STEAMit · სთიმითი

STEAMit · სთიმითი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from STEAMit · სთიმითი, Educational consultant, 7 ინოვაციების ქუჩა, Tbilisi.

სთიმითი საქართველოში ქმნის საგანმანათლებლო STEAM ნაკრებებს და კვლევაზე დაფუძნებულ ინტერდისციპლინურ პროგრამებს, რომლებიც სწავლას ხელშესახებ გამოცდილებად აქცევს ⚙️🎓.

💼 ვეძებთ მასწავლებელს, რომელიც ჩვენს STEAM საგანმანათლებლო პროგრამას სკოლებში ფორმალურ სასწავლო პროცესში განახორციელებს....
24/09/2026

💼 ვეძებთ მასწავლებელს, რომელიც ჩვენს STEAM საგანმანათლებლო პროგრამას სკოლებში ფორმალურ სასწავლო პროცესში განახორციელებს.

👉 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

🔹 საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნა (მინიმუმ ერთ დარგში);
🔹 სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;
🔹 სკოლაში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება;
🔹 რამდენიმე საბუნებისმეტყველო მიმართულების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
🔹 რობოტიკის, ელექტრონიკის საფუძვლებისა და კოდირების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

🖇️ დამატებითი ინფორმაცია:

👉 თუ კანდიდატი ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, კომპანია უზრუნველყოფს მის გადამზადებას და შემდგომ დასაქმებას;

🔸 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 დღე;
🔸 ანაზღაურება: საათობრივი, ოდენობა განისაზღვრება შეთანხმებით.

👉 დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ პირადი შეტყობინებით ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე:
[email protected]

14/09/2026

🔹 N3 ახალი კამპანიის ფარგლებში გიყვებით, რა მიზნით შეიქმნა და რა პრობლემებს აგვარებს სთიმითი.
👉 გვადევნეთ თვალი და გაიგეთ მეტი STEAM განათლების მთავარ ღირებულებებზე.

30/08/2026

🔹 რატომ უნდა ავირჩიოთ ელექტრონიკის, Arduino-ს და კოდირების საფუძვლების შემსწავლელი კურსი ?
🔹 გიზიარებთ კურსდამთავრებულის გამოცდილებას.

👉 კურსზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 599 08 36 12

17/08/2026

🔹 N2 ახალი კამპანიის ფარგლებში გიყვებით, რა მიზნით შეიქმნა და რა პრობლემებს აგვარებს სთიმითი.
👉 გვადევნეთ თვალი და გაიგეთ მეტი STEAM განათლების მთავარ ღირებულებებზე.

🔹 UNDP Georgia-სა და Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი-ს მხარდაჭერით, Scouts of Samegrelo-ის მიერ განხორციელებული ინიციატი...
08/08/2026

🔹 UNDP Georgia-სა და Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი-ს მხარდაჭერით, Scouts of Samegrelo-ის მიერ განხორციელებული ინიციატივის ფარგლებში, STEAMit-ის მიერ შექმნილი EcoLab გადაეცა ქალაქ ფოთის, ილია ჭავჭავაძის სახელობის №5 საჯარო სკოლას.
🔹 პროექტის ფარგლებში STEAMit-ის გუნდმა სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის პრაქტიკული ტრენინგი ჩაატარა, რომლის დროსაც მონაწილეები გაეცნენ მიკროკონტროლერის ფუნქციონირებას, გარემოსდაცვითი მონაცემების შეგროვებისა და მათი სისტემური პროგრამის გამოყენების შესაძლებლობებს.
🔸 მსგავსი პარტნიორობა კიდევ უფრო მეტ სკოლას მისცემს შესაძლებლობას, STEAM განათლება რეალურ გარემოში დაგეგმილი კვლევითი აქტივობებით გააძლიეროს.

30/07/2026

🔹 N1 ახალი კამპანიის ფარგლებში გიყვებით, რა მიზნით შეიქმნა და რა პრობლემებს აგვარებს სთიმითი.
👉 გვადევნეთ თვალი და გაიგეთ მეტი STEAM განათლების მთავარ ღირებულებებზე.

