სკოლა "ლომისი 1" - ის ბიოლოგიის კლუბი "Alatus"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სკოლა "ლომისი 1" - ის ბიოლოგიის კლუბი "Alatus"

სკოლა "ლომისი 1" - ის ბიოლოგიის კლუბი "Alatus" Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სკოლა "ლომისი 1" - ის ბიოლოგიის კლუბი "Alatus", School, Omar Khizanishvili Street, Tbilisi.

14/11/2024

💉სკოლა ლომისის ბიოლოგიის კლუბი აგრძელებს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური დღეების თქვენთვის გაცნობას!💉14 ნოემბერი მსოფლიო დიაბეტის დღეა! 💉მე-9ბ კლასის მოსწავლეები გვესაუბრებიან შაქრიანი დიაბეტის შესახებ!

🟢29 ოქტომბერს, სკოლა ლომისის ბიოლოგიის კლუბის მე-11 კლასის მოსწავლეები, ხელმძღვანელთან - მარიამ არაბიძესთან ერთად ესტუმრ...
29/10/2024

🟢29 ოქტომბერს, სკოლა ლომისის ბიოლოგიის კლუბის მე-11 კლასის მოსწავლეები, ხელმძღვანელთან - მარიამ არაბიძესთან ერთად ესტუმრნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტს.
🟢კლუბის წევრები შეხვდნენ ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, ასოცირებულ პროფესორს მარინა ზარქუას, რომლის უშუალო ჩართულობით მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ფარმაციის და ქიმიის ლაბორატორიები.
🟢მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ მოესმინათ ამავე უნივერსიტეტის ლექტორის - ქალბატონ მანანა ბერულავას ლექცია და მიკროსკოპის გამოყენებით ენახათ სხვადასხვა ქსოვილის მუდმივი პრეპარატები.
🟢სკოლა ლომისის ბიოლოგიის კლუბი მადლობას უხდის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საინტერესო და ინფორმაციული დღისთვის.

17/04/2024

🩸სკოლა ,,ლომისი 1-ის” ბიოლოგიის კლუბი აგრძელებს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური დღეების თქვენთვის გაცნობას!

🩸17 აპრილი ჰემოფილიის მსოფლიო დღეა!

🩸მე-11 კლასის მოსწავლეები გვესაუბრებიან აღნიშნული დაავადების შესახებ!

06/02/2024

🌲სკოლა ,,ლომისი 1-ის” ბიოლოგიის კლუბი აგრძელებს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური დღეების თქვენთვის გაცნობას!

🌲თებერვლისა და ივლისის პირველი კვირა ეძღვება - VAN MAHOTSAVA -ს იგივე ტყის ფესტივალს ინდოეთში!🌲

🟢მე-9 კლასის მოსწავლეები გვესაუბრებიან აღნიშნული ფესტივალის შესახებ🌲

26/01/2024

🟢სკოლა ,,ლომისი 1-ის” ბიოლოგიის კლუბი აგრძელებს მუშაობას და ზრუნავს მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე!

🟢ყოველი იანვრის ბოლო კვირა დღეს, მსოფლიო კეთრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს!

🟢მე-8 ა და მე-8 ბ კლასის მოსწავლეები გვესაუბრებიან აღნიშნული დაავადების შესახებ.

🟩 17 ნოემბერს საერო სკოლა "ლომისი 1-ში"  ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: კვანტური მექანიკის თეორია.✅ლექციაზე მოწვეულმა სტუ...
18/11/2023

🟩 17 ნოემბერს საერო სკოლა "ლომისი 1-ში" ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: კვანტური მექანიკის თეორია.

✅ლექციაზე მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს აღნიშნული თეორია და წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი კვანტური თამაშის პრეზენტაცია!

