Center of Creative Technologies • კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Center of Creative Technologies • კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი

Center of Creative Technologies • კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი კრეატიული ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი🚀

კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი არის საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის სასწავლო ცენტრი, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას უფასოდ დაეფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს ტექნოლოგიების სფეროში. პროფესიული კურსები მნიშვნელოვნად გაზრდის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებს და გახდის მათ კონკურენტუნარიანს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე. სასწავლო ცენტრში ახალგაზრდები გამოიმუშავებენ პირად და ინტერპერსონალურ უნარ-ჩვევებს რომელიც დაეხმარებათ წარმატებით დაამყარონ პროფესიული კავშირები ტექნოლოგიურ საზოგადოებაში.
ყოველწლიურად, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში, დაახლოებით 150 ახალგაზრდა შეძლებს პროფესიის დაუფლებას. მათ შორის, სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდები.

👩‍🏫👨‍🏫 დიდი სიყვარულით ვულოცავთ კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის ტრენერებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს 🌟თქვენი ცოდნა, ...
05/10/2026

👩‍🏫👨‍🏫 დიდი სიყვარულით ვულოცავთ კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის ტრენერებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს 🌟

თქვენი ცოდნა, მხარდაჭერა და ყოველდღიური შრომა ჩვენს სტუდენტებს ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, ირწმუნონ საკუთარი თავის და თამამად გადადგან ნაბიჯები პროფესიული მომავლისკენ 🚀

მადლობა იმ ცოდნის, გამოცდილებისა და მოტივაციისთვის, რომელსაც ყოველდღიურად უზიარებთ მომავალ თაობას! 💛

გისურვებთ ბევრ წარმატებას, ენერგიას და უამრავ წარმატებულ სტუდენტს! 💙

#მასწავლებლისდღე #კრეატიულიტექნოლოგიებისცენტრი #განათლება

🎓✨კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში 2026 წლის მეორე ნაკადის სწავლა წარმატებით დასრულდა! 🚀💻 კურსები წარმატებით დაასრულა 75 ...
29/09/2026

🎓✨კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში 2026 წლის მეორე ნაკადის სწავლა წარმატებით დასრულდა! 🚀

💻 კურსები წარმატებით დაასრულა 75 სტუდენტმა, რომლებმაც 3 თვის განმავლობაში ახალი ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და თანამედროვე პროფესიული უნარები შეიძინეს.

🚀 ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან ეტაპს და ვუსურვებთ წარმატებებს ახალ შესაძლებლობებსა და პროფესიულ გზაზე!

💚 გვიხარია, რომ კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრის სტუდენტებთან ერთად კიდევ ერთი საინტერესო ეტაპი გავიარეთ.

#კრეატიულიტექნოლოგიებისცენტრი #კურსდამთავრებულები #განათლება

📆 23-24 სექტემბერს კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში პროფესიული დონის კურსდამთავრებულებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა , ...
28/09/2026

📆 23-24 სექტემბერს კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში პროფესიული დონის კურსდამთავრებულებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა , რომელიც კარიერულ ზრდასა და შრომის ბაზარზე ეფექტურ ინტეგრაციას დაეთმო. 💼✨

👥 ტრენინგს უძღვებოდნენ:
👩‍🏫 მარიამ გოგავა ახალგაზრდული მუშაკი

👨‍🏫 დავით ბაძაღუა კარიერული კონსულტირებისა და განვითარების სპეციალისტი

🎯 შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა:
✅ შეაფასეს საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და უნარები კარიერის მართვის მიმართულებით;

✅ განსაზღვრეს პრიორიტეტული პროფესიული სფეროები სამუშაო გარემოში სწრაფი ადაპტაციისთვის;

✅ გაანალიზეს თანამედროვე შრომის ბაზრის სტრუქტურა და დამსაქმებელთა მოთხოვნები;

✅ შექმნეს მიზნობრივი დამსაქმებლის პროფილი.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს კარიერულ გზაზე! 🌟

#კრეატიულიტექნოლოგიებისცენტრი #კარიერულიგანვითარება #განათლება

📅 20–21 სექტემბერს კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში საბაზისო დონის კურსდამთავრებულებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პრეზე...
24/09/2026

📅 20–21 სექტემბერს კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში საბაზისო დონის კურსდამთავრებულებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „პრეზენტაციის უნარები, კარიერული განვითარება და შესაძლებლობები“.

👥 ტრენინგს უძღვებოდნენ ახალგაზრდული მუშაკი მარიამ გოგავა და კარიერული კონსულტირებისა და განვითარების სპეციალისტი დავით ბაძაღუა.

