც. _ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა! კრიპტოგრაფიულმა ლექსიკონმა კვლევების უფრო ღრმად დროის მიღმეთში გადაწევა მოითხოვა, ახლა უკვე IX _ VII ათასწლეულებზე ვსაუბრობთ. მიაქციეთ ყურადღება, ეს „გობეკლი თეფეს“ (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) მზის სადგურის აშენების პერიოდია. და ენა, რომელიც ამ ხსოვნას ინახავს ბაბილონის გოდოლის წინარე ენაა. ამ ენის რაობაზე, როგორც კი უცხოელმა დაწერა (მარკ პეიგელი) მედიაში ერთი ამბავი ატყდა, დაავიწყდათ, რამდენიმე წლის წინ აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა იგი უსაფუძვლოდ რომ მიიჩნია...
კრიპტოგრაფიულმა ლექსიკონმა წინა კვლევების ოდნავი კორექტირება მოითხოვა, მაგრამ კარდინალურად არაფერი შეცვლილა... უწინ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, „თვალს ვარიდებდი“, კავკასიის სამხრეთ მთიანეთის პრიორიტეტებს ენისა და ეთნოლოგიის სფეროში. დიდხანს ვფიქრობდი, რომ ამ ფენომენის გაღვიძება არ ღირდა. ლექსიკონმა ის ძალუმად გამოაჩინა და თანმიმდევრულად გადმოწია მის კუთვნილ ადგილზე. ამით ქართველური ენების კვლევისა და ქვეყნის ერთიანობის სრული სურათი შეიკრა.
ლექციებზე ფასის დადება ამ გაღატაკებულ ქვეყანაში მის შეწყვეტას ნიშნავს, და აქეთკენაც მივდივართ. ეს ლონდონში, ინგლისური არისტოკრატიის მექაში, იხდიდნენ დიდ ფულს ცნობილ მოაზროვნეთა ლექციებში. აქ ჩვენს თემას, შიშით ვინმემ არ გაიგოსო სამრევლო სკოლაში, ან საჯარო სკოლაში, ან ამერიკულ სკოლაში და ა.შ. ლექციებს არქმევენ, ვითომც ეს დიდი არაფერია. თითქოს ბავშვები ბავშვურად ინტერესდებიან და აკადემია, და განათლების სისტემა და სახელმწიფო არაფერ შუაშია... ამას სერიოზულად არც აღვიქვამთ. რა იმედი უნდა გვქონდეს, რომ გამყალბებელი (მოღალატე) გამოსწორდება, გარედან დამკვეთი აღარ დაუკვეთავს, აღარ მისცემს გრანტს, ჭეშმარიტება თავისით მოვა? ერთი პერიოდი საქმე უკეთესობისკენ წავიდა და ვიფიქრე, ვიღაცა, სადღაც ზემოთ მიხვდა ამ განძის მნიშვნელობას დღევანდელობისთვისმეთქი, თქვენც არ მომიკვდეთ... თურმე, ეს მხოლოდ მანევრი იყო და ისევ იმ წრეზე ვტრიალებთ...
პრინციპი: სად წაიღებს კვლევის შედეგებს, როგორც ინგოროყვა, პატარიძე, ინწკირველი, ჩხენკელი მოვინელეთ, ისე მოხდება ცინცაძის შემთხვევაში, ძალაში დარჩა. მაგრამ... აქ მთლად ასე იოლად არაა საქმე. ზემოთ ჩამოთვლილ მეცნიერთა დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. ცინცაძემ მათი გაჭედილი ნამგლითა და მათივე დათესილი ყანის მთელი მოსავალი მოიმკა. გაირკვა, რომ თურმე იოანე ზოსიმე, ლეონტი მროველი, ვეფხისტყაოსანი, თქმულება ამირანზე ერთი და იგივე გასაღებით იხსნება და ამის გარეშე ეს ნაწარმოებები უბრალოდ არ გვესმის... რომ ძველი ქართული დაშიფრული (ღვთაებრივი) ენაა, რომ ბაბილონის გოდოლი შიფრული პროექტია, რომელზეც ეს ენა აიგო, რომ ამ უფლის საიდუმლოს გამო მას „ლაზარე რქვან“ (სახარებაში). რომ სწორედ ეს ენა შეიქმნა ნინევიაში და ასეც ჩაიწერა ბიბლიაში, სწორედ იგი განავრცო იბერიაში ფარნავაზ მეფემ. თუ აქამდე ეს ფრაგმენტულად ჩანდა, ახლა ეს ყველაფერი ცხადად, სისტემურად გამოჩნდა და მტკიცდება კიდეც. და უფრო მეტიც, როგორც ბრძანეთ, მზადაა პირველი იბერიულ ენათა კრიპტოგრაფიული ლექსიკონი, სადაც ეს ყველაფერი ფაქტი ხდება. და ვინ გვინდა გაიგოს ეს, იმ აკადემიამ, რომელიც ამდენი ხანი ხელოვნურ (ღვთაებრივ) ენაზე მუშაობდა და ვერ გაიგო?!
