TSU Institute of Classical, Byzantine and Modern Greek Studies

TSU Institute of Classical, Byzantine and Modern Greek Studies http://greekstudies.tsu.ge/ Costapoulos Foundation. The Institute was included in the list of the institutes of TSU Faculty of the Humanities approved in 2007.

The Institute was established in 1997 at the decision of TSU Major Council and TSU Rector’s order, through the integration of the existing TSU research and academic departments in Greek and Roman philology. The organization and performance of the Institute was supported by the Embassy of the Hellenic Republic in Georgia, the Ministries of Culture, Education and Religion, the Foundation of the Hellenic Culture, the Onasis Foundation and the I.P. The Institute is managed by the Board of Directors.

2026 წლის 16 ივლისს, 12.00 საათზე გაიმართება კლასიკური ფილოლოგიის სტუდენტის,  ლაშა თაკაშვილის საბაკალავრო ნაშრომის დაცვა...
14/07/2026

2026 წლის 16 ივლისს, 12.00 საათზე გაიმართება კლასიკური ფილოლოგიის სტუდენტის, ლაშა თაკაშვილის საბაკალავრო ნაშრომის დაცვა.

ნაშრომის სახელწოდება: ანჯელო პოლიციანოს "ლამია" ანტიკურობის კონტექსტში / Angelo Poliziano’s Lamia in the Context of Antiquity

ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. იამზე გაგუა
რეცენზენტი: პროფ. ლევან გიგინეიშვილი

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ., თსუ მერვე კორპუსი, აუდიტორია N 220

2026 წლის 13 ივლისს, 11.00 საათზე გაიმართება ბიზანტიური ფილოლოგიის სტუდენტის,  ქეთევან შატბერაშვილის საბაკალავრო ნაშრომი...
11/07/2026

2026 წლის 13 ივლისს, 11.00 საათზე გაიმართება ბიზანტიური ფილოლოგიის სტუდენტის, ქეთევან შატბერაშვილის საბაკალავრო ნაშრომის დაცვა.

ნაშრომის სახელწოდება: ნათლისღების ტიპოლოგია გრიგოლ ნოსელის "მოსეს ცხოვრებაში" (The Typology of Baptism in Gregory of Nyssa's 'Life of Moses')

ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. თამარ აფციაური

რეცენზენტი: დოქტორანტი მარიკა ჭითანავა-ლობჟანიძე

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ მერვე კორპუსი, 221-ე აუდიტორია

29 ივნისს ჩვენს ინსტიტუტში გაიმართა ტრადიციული „აგორა“.შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა ინსტიტუტის 2025–2026 სასწავლო წლის სა...
08/07/2026

29 ივნისს ჩვენს ინსტიტუტში გაიმართა ტრადიციული „აგორა“.

შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა ინსტიტუტის 2025–2026 სასწავლო წლის საქმიანობის ანგარიში, რომელშიც ასახული იყო სასწავლო, სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებით განხორციელებული ძირითადი აქტივობები.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო ძველი ბერძნული ენის თვალსაჩინო პედაგოგისა და მეცნიერის, თინათინ გიორგობიანის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კრებულის პრეზენტაციას.

ღონისძიებას მოდერაცია გაუწია და ანგარიში წარადგინა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, ასოც. პროფესორმა ირინე დარჩიამ, ხოლო თინათინ გიორგობიანის საიუბილეო კრებული აუდიტორიას გააცნო ბიზანტინისტიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თინა დოლიძემ. კრებულის შესახებ ისაუბრეს და ქალბატონი თინათინ გიორგობიანი გაიხსენეს პროფესორმა ნანა ტონიამ, ენების ცენტრის პედაგოგმა დალი ნადიბაიძემ და მოწვეულმა ლექტორმა თათია მთვარელიძემ.

საღამოს დასასრულს მაგისტრანტებმა ბექა გელაშვილმა და გიორგი ბარნაბიშვილმა წარმოადგინეს სტუდენტური პერიოდული კრებულის "მნემოსინეს" უახლესი გამოცემა.

ინსტიტუტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა, ტრადიციულად, პატივი მიაგეს საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დამაარსებლის და, შესაბამისად, ელინისტიკის ფუძემდებლის, გრიგოლ წერეთლის ხსოვნას.

