NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი/National Educational University

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი/National Educational University

NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი/National Educational University NEU - ადგილი, სადაც ამბიცია და განათლება ერთიანდება/NEU - Where Ambition Meets Education

📢 მსურველთა მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, NEU - ს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების ვადა და...
24/09/2026

📢 მსურველთა მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, NEU - ს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების ვადა დამატებით 3 (სამი) დღით გახანგრძლივდა 📑

🔗 სარეგისტრაციო ლინკი - https://forms.gle/pc2iWtBsPhdMDxhm7

“NEU ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტსა” და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ...
23/09/2026

“NEU ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტსა” და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს “NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის” რექტორმა, სალომე პირველმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

მემორანდუმის ფარგლებში NEU - ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი კრიტერიუმებისა და შერჩევის პროცედურების საფუძველზე, გაიარონ სასწავლო პრაქტიკა და სტაჟირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. აღნიშნული შესაძლებლობა სტუდენტებს მისცემს საშუალებას, უშუალოდ გაეცნონ პროფესიულ სამუშაო გარემოს, განივითარონ პრაქტიკული უნარ - ჩვევები და მიღებული აკადემიური ცოდნა რეალურ საქმიანობას დაუკავშირონ.

NEU - სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორობების განვითარება, რომლებიც სტუდენტებს აკადემიური განათლების მიღებასთან ერთად რეალურ პროფესიულ გარემოსთან ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევს. უნივერსიტეტის ერთ - ერთი პრიორიტეტია განათლებასა და პრაქტიკას შორის კავშირის გაძლიერება და სტუდენტებისთვის ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებასა და მომავალ კარიერულ გზაზე მნიშვნელოვან საფუძველს შეუქმნის.

NEU - განათლება, რომელიც შესაძლებლობებს ქმნის.

“NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის” რექტორი სალომე პირველი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების...
22/09/2026

“NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის” რექტორი სალომე პირველი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაში მონაწილეობდა.

კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარე ეტაპი, არსებული გამოწვევები და განვითარების სამომავლო პერსპექტივები იყო.

კონფერენციას სპეციალური სტუმრების სტატუსით ესწრებოდნენ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტი ჟოზეპ მ. გარელი და გენერალური მდივანი ამანდა კროუფუტი.

NEU აქტიურად მონაწილეობს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებში და აგრძელებს ჩართულობას ხარისხის განვითარებისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციის მიმართულებით.

NEU საუნივერსიტეტო კონკურს UNI4VERSE - ს უერთდება 🚀"NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი" საქართველოს ინოვაციების დ...
16/09/2026

NEU საუნივერსიტეტო კონკურს UNI4VERSE - ს უერთდება 🚀

"NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი" საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საუნივერსიტეტო კონკურს UNI4VERSE - ში ჩაერთო.

წელს პროექტი რეკორდული მასშტაბით ტარდება და მასში საქართველოს 32 უნივერსიტეტი მონაწილეობს.

📣 UNI4VERSE - ზე სტუდენტების რეგისტრაცია უკვე გახსნილია!

კონკურსის ფარგლებში NEU - ში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები, ფინანსური განათლების ტრენინგი, იდეების გენერირების ვორქშოფი და შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი, რომლის შედეგად შერჩეული საუკეთესო გუნდი NEU - ს სახელით ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

🏆 გამარჯვებულ სტუდენტურ გუნდს გადაეცემა WEB SUMMIT - ის საგზური, ხოლო გამარჯვებული უნივერსიტეტი მიიღებს 20 000 ლარის გრანტს ინოვაციური მეწარმეობის ცენტრის განვითარებისთვის.

UNI4VERSE არის შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, იდეები რეალურ პროექტებად აქციონ, მიიღონ პროფესიული მხარდაჭერა და საკუთარი უნივერსიტეტი ფინალურ ეტაპზე წარადგინონ.

დარეგისტრირდი, შექმენი გუნდი და წარადგინე NEU 💜

კონკურის წლევანდელი თემა - FINEDU (ფინანსური განათლება).

სარეგისტრაციო ლინკი: https://apps.mygita.ge/zs/mmBBpo

იფიქრე სტრატეგიულად - მართე მომავალი 🎓გადადგი შემდეგი ნაბიჯი ლიდერობისკენ 🏆აირჩიე NEU - Number 1️⃣ეს შენი სვლაა♟️
15/09/2026

იფიქრე სტრატეგიულად - მართე მომავალი 🎓

გადადგი შემდეგი ნაბიჯი ლიდერობისკენ 🏆

აირჩიე NEU - Number 1️⃣

ეს შენი სვლაა♟️

განათლება იწყება მასწავლებლით 📖იჩქარე ადგილები შეზღუდულია 🎯მასწავლებლის მომზადების 60 - კრედიტიან პროგრამაზე საბუთების მ...
15/09/2026

განათლება იწყება მასწავლებლით 📖

იჩქარე ადგილები შეზღუდულია 🎯

მასწავლებლის მომზადების 60 - კრედიტიან პროგრამაზე საბუთების მიღებისთვის დარჩენილია 3️⃣ დღე.

