Learn English with Levan • ისწავლე ინგლისური ლევანთან ერთად

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Learn English with Levan • ისწავლე ინგლისური ლევანთან ერთად

Learn English with Levan • ისწავლე ინგლისური ლევანთან ერთად I believe that learning English with me is fun! What are you waiting for? Let's start right now! I am a certified teacher. Cheers,
Levan

მე ვარ ლევან სამადაშვილი, სერტიფიცირებული მასწავლებელი. ჩემი ჰობია ბლოგინგი და აქტიურად ვარ ჩართული ამ სფეროში საგანმანათლებლო კუთხით. ჩემი გვერდისა და ბლოგის შექმნის მიზანი არის ის, რომ გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა და გამოცდილება, იმედია ამას მოვახერხებ. გისურვებთ წარმატებას!
▪▪▪▪
My name is Levan Samadashvili. I teach the language… I learn the language… And I research the language… I am a person who has a remarkable proven ability to work under pressure, to plan and prioritize work. Professionalism and punctuality are my main features. I would like to have the opportunity to share my skills and knowledge with you!

23/09/2026

განყუთვა 🎁😋

23/09/2026

30 მოსწავლე და 45 წუთი: ინგლისურის გაკვეთილი თუ „გადარჩენის ინსტინქტი“? 🚨📚

მოდით, დავივიწყოთ მაღალფარდოვანი სიტყვები თანამედროვე მეთოდებზე და უბრალოდ ვისაუბროთ მათემატიკით:
გაკვეთილი გრძელდება 45 წუთი. კლასში არის 30 მოსწავლე.

თუ მასწავლებელი 15 წუთს ახსნასა და ორგანიზაციულ საკითხებს დაუთმობს, თითო მოსწავლეს საუბრისთვის რჩება ზუსტად 1 წუთი.
შეიძლება 1 წუთში ენის სწავლა? რა თქმა უნდა, არა.

როცა საჯარო სკოლებში კლასები ენის გაკვეთილებზე არ იყოფა, ჩვენ ვიღებთ შემდეგ სავალალო სურათს:
📍 მხოლოდ „რჩეულების“ გაკვეთილი:
ფიზიკურად შეუძლებელია, მასწავლებელმა 30-ვე ბავშვს მოუსმინოს. შედეგად, პროცესში ჩართულია მხოლოდ 3-4 აქტიური მოსწავლე, დანარჩენი 26 კი უბრალოდ...
📍 ქაოსი და ხმაური:
ენის სწავლა ნიშნავს ლაპარაკს, დისკუსიას, წყვილებში მუშაობას... წარმოიდგინეთ 15 წყვილი, რომელიც ერთდროულად ცდილობს ინგლისურად საუბარს პატარა ოთახში. ეს შეუძლებელია. ამიტომ, მასწავლებელი ირჩევს „უსაფრთხო“ გზას: სიჩუმეს, წერით დავალებებს და ტექსტის კითხვას, რაც ენის ბარიერს ვერასდროს მოხსნის.
📍 დონეების კოქტეილი:
30 ბავშვში ზოგი რეპეტიტორთან დადის და წინ არის, ზოგმა ანბანიც არ იცის. როცა კლასი არ იყოფა, მასწავლებელი იძულებულია ორად გაიხლიჩოს. შედეგად, ძლიერები მოწყენილობისგან იღლებიან, სუსტები კი საერთოდ ვერაფერს იგებენ.
📍 მასწავლებლის „გადაწვა“:
როგორ უნდა შეამოწმოს ერთმა ადამიანმა 30 მოსწავლის დავალება, ესე, წარმოთქმა და გაუგებარი ადგილები? ეს არის პირდაპირი გზა პროფესიული გადაწვისკენ, სადაც ხარისხი მეორეხარისხოვანი ხდება.
დასკვნა: სანამ სისტემა არ მიხვდება, რომ ენის სწავლება 30 კაციან კლასში არის დროის, ენერგიისა და ფულის ფლანგვა, მანამ გვექნება „ქაღალდზე ნასწავლი“, რეალობაში კი დავიწყებული ინგლისური...

ბევრს შეიძლება დაავიწყდა, მაგრამ სულ რაღაც 10-12 წლის წინ სკოლებში სრულიად სხვა რეალობა იყო. მაშინ თითქმის ყველა ძირითად საგანში კლასები ჯგუფებად იყოფოდა. მასწავლებელსაც და მოსწავლესაც ჰქონდათ სივრცე სუნთქვისთვის და ხარისხიანი მუშაობისთვის.

💬 თქვენს სკოლაში თუ იყოფა კლასები ჯგუფებად?

23/09/2026

💪🏻🇬🇧 ჩაინიშნე ეს 3 ყოველდღიური ფრაზა:
🟦 I’m on my way. | გზაში ვარ.
🟪 Give me a second. | ერთი წამი მომეცი.
🟨 It’s up to you. | შენზეა დამოკიდებული.