9 ივნისი ჩვენი ინსტიტუტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღია. ტრადიციულად აღინიშნება ინსტიტუტის დაარსებისა და მისი ...
01/07/2026

9 ივნისი ჩვენი ინსტიტუტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღია. ტრადიციულად აღინიშნება ინსტიტუტის დაარსებისა და მისი დამაარსებლის ბატონი რისმაგ გორდეზიანის დაბადების დღე. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით ემოციური იყო: ბატონ რისმაგ გორდეზიანს დაბადებიდან 86 წელი შეუსრულდებოდა, ხოლო 13 აგვისტოს მისი გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება.
საღამოს ფარგლებში ტრადიციულად გაიმართა წარმატებულ სტუდენტთა დაჯილდოება. განსაკუთრებული აკადემიური მიღწევებისთვის სტუდენტებს გადაეცათ თინათინ გიორგობიანის, ალექსანდრე ალექსიძისა და მაკა ქამუშაძის სახელობის სტიპენდიები.

ამ თარიღის აღსანიშნავად ინსტიტუტის სტუდენტებმა მოამზადეს საგანამანათლებლო წარმოდგენა: "არტისტული სამსჯავრო - ჰეკაბე", რომლის ეთიკურ-სამართლებრივი პრობლემა თანამედროვე სამყაროშიც აქტუალურია. კერძოდ: "გამართლებულია თუ არა სისასტიკე, რომელიც ტკივილისაგან იბადება?"

წარმოდგენის დასრულების შემდეგ გაიმართა ინტერაქციული დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთო დამსწრე საზოგადოება. მსჯელობა შეეხო შურისძიების, სამართლიანობის, ძალადობისა და მორალური პასუხისმგებლობის საკითხებს.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული გიორგი ქირია, რომელმაც აუდიტორიის წინაშე წარმოადგინა შემაჯამებელი სიტყვა და სამართლებრივი ანალიზი.

შემოქმედებითი წარმოდგენის იდეის ავტორია კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა ტონია. დადგმაში მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა ჯგუფმა.

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აგრძელებს იმ აკადემიურ ტრადიციას, რომელიც ეფუძნება კლასიკური მემკვიდრეობის კვლევას, სწავლებასა და მის აქტიურ ინტერპრეტაციას თანამედროვე კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში.

ორშაბათს, 29 ივნისს, 17 საათზე კვლავ გიწვევთ ჩვენს ტრადიციულ "აგორაზე". წარმოგიდგენთ ინსტიტუტის 2025-2026 სასწავლო წლის ...
25/06/2026

ორშაბათს, 29 ივნისს, 17 საათზე კვლავ გიწვევთ ჩვენს ტრადიციულ "აგორაზე".

წარმოგიდგენთ ინსტიტუტის 2025-2026 სასწავლო წლის საქმიანობის ანგარიშს, რის შემდეგაც გაიმართება ძველი ბერძნული ენის თვალსაჩინო პედაგოგისა და მკვლევრის, თინათინ გიორგობიანის 80 წლის იუბილესადმი მიძღვილი კრებულის პრეზენტაცია.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. N 13, თსუ მერვე კორპუსი, ოთახი N 220

18 ივნისს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ჩვენი ინსტიტუტის მოწვეულმა ლექტორმა, გვანცა კოპლატაძემ წაიკითხა მოხსენება „ა...
23/06/2026

18 ივნისს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ჩვენი ინსტიტუტის მოწვეულმა ლექტორმა, გვანცა კოპლატაძემ წაიკითხა მოხსენება „არეოპაგიტიკის ტექსტის ავთენტურობისთვის“.�

მოხსენება წარიმართა ჩვენი ინსტიტუტის კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით სემინარების, მოხსენებებისა და პრეზენტაციების ციკლის „აგორას“ ფარგლებში.