NEU ნიდერლანდებში 🇬🇪🇳🇱“NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის” წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ნიდერლანდებში გამარ...
14/09/2026

NEU ნიდერლანდებში 🇬🇪🇳🇱

“NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის” წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ნიდერლანდებში გამართულ სასწავლო ვიზიტში, რომელიც პრაქტიკული იურიდიული განათლებისა და სამართლის კლინიკების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ამსტერდამს, ჰააგასა და უტრეხტის უნივერსიტეტებში.

შეხვედრები დაეთმო სამართლის კლინიკების საქმიანობას, ქალთა უფლებების დაცვას, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

🌍 თანამედროვე უმაღლესი განათლების გლობალიზაციის პირობებში, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროფესიული ქსელების გაფართოება NEU - ს ინსტიტუციური განვითარების და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.

‼️მაგისტრის ხარისხი 1️⃣ წელიწადში 🎓NEU - მ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სრულიად ახალი, მაქსიმალურად მოქ...
30/08/2026

‼️მაგისტრის ხარისხი 1️⃣ წელიწადში 🎓

NEU - მ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სრულიად ახალი, მაქსიმალურად მოქნილი სასწავლო ფორმატი დანერგა 🎓

⬇️ ახალი სტრუქტურით, სწავლა დაყოფილია ორ დამოუკიდებელ, 60 - კრედიტიან ეტაპად:

🎯 I ეტაპი (60 კრედიტი) - 1 წელიწადი: ასრულებთ ძირითად სასწავლო კურსს და 1 წლის შემდეგ იღებთ მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.

🎯 II ეტაპი (60 კრედიტი) სურვილის შემთხვევაში (კვლევაზე ორიენტირებული ეტაპი).

🔹 1 - წლიანი, 60 ECTS - იანი სამაგისტრო პროგრამა;
🔹 თანამედროვე ბიზნესგარემოზე მორგებული სასწავლო კურსები;
🔹 პრაქტიკულ ცოდნასა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სწავლება;
🔹 გამოცდილი აკადემიური და მოწვეული პერსონალი;
🔹 მოქნილი სასწავლო გარემო, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწავლა პროფესიულ საქმიანობას შეუთავსოთ.

ერთი წელი ახალი ცოდნისთვის.
ერთი წელი ახალი შესაძლებლობებისთვის.
ერთი წელი - მაგისტრის ხარისხამდე.

🅱️ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით - იჩქარე ადგილები შეზღუდულია 🆘

2026 წლის 05 ოქტომბერს NEU - ში ახალი სასწავლო წელი იწყება 💜ახალი ადამიანები, ახალი მიზნები, ახალი შესაძლებლობები და პირ...
27/08/2026

2026 წლის 05 ოქტომბერს NEU - ში ახალი სასწავლო წელი იწყება 💜

ახალი ადამიანები, ახალი მიზნები, ახალი შესაძლებლობები და პირველი საერთო მოგონებები ✨

🎶 ცოცხალი მუსიკა და ბენდი;
🎞️ ფოტომომენტები;
🥳 ბევრი ემოცია და საღამო, რომელიც ახალი სტუდენტური ცხოვრების პირველი მოგონება გახდება 💜

WELCOME PARTY 2026 🪁

NEU გელოდებათ 💜

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით NEU - ში ჩარიცხული სტუდენტებისათვის სარეგისტრაციო ვადა 🕛31.08.2026...
25/08/2026

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით NEU - ში ჩარიცხული სტუდენტებისათვის სარეგისტრაციო ვადა 🕛

31.08.2026 - დან;
11.09.2026 - ჩათვლით.

რეგისტრაციის დროს
წარმოსადგენი დოკუმენტაცია ⬇️

☑️ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და/ან პასპორტის ასლი დედანთან ერთად;

☑️ საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა - ატესტატი (იმ შემთხვევაში, თუ ატესტატი არ არის გაცემული საქართველოში, ატესტატს უნდა ახლდეს ცნობა ავთენტურობის შესახებ);

☑️ 2 (ორი) ცალი ფოტოსურათი (3x4) და ფოტოს ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;

☑️ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის).

შენიშვნა: აბიტურიენტს, რომელსაც რეგისტრაციის მომენტისთვის არ შესრულებია 18 წელი, ადმინისტრაციული რეგისტრაციის ფარგლებში, ხელშეკრულების გაფორმებისას, სჭირდება მშობლის (მეურვის/მზრუნველის) წერილობითი თანხმობა.

📑 საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე შაბათ - კვირის გარდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ⬇️

მის.: ქ. თბილისი, საბურთალო, ჯურხა ნადირაძის ქუჩა N46, II სართული, ოთახი N12.

📞 032 2 18 52 52
📧 [email protected]

Address

ჯურხა ნადირაძის ქუჩა N46
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322369160

Alerts

Be the first to know and let us send you an email when NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი/National Educational University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი/National Educational University:

Shortcuts

Share