23/09/2026

💭🇬🇧 აბა, რა შეცდომაა?
🙆🏻‍♂️ She takes great pride at her work.

22/09/2026

🧩🇬🇧 ჩასვი სიტყვა:
🔎 They finally came ___ an agreement.

22/09/2026

"ბეწვზე გადარჩა" | იცი, როგორ უნდა თქვა ინგლისურად? 🤔
ნახე ბოლომდე 👇🏼

🪢 Zaura had a narrow escape.
ზაურა ბეწვზე/ძლივს გადარჩა.
🪢 He narrowly escaped.
🪢 He escaped by the skin of his teeth.
🪢 He had a close call.

საიდან ამდენი არაადეკვატური?!რაიმე დალიეს, თუ რა ხდება?! 🤯პლუს, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო კომენტარებია, მაინც დავფარე...
22/09/2026

საიდან ამდენი არაადეკვატური?!
რაიმე დალიეს, თუ რა ხდება?! 🤯

პლუს, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო კომენტარებია, მაინც დავფარე მათი სახელები. ☺️🥱

22/09/2026

წინა არტიკლების მასტერკლასმა 2 სესიად სრული ანშლაგით ჩაიარა! 💥

🇬🇧🚀 რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია, ვფიქრობთ, საშემოდგომოდ კიდევ ერთი ნაკადი გავაკეთოთ.
👇 დამიწერეთ კომენტარებში:
გსურთ დავაანონსოთ ახალი შეხვედრის თარიღი?

22/09/2026

გაგიგიათ ასეთი რამ? გაკვეთილის დაწყებამდე ზუსტად 2 საათით ადრე რომ მოგწერენ - „ვაიმე, იცით, სახლთან უფრო ახლოს ვნახეთ და აღარ მოვალთო“? 🤷🏻‍♂️🤡

"ჩემი შვილი ვერ ივლის ინგლისურზე, რადგან რეპეტიტორი ჩვენს სახლთან კიდევ უფრო ახლოს..."

როცა სასწავლო ცენტრი შენს შვილზე მორგებულ ცხრილს ადგენს, სხვა მოსწავლეებს გადაადგილებას სთხოვს და ყველაფერს აწესრიგებს, ზოგიერთი მშობლისთვის ეს არაფერია... მთავარი 2 ნაბიჯით კიდევ უფრო ახლო და 20 ლარით ნაკლები ტარიფია...

ხარისხი? პროფესიონალიზმი? შვილის მომავალი?
არა, მთავარია სახლიდან 2 ნაბიჯში იყოს, თუნდაც იქ ცოდნის ნაცვლად უბრალოდ...

მერე რა ხდება?
გადის 1 სემესტრი (ზოგჯერ წლებიც)
ხვდებიან, რომ ბავშვმა არაფერი იცის და შედეგი ნოლია.
ნანობენ დაკარგულ დროს, ფინანსებს და... ისევ იმ, ან სხვა პროფესიონალთან ბრუნდებიან, რომელიც თავის დროზე არ დააფასეს.
მხოლოდ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ დაკარგულ დროსა და გაფუჭებულ ფუნდამენტს ვერანაირი დაზოგილი 15-20 ლარი ვერ აანაზღაურებს!

სირცხვილია, როცა მასწავლებლის შრომას, დროსა და პროფესიონალიზმს ასე ელემენტარულად უპასუხისმგებლოდ ექცევით. 👏😏

21/09/2026

🚀❤️ დღეს ჩვენს ახალ ცენტრში აბიტურიენტთა 4 ახალ ჯგუფს შევხვდი!

სკოლაში ჩატარებული 6 გაკვეთილის + ამ 4 საათნახევრიანი შეხვედრების შემდეგ, წესით, დაღლილი უნდა ვიყო, მაგრამ პირიქით, ენერგიით სავსე ვარ! 💥

განსაკუთრებით მიყვარს აბიტურიენტებთან მუშაობა. მათი ანთებული თვალები და მოტივაცია უბრალოდ გადამდებია. დღეს გავიცანით ერთმანეთი, უკვე შევეჭიდეთ პირველ გამოწვევებს, დავსახეთ მიზნები და ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება!

ყველა მათგანი გამორჩეულია. თითოეულს თავისი დიდი მიზანი აქვს... ემორის პროგრამა (რომელიც ტიტანურ შრომას მოითხოვს!), სამსახიობო, ფილოლოგია, სამართალმცოდნეობა...

შეხვედრის ბოლოს აღნიშნეს, დაღლის ნაცვლად ენერგიით დავიტვირთეთო. დავლიეთ (წვენები, რა თქმა უნდა! 😁), მივირთვით სნექები და პირობაც დავდეთ, რომ წელს ძალიან უნდა მესახელონ! 🥂

წარმატებული და პროდუქტიული სასწავლო წელი ჩვენ! 🚀

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Learn English with Levan • ისწავლე ინგლისური ლევანთან ერთად posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Learn English with Levan • ისწავლე ინგლისური ლევანთან ერთად:

Shortcuts

Share

Category