სიხარულით და სიამაყით გაცნობებთ, რომ ჩვენი ინსტიტუტის ბიზანტიური ფილოლოგიის მიმართულების დოქტორანტმა მარიკა ჭითანავა-ლობ...
18/06/2026

სიხარულით და სიამაყით გაცნობებთ, რომ ჩვენი ინსტიტუტის ბიზანტიური ფილოლოგიის მიმართულების დოქტორანტმა მარიკა ჭითანავა-ლობჟანიძემ გაიმარჯვა საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ შემოქმედებითი საქართველოს სამეცნიერო ხელოვნებათმცოდნეობის კვლევების ხელშეწყობის საგრანტო კონკურსში.

პროექტის სახელწოდებაა: ,,ალექსანდრიული ჟამისწირვის შემცველი კოპტური ხელნაწერების მხატვრული გადაწყვეტა".

ჩვენი ინსტიტუტის სახელით ვულოცავთ მარიკას ამ გამარჯვებას, ვუსურვებთ კვლევის წარმატებით განხორციელებას და შემდგომ წინსვლას.

ჩვენმა ინსტიტუტმა წელს კიდევ ერთხელ, ამჯერად მეთორმეტედ,  უმასპინძლა სტუდენტურ კონფერენციას "ანტიკურობის თანამედროვეობა“...
17/06/2026

ჩვენმა ინსტიტუტმა წელს კიდევ ერთხელ, ამჯერად მეთორმეტედ, უმასპინძლა სტუდენტურ კონფერენციას "ანტიკურობის თანამედროვეობა“, რომელიც უკვე მეხუთე წელია საერთაშორისო ფორმატით იმართება. ღონისძიება ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში 27-29 მაისს და მასში მონაწილეობა მიიღო სამივე საფეხურის 34-მა სტუდენტმა მსოფლიოს 5 ქვეყნიდან: საქართველო, საბერძნეთი, ესპანეთი, აშშ და ბრაზილია.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ წლევანდელ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს რეკორდული რაოდენობის მონაწილეებმა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ბერძნულ-რომაული სამყაროს მიმართ თანამედროვეობის დიდ ინტერესსა და კვლევის საჭიროებაზე.

კონფერენციაზე მუშაობდა შემდეგი სექციები: კლასიკური ფილოლოგიის აქტუალური საკითხები, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის აქტუალური საკითხები, ანტიკურობის რეცეფცია მსოფლიო კულტურაში. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჩვენი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ირინე დარჩიამ, კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგემ, პროფესორმა ნანა ტონიამ და ბიზანტინისტიკის კათედრის გამგე, პროფესორმა თინა დოლიძემ.

ღონისძიების ორგანიზებაში წელსაც ჩართული იყვნენ ჩვენი ინსტიტუტის სტუდენტური კლუბი და მისი წარმომადგენლები, მაგისტრანტები: გიორგი ბარნაბიშვილი და ბექა გელაშვილი.

კონფერენციის რჩეული მოხსენებები ჩვენს სტუდენტურ ჟურნალ "მნემოსინეში" დაიბეჭდება. კონფერენციის მონაწილეებმა უკვე მიიღეს დამსახურებული სერტიფიკატები.

გულითადად ვულოცავთ ქართველ და უცხოელ მონაწილეებს და წარმატებას ვუსურვებთ სამეცნიერო და აკადემიურ სფეროში.

Our Institute once again, for the twelfth time, hosted the student conference "The Contemporaneity of Antiquity," which has been held in an international format for five years now. The event took place in a hybrid format on May 27-29 and was attended by 34 students from all three levels of higher education representing 5 countries: Georgia, Greece, Spain, the USA, and Brazil.
It is important to note that this year's conference saw a record number of participants. This once again points to the great contemporary interest in the Greco-Roman world and the need for its research.
The following sessions operated at the conference: Topical Issues in Classics, Topical Issues in Byzantine and Modern Greek Studies, and Reception of Antiquity in World Culture. Participants were welcomed with opening speeches by the Deputy Director of our Institute, Associate Professor Irine Darchia; the Head of the Department of Classical Philology, Professor Nana Tonia; and the Head of the Department of Byzantine Studies, Professor Tina Dolidze.
Our institute's student club and its representatives, MA students Giorgi Barnabishvili and Beka Gkelasvili, were once again involved in organizing the event this year.
Selected papers from the conference will be published in our student journal "Mnemosyne." The conference participants have already received their well-deserved certificates.
We would like to congratulate the Georgian and foreign participants and wish them success in their respective scientific and academic fields.

