23/02/2023
#დიდებაუკრაინას!
#СлаваУкраїні! 🇺🇦
უკრაინაში რუსული საოკუპაციო ჯარების შეჭრიდან ერთი წელი გავიდა.
2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, პ****მა, გასცა ბრძანება, უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" დაწყებულიყო.
ფაქტები:
🪖 "სპეციალური ოპერაცია" უკვე ერთი წელია გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებულ ოპერაციას 175850 რუსი სამხედრო და 30000-ზე მეტი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ტექნიკა ემსხვერპლა.
_______________________________
🪦 ამ მონაცემით, რუსული არმიის დანაკარგი ბოლო ერთ წელში 943%-ით უფრო მეტია, ვიდრე ჩეჩნეთის ორივე ომში ერთად, რომელიც 4 წელი გაგრძელდა და 870%-ით აღემატება საბჭოთა კავშირის დანაკარგს ავღანეთის 9 წლიანი ოპერაციის პერიოდში.
_______________________________
ამ დროისთვის, რუსეთის ფედერაციას დარღვეული აქვს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები. უფრო კონკრეტულად, 13 შეთანხმება, მათ შორის:
• UN Charter (1945)
• Helsinki Final Act (1975)
• Declaration on Principles of International Law concerning Friendly Relations and Co-operation among States in accordance with the UN Charter (1970)
• UN GA Resolution 3314 “Definition of Aggression” (1974)
• Declaration on the Inadmissibility of Intervention in the Domestic Affairs of States and the Protection of Their Independence and Sovereignty (1965);
• Declaration on the Enhancement of the Effectiveness of the Principle of Refraining from the Threat or Use of Force in International Relations (1987)
..და კიდევ სხვა 7 საერთაშორისო ხელშეკრულება.
_______________________________
ერთ წლიანი "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" პერიოდში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მინიმუმ 65000 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, მათ შორის:
• განხორციელდა მინიმუმ 100 სარაკეტო იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ კორპუსებსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე.
• რუსულმა ძალებმა ჩერნიჰივში საჰაერო იერიში მიიტანეს მაღაზიაზე, რომელთანაც 100-ამდე ადამიანი პურის რიგში იდგა. გარდაიცვალა 47.
• მარიუპოლის ალყისას ყოველდღიურად იბომბებოდა სკოლები, თეატრი, ეკლესიები და საავადმყოფოები. მათ შორის, ქალაქის ცენტრალური თეატრი. მხოლოდ მარიუპოლის ალყისას მოკლულ იქნა უკრაინის 10000-ზე მეტი სამოქალაქო პირი (უმეტესად ქალები და ბავშვები).
• ბუჩას აღებისას, ოკუპანტებმა წამებით მოკლეს 650-ზე მეტი ადამიანი (მათ შორის ქალები და ბავშვები). ქალაქის გათავისუფლებისას უკრაინელ მეომრებს გარდაცვლილთა ცხედრები ქუჩაში ან საერთო სამარხში დახვდათ დატოვებული. ყველა მოკლულ ბავშვს ეტყობოდა ცემის, გაუპატიურებისა და წამების კვალი. მათ უმეტესობას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა ან მიბმულნი იყვნენ სხვადასხვა საგნებზე.
• საოკუპაციო ძალებმა ომის პირველივე დღიდან დაიწყეს ე.წ "კასეტური ბომბების" გამოყენება. მათი გამოყენება საერთაშორისო სამართლის ნორმებით აკრძალულია. ცნობისთვის, იგივე ტიპის ბომბები რუსულმა ძალებმა 2008 წელს, გორის შემოგარენსა და ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში ჩამოაგდეს, რასაც ტყის მასივის უდიდესი ნაწილის წამებში განადგურება მოყვა. 2008 წელს რუსეთმა უარყო მის არსენალში მსგავსი შეიარაღების ქონის ფაქტი...
• რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა 3 მარტს იერიში მიიტანეს ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე, რომლის დაზიანებასაც იმაზე მინიმუმ სამჯერ უფრო მომაკვდინებელი ეფექტი ექნებოდა, ვიდრე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას. სადგური უკრაინელი ჯარისკაცების მიერ იქნა გათავისუფლებული.
• ომის დაწყებიდან მხოლო ერთი თვის თავზე, მარტში, გაერთიანენბული ერების ორგანიზაციას აღრიცხული ჰქონდა 160-ზე მეტი გაუპატიურების და გაუპატიურებისას ჩადენილი არაადამიანური მკვლელობების აქტი. ეს რიცხვი ერთი წლის თავზე 3000 აჭარბებს, მათ შორის, საქმეთა 40%-ში მსხვერპლები თვრამეტ წლამდე ბავშვები არიან.
#დიდებაუკრაინას!
#СлаваУкраїні! 🇺🇦
07/02/2023
31/12/2022
11/11/2022
08/11/2022