23/04/2025
⚖️ #167სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი “ათინათი” და სკოლის თვითთმართველობის თანამშრომლობით ჩატარდა იმიტირებული სასამართლო👩🎓👨🎓
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სამოქალაქო განათლების კლუბი “ათინათი”, School, თბილისის N167-ე საჯარო სკოლა, Tbilisi.
23/04/2025
⚖️ #167სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი “ათინათი” და სკოლის თვითთმართველობის თანამშრომლობით ჩატარდა იმიტირებული სასამართლო👩🎓👨🎓
04/11/2024
სამოქალაქო განათლების კლუბი “ათინათი” კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას😊
პორველი აქტივობა რომელიც განხორციელდა გახლავთ კლუბის წევრებისთვის canva.com-ის გაცნობა.
➡️მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია მოცემული პლატფორმის შესახებ.
➡️ისწავლეს როგორ უნდა აეწყოთ პრეზენტაციები თუ პოსტერები canva.com-ზე
➡️შექმნეს პოსტერები(რომელიც გამოყენებული იქნება შემდეგი პროექტისთვის)
სამოქალაქო განათლების კლუბი "ათინათი" აცხადებს ახალი წევრების მიღება🥳
🔸თუ ხარ, 167 საჯარო სკოლის მოსწავლე და გსურს კლუბში გაწევრიანება, მაშინ დარეგისტრირდი ქვემოთ მითითებულ ბმულზე ან მოგვწერე გვერდზე😊
https://forms.gle/nCP4SrxVt9KigPrZ6 - სარეგისტრაციო ბმული.
🔸კლუბში გაწევრიანების შემთხვევაში, უფრო მეტ ცოდნას მიიღებ სამოქალაქო განათლებაში. ამასთან ერთად შეძლებ სხვადასხვა პროექტებზე მუშაობას, რისი საშუალებითაც გექნება გამოცდილებას.😁
🔸პირველი შეხვედრა ტარდება 23 იანვარს, სამშაბათს მე-7 გაკვეთილის შემდეგ, მესამე სართულზე.💞
02/12/2023
📽📝🎁სამოქალაქო განათლების კლუბი „ათინათი“ 167-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და დაინტერესებულ პირებს გიწვევთ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე, რომელიც 4-8 დეკემბერს ჩვენს სკოლაში გაიმართება. 💢🎥🌟
ფესტივალის თემა ადამიანის უფლებებია და მაყურებელს საშუალება ექნება გაეცნოს CineDoc-Tbilisi-ს ფილმებს.
ფილმების ჩვენებები გაიმართება 6 გაკვეთილის შემდეგ, 14:15 საათზე VIIბ კლასის ოთახში.
გარდა ფესტივალისა, მოსწავლეებს საშუალება აქვთ, ჩაერთონ პოსტერების კონკურსშიც.📝
კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა ნაჩვენები 5 ფილმიდან ერთ-ერთ მათგანში ასახული ადამიანის უფლებების თემაზე უნდა შექმნან პოსტერი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც 1️⃣6️⃣7️⃣-ე სკოლის, ასევე USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული თბილისის სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს.
პოსტერი შესაძლებელია შეიქმნას როგორც ელექტრონულად, ასევე ხელით.
ხელით შექმნილი პოსტერი კონკურსის მონაწილეებმა, 15 დეკემბრის ჩათვლით უნდა ჩააბარონ სკოლის სამოქალაქო განათლების ნებისმიერ პედაგოგს.
ელექტრონულად შექნილი პოსტერი კი უნდა გადმოგზავნოთ ელ.ფოსტის საშუალებით მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 15 დეკემბრისა.
წარდგენილ ნამუშევრებს უნდა ერთვოდეს კონკურსანტის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და სკოლის დასახელება.
ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმებია: თემასთან შესაბამისობა და შემოქმედებითობა.
კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზებით. 🎁
სამოქალაქო განათლების კლუბი "ათინათი" გისურვებთ წარმატებას და გელით ფესტივალზე!💖
22/10/2023
სამოქალაქო განათლების კლუბი “ათინათი” იწყებს ახალი წევრების მიღებას❤
თუ გსურს,რომ გახდე კლუბის წევრი და ხარ 7, 8 ,9 ,10 ან 11 კლასელი შეავსე მიღების ფორმა😊და გახდი კლუბ "ათინათის" ნაწილი.💞
კლუბში გაწევრიანების შემთხვევაში გეძლევა შანსი რომ, მიიღო უფრო მეტი ინფორმაცია და გამოცდილება სამოქალაქო განათლებაში😁
(წევრების მიღება ვრცელდება #167 სკოლის მოსწავლეებისთვის)
17/06/2023
დღეს კიდევ ერთი დასუფთავების აქცია შედგა ჩვენს პატარა მეგობართან ერთად💪🏾❤️
31/05/2023
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა! 🤍
შეგიძლიათ გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე და სრულად გაეცნოთ უფასო გასართობი სივრცეების სიას👇🏾
https://formulanews.ge/News/91631
26/05/2023
1918 წლის 26 მაისს, საქართველომ მოიპოვა 117 წლის წინ დაკარგული დამოუკიდებლობა.
,,ამ ძალაში დღეს გარდაიცვალა ერთი სახელმწიფო ამიერკავკასია და ახლა იბადება მეორე - საქართველო ‘’- ნოე ჟორდანია🇬🇪✊🏻
ႠႧႨႬႠႧႨ
08/05/2023
🙋♀️როგორც უკვე იცით, 22 აპრილს ათინათის წევრებმა დავასუფთავეთ სკოლის მიმდებარე ტერიტორია და იქვე მოგახსენეთ ისიც, რომ ვგეგმავდით ჩვენი სკოლა გაგვეხადა ეკომეგობრული.
👉🏾სწორედ ამ მიზნით, ვითანამშრომლეთ მაკულიტერატურასთან, რომელმაც სრულიად უფასოდ გამოყო მწვანე ყუთები სკოლისთვის.
🥰მადლობას ვუხდით მათ კიდევ ერთხელ და ჩვენ კი გპირდებით, რომ უფრო მეტად ვიაქტიურებთ ამ კუთხით.
23/04/2023
23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა📚