✅️ლექცია ჩაატარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრმა გოგა სუქნიძემ და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა.
მადლობას ვუხდით ბატონ გოგას და მის მოსწავლეებს საინტერესო ლექციისთვის!💚

23 მაისს, ბიოლოგთა კლუბში განხორციელდა მორიგი აქტივობა ეკოლოგიის მიმართულებით.✔სკოლას ესტუმრა ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოცია...
26/05/2022

23 მაისს, ბიოლოგთა კლუბში განხორციელდა მორიგი აქტივობა ეკოლოგიის მიმართულებით.
✔სკოლას ესტუმრა ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის წევრები და ჩაატარეს ძალიან საინტერესო ტრეგინგი თემაზე: მეორე სიცოცხლე.
✔ტრენინგის ბოლოს მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალება
✔ბიოლოგიის კლუბი მადლობას უხდის ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტსა და წევრებს უაღრესად საინტერესო ლექციისთვის!

ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება!🌍1970 წელს, დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ...
22/04/2022

ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება!

🌍1970 წელს, დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას.
🌎დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ.

11 აპრილს საერო სკოლა "ლომისი 1" ში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: შავი ხვრელების ფიზიკა.✅ლექციაზე განხილული იყო გრავიტაც...
12/04/2022

11 აპრილს საერო სკოლა "ლომისი 1" ში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: შავი ხვრელების ფიზიკა.

✅ლექციაზე განხილული იყო გრავიტაციის ორი თეორია, ნიუტონისეული მსოფლიო მიზიდულობის და აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია.

✅ ვარსკვლავების სიცოცხლის ციკლი.
✅ ჰოკინგის რადიაცია, რაც იწვევს შავი ხვრელის აორთქლებას.

ლექცია ჩაატარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრმა გოგა სუქნიძემ.
საჯაროდ ვუხდით გოგას მადლობას საინტერესო ლექციისთვის!

21 მარტი- დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა!!!🧬დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერ...
21/03/2022

21 მარტი- დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა!!!
🧬დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა.

🧬დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება. 🧬დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა, აქვს დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
🧬ჯონ დაუნი მეცნიერია, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.
🧬🧦🧬2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.

▪️ბიოლოგიის კლუბის წევრების მიერ დაგეგმილი აქტივობა - ახალგაზრდა მეცნიერებთან შეხვედრა გრძელდება.🔸ბიოლოგიის კლუბის შემდე...
18/03/2022

▪️ბიოლოგიის კლუბის წევრების მიერ დაგეგმილი აქტივობა - ახალგაზრდა მეცნიერებთან შეხვედრა გრძელდება.

🔸ბიოლოგიის კლუბის შემდეგი სტუმარი იყო - ზურაბ დარჯანია. ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის წევრი - საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი.

🔸ლექცია წარიმართა ზუმის ფორმატში. სალექციო თემა: SARS-CoV-2-ის სტრუქტურული ბიოლოგია და რეპლიკაციის თავისებურებები.

🔹კლუბის სახელით მადლობას ვუხდით ზურას ამ შესანიშნავი ლექციისთვის.
Zuka Darjania

ბიოლოგიის კლუბის შემდეგი სტუმარია - ზურაბ დარჯანია. ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის წევრი - საგანმანათლებლო პროექტების მე...
15/03/2022

ბიოლოგიის კლუბის შემდეგი სტუმარია - ზურაბ დარჯანია. ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის წევრი - საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი 🧑🏻‍⚕️

ზურა:
🔹 ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.
🔹 სწავლობდა მოლეკულური და თეორიული ბიოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში და წარმოადგენს ამავე სკოლის ერთ-ერთ პირველ ქართველ ალუმნის.
🔹 2019 წლის საერთაშორისო ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და ბრინჯაოს მედალოსანია.
🔹 ნიუტონის თავისუფალი სკოლის კურსდამთავრებულია.

🔹შეხვედრა ჩატარდება ონლაინ პლატფორმა Zoom - ის ფორმატში, 18 მარტს 17:00სთ-ზე.

🔹სალექციო თემა: SARS-CoV-2-ის სტრუქტურული ბიოლოგია და რეპლიკაციის თავისებურებები.

Address

Omar Khizanishvili Street
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სკოლა "ლომისი 1" - ის ბიოლოგიის კლუბი "Alatus" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category