Zemo Machkhaani public school • ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Zemo Machkhaani public school • ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა

Zemo Machkhaani public school • ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა გვერდი შექმნილია ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მიერ

14/09/2026

📌📌 ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი 2026-27 სასწავლო წლის დაწყებას❤️❤️
ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო, 15 სექტემბერს გელოდებით ყველას ❤️❤️ დავიწყოთ ახალი სასწავლო წელი ერთად სიყვარულით და საუკეთესო განწყობით❤️❤️

25/08/2026

📌📌 ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ვულოცავთ სტუდენტობას და ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას:
❤️ ნინო ბეგიაშვილი.
❤️ანასტასია სვაზიანი.
❤️ მარიამ ჯამასპიშვილი.
❤️ ინოლა უთრუთაშვილი.
❤️ ნია ჯარიაშვილი.
❤️ ნინიკო ჯინაშვილი.
❤️ თორნიკე ნატროშვილი.
❤️ საბა ბატიაშვილი.
❤️ შალვა სეხნიაშვილი.
გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას, საინტერესო აღმოჩენებს, დიდ მიზნებს და მათ ასრულებას.
📌📌ყოველთვის იამაყეთ იმ სკოლით, სადაც თქვენი ცხობრების მნიშვნელოვანი წლები გაატარეთ.

სიყვარულით სკოლის დირექცია და პედაგოგიური გუნდი❤️❤️

18/08/2026

📌📌 დედოფლისწყაროს საფეხბურთო გუნდი ,,დინამო” კახეთის საერთაშორისო თასის ჩემპიონია.
📌📌 ვულოცავთ ჩვენი სკოლის მეექვსეკლასელ ნიკოლოზ ბოსტაშვილს ამ დიდ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ მას და დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას დედოფლისწყაროში ❤️❤️

📌📌 მოგესალმებით, საყვარელო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო❤️❤️     📌📌 როგორც მოგეხსენებათ, ხვალ არის ,,საქართველოს ...
20/07/2026

📌📌 მოგესალმებით, საყვარელო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო❤️❤️
📌📌 როგორც მოგეხსენებათ, ხვალ არის ,,საქართველოს ხმის” ფინალი, სადაც მონაწილეობას იღებს ჩვენი სოფლის წარმომადგენელი თაკო ნატროშვილი.
📌📌ერთად დავუდგეთ გვერდში პროექტის ფინალისტს და დავუმესიჯოთ ნომერზე 0903300310.

📌📌დღეს, 15 ივნისს, ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ტრადიციულად ჩატარდა 2025-26 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება. კლას...
15/06/2026

📌📌დღეს, 15 ივნისს, ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ტრადიციულად ჩატარდა 2025-26 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება. კლასების მიხედვით შევაჯამეთ ჩვენი მოსწავლეების ყველა ღირსეული წარმატება და შევთანხმდით, რომ ეს იყო ცოდნის, განვითარების, ახალი გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი მიღწევების წელი, რომელმაც თითოეულ მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენის საშუალება მისცა.
❤️❤️გულითად მადლობას ვუხდით მოსწავლეებს აქტიურობისა და მონდომებისათვის, მშობლებს- მხარდაჭერისთვის, ხოლო პედაგოგებს-დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის.
📌📌ვულოცავთ ყველას სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ ბედნიერ, საინტერესო და დაუვიწყარ ზაფხულის არდადეგებს.

📌📌მესამე კლასში ჩატარდა საინტერესო და სახალისო ღონისძიება ,,მხიარული მათემატიკა”.    📕📕მოსწავლეებმა სხვადასხვა მათემატიკ...
15/06/2026

📌📌მესამე კლასში ჩატარდა საინტერესო და სახალისო ღონისძიება ,,მხიარული მათემატიკა”.
📕📕მოსწავლეებმა სხვადასხვა მათემატიკური თამაშის და თავსატეხის საშუალებით ცოდნა და უნარები წარმოაჩინეს, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ მათემატიკა არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ ძალიან სახალისოც შეიძლება იყოს.
📌📌მადლობა კლასის დამრიგებელს მაია ალადაშვილს და საყვარელ მოსწავლეებს ასეთი ლამაზი და საინტერესო ღონისძიებისთვის.

📌📌 ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში ერთ- ერთ მნიშვნელოვან დღეს, მეოთხე კლასის დასრულებას და გისურ...
11/06/2026

📌📌 ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, გილოცავთ თქვენს ცხოვრებაში ერთ- ერთ მნიშვნელოვან დღეს, მეოთხე კლასის დასრულებას და გისურვებთ წარმატებას ახალ საფეხურზე.
📌📌 მადლობა ეკა მასწავლებელს( ეკა წიქარიშვილი) და მეოთხე კლასში შემსვლელ ყველა მასწავლებელს თავდადებული შრომისათვის, ხოლო მშობლებს- მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
📕📕 წინ ახალი მიზნები, ახალი ცოდნა და ახალი წარმეტებები გელოდებათ.
❤️❤️ გილოცავთ მეოთხე კლასის გამოშვებას.

📌📌. 2 ივნისს ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მეორე კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ინგლისურ ენაში თე...
08/06/2026

📌📌. 2 ივნისს ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მეორე კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ინგლისურ ენაში თემაზე- ,, არსებითი სახელის რიცხვის წარმოება ქართულსა და ინგლისურ ენაში”.
📌📌 მოსწავლეებმა მასწავლებლებთან თამუნა ყოჩიაშვილთან და თეონა საბიაშვილთან ერთად შეადარეს სიტყვათწარმოების თავისებურებები ორივე ენაში, აღმოაჩინეს მსგავსებები და განსხვავებები, თამაშ-თამაშით გააკეთეს პრაქტიკული დავალებები.
📌📌 გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სიმბოლური მედლები და სიგელები აქტიურობისთვის❤️❤️

📌📌 ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში აღინიშნა დიდი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის დ...
08/06/2026

📌📌 ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში აღინიშნა დიდი ქართველი მეცნიერის, ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავი.
📌📌 ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს ისტორიკოსის ცხოვრებასა და მრავალმხრივ შემოქმედებაზე. გაიხსენეს მისი უდიდესი წვლილი ქართული მეცნიერების განვითარებაში და წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები.
📌📌 ღონისძიება გაიმართა ისტორიის მასწავლებლის ნანა ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. მონაწილეობდნენ X- XII კლასის მოსწავლეები. მადლობა მათ საინტერესო პრეზენტაციებისთვის.

Address

ზემო მაჩხაანი
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Zemo Machkhaani public school • ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share