📌 შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა:

🔹 შეაფასეს საკუთარი ცოდნა და უნარები.
🔹 იმსჯელეს პროფესიული გზის დაგეგმვასა და თვითშეფასების მნიშვნელობაზე.
🔹 გაეცნენ სხვადასხვა კარიერულ მიმართულებასა და შესაძლებლობას.
🔹 მიიღეს ინფორმაცია საკუთარი შესაძლებლობების შეფასების კრიტერიუმებზე.
🔹 განიხილეს ეფექტური რეზიუმეს შექმნის ძირითადი პრინციპები.

💡 მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს კარიერის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ ყალიბდება ადამიანის პროფესიული გზა გამოცდილების, საქმიანობისა და განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯების შედეგად.

🚀 ასეთი შეხვედრები სტუდენტებს ეხმარება, უკეთ შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, განსაზღვრონ პროფესიული მიზნები და მომავალი კარიერული ნაბიჯებისთვის მოემზადონ.

💚 მადლობას ვუხდით ტრენერებს გაზიარებული ცოდნისა და გამოცდილებისთვის, მონაწილეებს კი აქტიური ჩართულობისა და საინტერესო დისკუსიებისთვის! ✨

#კრეატიულიტექნოლოგიებისცენტრი #კარიერულიგანვითარება #პროფესიულიგანვითარება #ახალგაზრდები

🚀კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება დასრულდა! 💻✨მადლობას ვუხდით თითოეულ დაინტერესებულ პირს...
21/09/2026

🚀კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება დასრულდა! 💻✨

მადლობას ვუხდით თითოეულ დაინტერესებულ პირს, ვინც განაცხადი შემოიტანა და გადაწყვიტა ჩვენთან ერთად ციფრული უნარების ათვისება. 💚

📩 შერჩეულ კანდიდატებს კვირის განმავლობაში დავუკავშირდებით და სწავლის დაწყებასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით.

🚀 სწავლა იწყება 28 სექტემბერს!

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მომავალ სტუდენტებს! წინ საინტერესო და პროდუქტიული სასწავლო პროცესი გველოდება! 💙

#კრეატიულიტექნოლოგიებისცენტრი #განათლება

⏳ რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა 1 კვირა!📢 კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი სტუდენტების ახალი ნაკადის მიღებას აცხადებს!🚀 ...
11/09/2026

⏳ რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა 1 კვირა!

📢 კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი სტუდენტების ახალი ნაკადის მიღებას აცხადებს!

🚀 თუ 14–21 წლის ხარ და გსურს დაეუფლო თანამედროვე, მოთხოვნად პროფესიას, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

💚 სწავლა სრულიად უფასოა!

💻 აირჩიე სასურველი მიმართულება:

🤖 ხელოვნური ინტელექტი (AI)-AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენება, ტექსტისა და ვიზუალური კონტენტის შექმნა.

🎬 3D ანიმაცია-Blender-ში მუშაობა, 3D ანიმაციების შექმნა და საკუთარი პროექტის განვითარება.

🎮 თამაშების პროგრამირება-თამაშების შექმნის საფუძვლები, პროგრამირება და საკუთარი თამაშის შექმნა.

🌐 ვებ-პროგრამირება-HTML, CSS, JavaScript და თანამედროვე ვებგვერდების შექმნა.

🎨 გრაფიკული დიზაინი / UI/UX Design-Photoshop, Illustrator, ბრენდინგი და ინტერფეისების დიზაინი.

🔍 პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება (QA)-პროგრამების ტესტირების თანამედროვე მეთოდები და პრაქტიკული გამოცდილება.

📅 კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
🗓️ სასწავლო პროცესი: კვირაში 2 შეხვედრა, 2 საათი
📍 მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის II პლატო, ბესარიონ ჟღენტის ქ. 45

📜 კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

✨ შერჩეულ კანდიდატებს პასუხები გაეგზავნებათ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

📲 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
🔗https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScpU4KS-0pZZP1BUdb_E_xyslgLlfHrnndU5a6rNs_tSY4y9A/viewform?pli=1

🚀 არ გამოტოვო, რეგისტრაციის დასრულებამდე მხოლოდ 1 კვირა დარჩა!

#კრეატიულიტექნოლოგიებისცენტრი #რეგისტრაცია

📢 კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში რეგისტრაცია გრძელდება 🚀🚀 თუ ხარ 14–21 წლის და გსურს, შეისწავლო  გრაფიკული დიზაინი ეს შ...
08/09/2026

📢 კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში რეგისტრაცია გრძელდება 🚀

🚀 თუ ხარ 14–21 წლის და გსურს, შეისწავლო გრაფიკული დიზაინი ეს შესაძლებლობა შენთვის არის!

