08/02/2017
❗ რა როლს ასრულებენ მოუგვარებელი და დაუსრულებელი საქმეები ადამიანის ცხოვრებაში, როგორ აფერხებენ წინსვლას და რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატება დროულად მოვიპოვოთ ❔ -
🎯 პირველ რიგში, დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს: გაქვთ თუ არა დაუსრულებელი საქმეები და თავად აღმოაჩენთ რა არის პრობლემა...
პროექტები, რომელიც დაიწყეთ და ბოლომდე ვერ ან არ მიიყვანეთ, იგემეთ წარუმატებლობა და თავი დაანებეთ. ატარებთ თუ არა ტკივილს, წყენას, ბრაზს. მსგავს საკითხებთან ენერგეტიკულად ხართ მიჯაჭვულები და სანამ აწმყოში ცხოვრობთ წარსულის ტვირთით, თქვენ იქნებით მუდმივად იმის განცდაში, რომ რაღაც ხელს გიშლით, გზღუდავთ, ერთ ადგილს ტკეპნით, თქვენი საქმეები არანაირად არ მიდის წინ, ცხოვრებაში არ ხდება რაიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი…
🎯 დაფიქრდით, ჩაიხედეთ გულში და თუ ეს ასეა, მაშინ არანაირი შანსი არ გაქვთ ბედნიერების. თქვენ ვერ შეძლებთ გაშლილი ხელებითა და ღია გულით შეეგებოთ სიახლეებს, მომავალს,- თქვენს მომავალს.
🎯 „იმისათვის, რომ ბედნიერი მომავალი გამოვლინდეს აწმყოში, უნდა მიიყვანო დაუსრულებელი საქმეები ბოლომდე, უნდა გამოუნთავისუფლო და მოუმზადო სივრცე ახალს.“
რომ დაფიქრდეთ, ბევრი თქვენგანი აღმოაჩენთ თუ როგორ ხართ ჩაბღაუჭებული ყუთებში ჩალაგებულ
ნივთებს, ვიტრინაში განლაგებულ ჭურჭელს, საყვარელ ძველ კაბას, რომელიც წარსულ მოგონებებს აღძრავს და მიხვდებით, რა არ გაძლევთ ნამდვილი ღიმილის, ლაღად ცხოვრებისა თუ ბედნიერების საშუალებას!
🎯 თუ ჩვენ ვინახავთ გონებაში უარყოფით მოვლენებს, რეალობაში – გამოუყენებელ ნივთებს, იმიტომ რომ „რა
იცი რა დრო მოვა?…“. დამერწმუნეთ, ეს ასეც იქნება (მიზიდულობის კანონი). ამით ჩვენ ცხოვრებას ვაპროგრამებთ ცუდ დღეზე. კონცენტრაციას ვაკეთებთ არა სიახლეზე, სიმრავლეზე, ბარაქასა და ხვავზე, არამედ – ხელმომჭირნეობაზე, სიდუხჭირეზე, ავადმყოფობაზე…. მერე ვზივართ და გვიკვირს, რატომ?…
პირველ რიგში, გათავისუფლდით ყველაფრისგან, რაც ზედმეტია! დაიწყეთ ყოველი დღე ღიმილით, წარმატებისკენ სავალი გზების ძიებით, სილამაზით, სიკეთით. დაისახეთ მიზნები და მიჰყევით ამ მიზნებს!
🎯 დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რა მაბედნიერებს? და გადადგით ეს ნაბიჯები საკუთარი ბედნიერებისკენ!
🎯 „წარსულში დარჩენის სურვილი ვერ შეცვლის ვერავის მომავალს! ეს შეუძლებელია, რადგან მომავლის შენება
იწყება დღეს, ამ წუთას…
🎯 სიახლეებისთვის აუცილებელია განთავისუფლდე ძველი, უვარგისი, მძიმე ტვირთებისგან, მომავლის შექმნა დაიწყო გაშლილი ხელებით, ღია გულით და წარმატებაც არ დააყოვნებს.“
06/02/2017
03/02/2017
02/02/2017
01/02/2017
31/01/2017
30/01/2017
29/01/2017
16/01/2017
01/09/2016
27/08/2016
26/08/2016