05/04/2026
მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები, Nino Uchava და Maka Egikashvili-ის ხელმძღვანელობით ესტუმრნენ ალტე უნივერსიტეტს, სადაც მათ გაიარეს პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგ კურსი. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებმა შეიძინეს მნიშვნელოვანი ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც აუცილებელია კრიტიკულ სიტუაციებში სწორი და სწრაფი რეაგირებისთვის.
პირველადი დახმარების ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში. მოსწავლეებმა ისწავლეს, როგორ მოიქცნენ სხვადასხვა გადაუდებელ სიტუაციაში, როგორ გაუწიონ დახმარება დაშავებულს და როგორ იმოქმედონ მშვიდად და ეფექტურად სტრესულ გარემოში.
მოსწავლეების უსაფრთხოება და ცნობიერების ამაღლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მსგავსი პრაქტიკული ტრენინგები მათ ეხმარება არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავებაში, არამედ რეალურ ცხოვრებაში საჭირო უნარების განვითარებაში. მიღებული გამოცდილება მომავალში მათ საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში, სწორად და დროულად დაეხმარონ სხვებს.
Alte University • ალტე უნივერსიტეტი მადლობა ალტე უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის ❣️