კორ. _ ბატონო ალიკო, როგორც თქვენგან ვიცით, ის რაც იხსნება გასაღებით, იმავე გასაღებით იკეტება.. და ეს საქართველოში ერთხელ დავით აღმაშენებლის დროს უკვე მოხდა, დაიკეტა ე.წ. „პორტალი“ და შემდეგ ათასი წელი არავის გახსენებია. ამიტომაც დაიწერა „გალობანი სინანულისანი“... თქვენ ბრძანეთ, რომ ეს კიდევ შეიძლება მოხდეს. რამდენად სწორია რაც ვთქვი?
ა.ც. _ დიახ, რაც გვაქვს ეს ინგოროყვა, ინწკირველის, პატარიძის, ჩხენკელის გავლილი გზის კულმინაციაა... სხვა გზა უბრალოდ არ ჩანს, ან ყოველმხრივი აღიარება და მონანიება... და ჭეშმარიტების ზეიმი. დღეს, ხომ აღდგომაა, ჭეშმარიტების გამარჯვების დღე სიყალბეზე, სიცოცხლის სიკვდილზე... ან როგორც თქვენ ბრძანეთ პორტალის დახურვა. სად არის საპატრიარქო (სადაც არის გასაგებია), მარტო ლექციებზე დასწრება და მოსმენა არაა საკმარისი. როგორც ერთმა კეთილისმყოფელმა მითხრა, მე ჯინი გამოვუშვი ბოთლიდან და ახლა დიდს თუ პატარას ანბანი უჭირავს ხელში და ითვლის, ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა, პროფესიონალები და ავტორები აღარ ახსოვთ. ამას კი აკადემიიდან პრეზიდიუმი მართავს (თუ უფრო ზემოდან არ მართავენ). ამ სიტუაციაში დაკეტვა ერთადერთი გზაა. ვის უნდა ჩავუგდოთ ეს განძი ხელში?!
საოცრებაა, რომ ღმერთმა ამ დილემის წინაშე დაგვაყენა. თუ ანბანური სისტემა მეხუთე საუკუნემდე არ გვქონია, და ამდენი მსოფლმხედველობრივად მნიშვნელოვანი სიტყვები დაშიფრულია, მაშინ ისინი მეხუთე საუკუნემდე არ გვქონია. ანბანის გარეშე დაშიფვრა ხომ შეუძლებელია?! მეხუთე საუკუნემდე არ გვცოდნია თვლა, არ გვცოდნია „ღმერთი,“ მერე აშენებულა ბაბილონის გოდოლი, მერე ქრისტიანებს დაგვიდგია წაღმართული კერპები, მერე დაბადებულა კოლხეთში მედეა. გამოდის ამ დრომდე იბერიის არსებობას საერთოდ, კითხვის ნიშანი ადგება...
ანდა რა უნდა გაგვიკვირდეს, როცა ქვეყნის ცენტრალური ტელევიზიები დღეს ვერ პასუხობენ კითხვას: რა არის ჰემატრია, ან ასტროენათმეცნიერება, და ამაში გარკვევას (აღიარებაზე არაფერს ვამბობ) ბიკენტიას საქაბაბეს სიუჟეტს ამჯობინებენ... როცა ოპოზიცია, ერთი თვის წინათ მიტინგიდან რომ იძახდა „ჩვენ გვყავს ალიკო ცინცაძეო!“ ახლა ქვეყნის სიყვარულის გამო ფაშისტად გაცხადებს (ამ დროს მცირე ერების ფაშიზმი არარსებული უტოპიაა), როცა ვინც უნდა გიცავდეს, ან ჭკუას გეკითხებოდეს, მას სიმართლეში გარკვევას, ან წიგნის წაკითხვას ურჩევნია შეცდომად მიგიჩნიოს (ასე უფრო იოლია), როცა აკადემია (რომ გვყავდეს) ექსპერტიზას უნდა ნიშნავდეს და გვერდით გედგეს, ამ დროს სიხარულით ხელებს იფშვნეტს, ეს რა თავსატეხი მოვიშორეო (რადგან მისი სიყალბე ამ აღმოჩენით ცხადზე ცხადია)... ისევ ისე უსიტყვოდ და უაპელაციოდ სრულდება ქვეყნის გარედან მოსული დაკვეთა, გეგონება კვლევისა და წიგნების წერის მაგივრად მე ყუმბარებს და ქვემეხებს ვამზადებდე... ამ დროს ჩემი სიჩუმე ან უმოქმედობა უკვე დანაშაულია.
ქვეყანას, რომელსაც ამ განძის დაფასება არ ძალუძს, არცაა ღირსი იგი ჰქონდეს... ასე უმტყუნა ქალდეველ წინასწარმეტყველებს ალღომ, ასე გაცუდდა ვეფხისტყაოსნის წინასწარმეტყველება... ხელისუფლებები კი ღმერთს ეთამაშებიან... როდის დაიხურება? ძალიან არ მინდა რომ ეს დღე დადგეს...
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Contact the school
Telephone
Website
Address
Tbilisi
Tbilisi
0100