🔴 სწავლება მიმდინარეობს ფოტოგრაფიისა და ილუსტრაციის გამოყენებით.

🔴 გრაფიკული დიზაინის კურსი მოიცავს ისეთ პროგრამებს როგორიცაა PHOTOSHOP, ILLUSTRATOR, UX/UI DESIGN.

📝 სწავლა უფასოა და გაიცემა სერტიფიკატი.

📲 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScpU4KS-0pZZP1BUdb_E_xyslgLlfHrnndU5a6rNs_tSY4y9A/viewform?pli=1

📞 +995 555 32 35 75 💌 [email protected]
#კრეატიულიტექნოლოგიებისცენტრი #განათლება #რეგიონები

🚀ჩვენთან შეგიძლიათ შეისწავლოთ გრაფიკული დიზაინი.

🔴 სწავლება მიმდინარეობს ფოტოგრაფიისა და ილუსტრაციის გამოყენებით.

🔴 გრაფიკული დიზაინის კურსი მოიცავს ისეთ პროგრამებს როგორიცაა PHOTOSHOP, ILLUSTRATOR, UX/UI DESIGN.

📞 +995 555 32 35 75 💌 [email protected]
#კრეატიულიტექნოლოგიებისცენტრი #განათლება #რეგიონები

📢 კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში რეგისტრაცია გრძელდება 🚀🚀 თუ ხარ 14–21 წლის და გსურს, შეისწავლო  ვებ-პროგრამირება ეს შე...
08/09/2026

📢 კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში რეგისტრაცია გრძელდება 🚀

🚀 თუ ხარ 14–21 წლის და გსურს, შეისწავლო ვებ-პროგრამირება ეს შესაძლებლობა შენთვის არის!

🔴 ისწავლით კოდირებას, ვებ-გვერდების შექმნასა და მართვას.

🔴 კურსის სხვადასხვა დონეებზე შეგეძლებათ HTML, CSS, JAVASCRIPT, PYTHON-ის შესწავლა.

📝 სწავლა უფასოა და გაიცემა სერტიფიკატი.

📲 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScpU4KS-0pZZP1BUdb_E_xyslgLlfHrnndU5a6rNs_tSY4y9A/viewform?pli=1

📞 +995 555 32 35 75 💌 [email protected]

#კრეატიულიტექნოლოგიებისცენტრი #განათლება #რეგიონები

🚀 ჩვენთან შეგიძლიათ შეისწავლოთ ვებ-პროგრამირება.

🔴 პროგრამის ფარგლებში ისწავლით კოდირებას, ვებ-გვერდების შექმნასა და მართვას.

🔴 კურსის სხვადასხვა დონეებზე შეგეძლებათ HTML, CSS, JAVASCRIPT, PYTHON-ის შესწავლა.

📞 +995 555 32 35 75 💌 [email protected]

#კრეატიულიტექნოლოგიებისცენტრი #განათლება #რეგიონები

📢 კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში რეგისტრაცია გრძელდება 🚀🚀 თუ 14–21 წლის ხარ და გსურს, შეისწავლო თამაშების პროგრამირება ...
08/09/2026

📢 კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში რეგისტრაცია გრძელდება 🚀

🚀 თუ 14–21 წლის ხარ და გსურს, შეისწავლო თამაშების პროგრამირება ეს შესაძლებლობა შენთვის არის!

🔴 კურსის განმავლობაში შექმნით მულტიმედია პროექტებს, რომლებიც მომხმარებელთა რეალურ საჭიროებებსა და გამოწვევებზე იქნება მორგებული.

📝 სწავლა უფასოა და გაიცემა სერტიფიკატი.

📲 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScpU4KS-0pZZP1BUdb_E_xyslgLlfHrnndU5a6rNs_tSY4y9A/viewform?pli=1

📞 +995 555 32 35 75 💌 [email protected]

#კრეატიულიტექნოლოგიებისცენტრი #განათლება #რეგიონები

🚀 ჩვენთან შეგიძლიათ შეისწავლოთ თამაშების პროგრამირება!

🔴 კურსის განმავლობაში შექმნით მულტიმედია პროექტებს, რომლებიც მომხმარებელთა რეალურ საჭიროებებსა და გამოწვევებზე იქნება მორგებული.

📞 +995 555 32 35 75 💌 [email protected]

#კრეატიულიტექნოლოგიებისცენტრი #განათლება #რეგიონები

Address

Besarion Zhgenti Street #45, Nutsubidze Plateau II
Tbilisi
0183

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Center of Creative Technologies • კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Center of Creative Technologies • კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი:

Shortcuts

Share

Category