2026 წლის გაზაფხულის სემესტრის ფარგლებში (27.04-01.05) თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზ...
15/06/2026

2026 წლის გაზაფხულის სემესტრის ფარგლებში (27.04-01.05) თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სასწავლო ვიზიტით იყვნენ მიწვეულნი Academia Vivarium Novum-ში (AVN, იტალია, ფრასკატი).

AVN წარმოადგენს მსოფლიოში იმ ერთ-ერთ გამორჩეულ სასწავლო დაწესებულებას, რომელშიც სტუდენტები კლასიკურ ენებს ე.წ. ცოცხალი მეთოდის მეშვეობით ეუფლებიან. გარდა ენებისა, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, ლათინურ და ძველბერძნულ ენებზე შეისწავლონ ანტიკური და აღორძინების ხანის ფილოსოფია, ისტორიოგრაფია, მეტრიკა და ა.შ.

ჩვენს ინსტიტუტსა და AVN-ს შორის თანამშრომლობა უკვე სამ წელზე მეტხანს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ყოველწლიურად ერთი ქართველი სტუდენტი სრული დაფინანსებით იღებს განათლებას აკადემიაში.

სასიხარულოა, რომ წელს სტუდენტთა უფრო ფართო ჯგუფს მიეცა შესაძლობა, ერთი კვირის განმავლობაში დასწრებოდა ლექცია-სემინარებს და სრულად ჩართულიყო აკადემიის სასწავლო პროცესში.

აღსანიშნავია, რომ AVN-ში აკადემიური ვიზიტით აქამდეც ყოფილან მიწვეულნი ჩვენი ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები, თუმცა ეს შემთხვევა განსაკუთრებული იყო, რადგან მათ ამჯერად თან სტუდენტებიც ახლდნენ.

გვჯერა, რომ მსგავსი ვიზიტები ხელს შეუწყობს როგორც კლასიკური ენების სწავლების თანამედროვე მეთოდიკის დანერგვას საქართველოში, ასევე ჩვენს ინსტიტუტსა და Academia Vivarium Novum-ს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.

As part of the Spring 2026 semester (27.04–01.05), BA and MA students from the TSU Rismag Gordeziani Institute of Classical, Byzantine, and Modern Greek Studies, along with their professors, were invited for a study visit to the Academia Vivarium Novum (AVN) in Frascati, Italy.
AVN is one of the world's most distinguished educational institutions, where students master classical languages using the so-called "living method." Beyond language acquisition, they are given the opportunity to study ancient and Renaissance philosophy, historiography, metrics, and other disciplines in Latin and Ancient Greek.
The cooperation between our Institute and AVN spans more than three years. Throughout this period, one Georgian student has received a fully funded education at the Academy each year. This year a larger group of students had the opportunity to attend lectures and seminars for a week, immersing themselves completely in the Academy's educational process.
While professors from our Institute had been invited to AVN for academic visits in the past, this occasion was particularly special as they were accompanied by students. We firmly believe that such visits will contribute both to the implementation of modern classical language teaching methodologies in Georgia and to the further deepening of relations between our Institute and the Academia Vivarium Novum.

ვაგრძელებთ შეხვედრებს "აგორაზე" - სემინარების, მოხსენებების და პრეზენტაციების ციკლს კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნულ...
12/06/2026

ვაგრძელებთ შეხვედრებს "აგორაზე" - სემინარების, მოხსენებების და პრეზენტაციების ციკლს კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით.

2026 წლის 18 ივნისს, ხუთშაბათს, 17.00 საათზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ჩვენი ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი, გვანცა კოპლატაძე წაიკითხავს მოხსენებას: "არეოპაგიტიკის ტექსტის ავთენტურობისთვის".

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, მეორე სართული, აუდიტორია N 220

Address

13, I. Chavchavadze Avenue
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TSU Institute of Classical, Byzantine and Modern Greek Studies posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to TSU Institute of Classical, Byzantine and Modern Greek Studies:

Shortcuts

Share

Category