28/09/2026
🚀 26-27 სექტემბერს თელავის ტექნოპარკში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, Smartstay ჰაკათონი გაიმართა. მიზანი სტუმართმასპინძლობის სექტორის, კერძოდ სასტუმროების, გამოწვევებისთვის ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნა იყო.
📍36 საათის განმავლობაში, მენტორების მხარდაჭერით, მონაწილეებმა სტარტაპ იდეების პროტოტიპები შექმნეს. 55 ფინალისტიდან 12 SKILLWILL-ის სტუდენტი იყო, რომლებმაც 4 გუნდით იასპარეზეს: Hospes, Atlas, Legacy და Meal AI.
📍დაჯილდოების ცერემონიაზე პარტნიორმა კომპანიებმა თავიანთი რჩეული გუნდები გამოავლინეს და გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ პროდუქტის განვითარებასა და საკუთარ სასტუმროებში დანერგვას.
🏆 გუნდი Atlas, სასტუმროებზე ორიენტირებული პლატფორმით, რომელიც სტუმრებს ეხმარება სასტუმროში ყოფნისას მარტივად აღმოაჩინონ და დაგეგმონ საინტერესო აქტივობები, ყველაზე მეტჯერ გახდა ფავორიტი: Silk Hospitality-ის, Episode Hotels-ის, Zuzumbo Resort-ისა და Esquisse Design Hotel-ის თვის.
🏆 გუნდი Legacy კი Zuzumbo Resort-ის ფავორიტი გახდა.
რჩეულ გუნდებს გადაეცათ შესაბამისი პრიზები.
SKILLWILL-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სტუდენტებში მეწარმეობის უნარების განვითარება და მხარდაჭერაა, რათა მათ არამხოლოდ მაღალანაზღაურებადი პოზიციების დაკავება შეძლონ, არამედ თავად შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.