24/07/2026

N3. როგორ დავანახოთ მოსწავლეებს ის, რასაც ყოველდღე ისმენენ, მაგრამ ვერ ხედავენ?

🔹 "ხმის ვიზუალიზაცია" სთიმითის მიერ შექმნილი STEAM ნაკრებია, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს საკუთარი თვალით დაინახონ, თუ როგორ ვრცელდება ბგერა და როგორ შეიძლება მისი გარდაქმნა ხილულ სიგნალად.

👉 დეტალური ინფირმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://steamit.ge/stems-nakrebi/ხმის-ვიზუალიზაცია/

09/07/2026

🔹 საპილოტე აქტივობა – „სამოქალაქო მეცნიერება გარემოს მონიტორინგისთვის“ მიზნად ისახავდა:
🔸 ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ჩართულობის გაზრდას
🔸 ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას
🔸 გარემოს პარამეტრების შეგროვებასა და ანალიზს

🔹 პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა:
🔸 EcoLab მოწყობილობის სენსორებით გაზომეს გარემოს პარამეტრები: ჰაერის ფარდობითი ტენიანობა, ჰაერის ტემპერატურა, ჰაერში მავნე აირების კონცენტრაცია, ჰაერის ხარისხი, წყალში გახსნილი მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია, წყლის ტემპერატურა, წყლის pH-ი, წყლის სიმღვრივე, განათებულობა, ხმაურით დაბინძურება.
🔸 შეაგროვეს და გააანალიზეს მონაცემები.
🔸 განივითარეს STEM, ანალიტიკური და კვლევითი უნარები.

🔹 საპილოტე ინიციატივის ფარგლებში აქტივობები განახორციელა კომპანია სთიმითიმ, ადგილობრივ პარტნიორთან, ფონდ ბილივთან თანამშრომლობით.

🌏🇩🇰 ინიციატივა განხორციელდა დანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში.

👉 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://steamit.ge/სამოქალაქო-მეცნიერება-გ-2/

29/06/2026

🔹 N2. როგორ მივაწოდოთ საკვები შინაურ ცხოველს სახლში ჩვენი არყოფნის დროს?

🔸 „კვების ავტომატური მიმწოდებელი" სთიმითის საგანმანათლებლო STEAM ნაკრებია, რომლის დახმარებითაც ბავშვები აწყობენ ჭკვიან მოწყობილობას და სწავლობენ, როგორ მუშაობს ავტომატიზაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

👉 დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://steamit.ge/stems-nakrebi/კვების-ავტომატური-მიმწოდ/

22/06/2026

👉 ახალი კამპანიის ფარგლებში ვიწყებთ სთიმითის მიერ შექმნილი STEAM ნაკრებების გაცნობას და მათ პოპულარიზაციას.

🔸 კამპანიის მიზაინია, მარტივი და პრაქტიკული მაგალითებით ავხსნათ STEAM განათლების ღირებულებები და გავზარდოთ მისი ცნობადობა.

🔹 N1. ავტობუსის ჭკვიანი გაჩერება - ნაკრები, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები ქმნიან ავტობუსისა და გაჩერების მოდელს, სადაც ორივე მოწყობილობას აქვს საკუთარი მიკროკონტროლერი და ერთმანეთთან უკაბელოდ ცვლის ინფორმაციას. ბავშვები სწავლობენ, რომ ტექნოლოგია მხოლოდ მოწყობილობა არ არის – ის შეიძლება ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გამარტივების საშუალებაც იყოს.

👉 დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://steamit.ge/stems-nakrebi/ჭკვიანი-გაჩერება/

Address

7 ინოვაციების ქუჩა
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 10:00 - 15:00
Sunday 10:00 - 15:00

Telephone

+995599083613

Alerts

Be the first to know and let us send you an email when STEAMit · სთიმითი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to STEAMit · სთიმითი:

Shortcuts

Share