18/06/2026
🌍 გაიცანით „განათლების ელჩი 2026“-ის მონაწილე - მაგდა აკობია
აგდა აკობია არის კერძო სკოლა „ჯიჯის“ მოქმედი ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი და ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის — „British Time“-ის დამფუძნებელი. იგი გამოირჩევა პროფესიული განვითარებისადმი მუდმივი სწრაფვითა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვის სურვილით.
მაგდამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მიიღო ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხი, ხოლო შემდგომ ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა განათლების მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი.
მისი პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის (GNAEB) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საგანმანათლებლო ვიზიტში მონაწილეობა ინგლისში. პროგრამის ფარგლებში გაეცნო ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემას, დაესწრო სამუშაო შეხვედრებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს, შეისწავლა სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიები და გაიღრმავა ცოდნა ხელოვნური ინტელექტის როლისა და შესაძლებლობების შესახებ თანამედროვე განათლების სისტემაში.
ინგლისში განხორციელებული საგანმანათლებლო ვიზიტი მაგდასთვის მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება აღმოჩნდა. მას შესაძლებლობა ჰქონდა ახლოდან დაკვირვებოდა სასწავლო პროცესს, გაეცნო მასწავლებელთა მუშაობის თანამედროვე პრაქტიკა, მოსწავლეებთან კომუნიკაციის მოდელები და ბრიტანული განათლების კულტურა.
მიღებული გამოცდილება მაგდა აკობიას დაეხმარა პროფესიული ხედვის გაფართოებაში და ახალი იდეების ჩამოყალიბებაში, რაც ხელს უწყობს თანამედროვე, მრავალფეროვანი და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას.
მაგდა მიიჩნევს, რომ საერთაშორისო გამოცდილება და უწყვეტი პროფესიული განვითარება თანამედროვე განათლების ხარისხის ამაღლების მნიშვნელოვანი საფუძველია.
✨ ჩვენი გუნდი ქალბატონ მაგდას წარმატებებს უსურვებს პროფესიულ საქმიანობასა და ახალ მიღწევებში!
✅ „განათლების ელჩი 2026“-ის ფარგლებში კვლავ გაგაცნობთ წარმატებულ და აქტიურ მონაწილეებს მთელი საქართველოდან.
📚 შემოუერთდით საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს და გახდით საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის აკადემიური საზოგადოების ნაწილი.
🌐 2026 წლის ზაფხულის საერთაშორისო პროგრამები
🇨🇭 სასწავლო ვიზიტი შვეიცარიაში - ჟენევა და ბერნი
📅 24-25-26-27 აგვისტო
🔗 იხილეთ სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/forms/d/17B08Nav3QyMKUPK_5dy_CkTgN7u2QI0-X1JV2Yb3q3E/edit
🇬🇧 საერთაშორისო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში
📅 9-10-11-12-13-14-15-16 აგვისტო
პროექტი მოიცავს 4 ქალაქის მონახულებასა და ერთკვირიან საგანმანათლებლო პროგრამას.
🔗 იხილეთ სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/forms/d/1zln7LZlw0OjbtmyJt4OVw3mNWeYgH0XSg7HUbsWpMAI/edit
💡 განათლება არ ცნობს საზღვრებს - თითოეული საერთაშორისო გამოცდილება ახალი შესაძლებლობების, პროფესიული ზრდისა და წარმატებული მომავლის საფუძველია.
✨ შემოგვიერთდით საერთაშორისო პროექტებში და ერთად შევქმნათ განათლების უკეთესი მომავალი!
#განათლებისელჩი2026