Eleta•ელეთა

Eleta•ელეთა

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Eleta•ელეთა, Child Development, Tbilisi.

02/07/2022

ბავშვის განვითარების II ეტაპი: ჩვილობის პერიოდი -> დაბადებიდან 2 წლამდე 👶
24-36 თვე, რა შეუძლია ჩვენს პატარას? ❤️‍🔥
•ნაკლებად ეცემა
•ინარჩუნებს წონასწორობას ცალ ფეხზე
•კიბეზე დამოუკიდებლად ადის
• შეუძლია უკანსვლით სიარული
• ატარებს სამთვლიან ველოსიპედს
• უკეთ ისვრის, იჭერს და ფეხს ურტყამს ბურთს
• თვითონ ძვრება და ჩამოსრიალდება სასრიალოდან
• ხტუნავს ადგილზე
• ხტება პატარა საფეხურიდან
• ახერხებს ფანქრით ხაზების გავლებას
• ახერხებს ბოთლის თავსახურის მოხსნას და მოჭერას
• იწყებს მაკრატლით ფურცლის ჩაჭრას
• იწყებს დიდი მძივების თასმაზე აცმას
•სიამოვნებით თამაშობს ქვიშასა და წყალში
•მოსწონს წიგნების თვალიერება
• ბაძავს და ასახიერებს ნაცნობ ცხოველებს

30/06/2022

ბავშვის განვითარების II ეტაპი: ჩვილობის პერიოდი -> დაბადებიდან 2 წლამდე 👶
18-24 თვე, რა შეუძლია ჩვენს პატარას? 💗
• დადის
• დარბის
• ადის კიბეზე, მაგრამ ჩამოდის თქვენი ან მოაჯირის დახმარებით.
• გბაძავთ იატაკის მოწმენდაში
• ატარებს დიდი ზომის ნივთებს
• იხდის და იცვამს ზოგიერთ ტანსაცმელს
• ზის პატარა სკამზე
•იღებს ძალიან პატარა ნივთები

30/06/2022

ბავშვის განვითარების II ეტაპი: ჩვილობის პერიოდი -> დაბადებიდან 2 წლამდე 👶
12-18 თვე, რა შეუძლია ჩვენს პატარას? 🌟
• იწყებს დამოუკიდებლად ან ხელის მოკიდებით სიარულს
• შეუძლია აცოცება კიბეზე, მაგრამ ვერ ჩამოდის 😊
• შეუძლია ბურთის გადაგდება
• შეუძლია წიგნის გადაფურცლა
• ჯღაბნის ფანქრებით
• აშენებს კუბებით
• ცდილობს დახმარებას, როდესაც აცმევთ ან ხდით ტანსაცმელს
• ცდილობს კოვზის დაჭერას
• ცდილობს დალიოს წყალი ჭიქიდან

28/06/2022

ბავშვის განვითარების II ეტაპი: ჩვილობის პერიოდი -> დაბადებიდან 2 წლამდე 👶
7-12 თვე, რა შეუძლია ჩვენს პატარას?☀️
• ხოხავს
• ცდილობს სიარულის სწავლას
• საკუთარი სახელის გაგონებისას აქვს საპასუხო რეაქცია
• მოსწონს საბავშვო მელოდიები
• სწავლობს ხელის დაქნევას დამშვიდობებისას
• მოსწონს „ჭიტას“ თამაში
• ამბობს პირველ სიტყვებს
• მოსწონს ნივთების შესწავლა
• შეუძლია დამალული საგნების პოვნა
• ახერხებს დამოუკიდებლად ჯდომას
• შეუძლია ხელით დამოუკიდებლად მიირთვას მყარი საკვები
• ახერხებს ობიექტებზე მითითებასა და ამგვარად გარშემომყოფების ყურადღების მიპყრობას
ხვალ შემოგთავაზებთ ხვალ 12-18 თვეს 😊

28/06/2022

ბავშვის განვითარების II ეტაპი: ჩვილობის პერიოდი -> დაბადებიდან 2 წლამდე 👶
4-6 თვე, რა შეუძლია ჩვენს პატარას?💓:
• იღიმის
• იცინის
• ცდილობს მოსმენილი ხმების იმიტაციას
• სხეულს მჯდომარე მდგომარეობაში ინარჩუნებს
• დაწოლილ მდგომარეობაში ბრუნდება გვერდზე
• მოსწონს საგნების პირში ჩადება.
ხვალ შემოგთავაზებთ ხვალ 7-12 თვეს 😊

28/06/2022

ბავშვის განვითარების II ეტაპი: ჩვილობის პერიოდი -> დაბადებიდან 2 წლამდე 👶
0-3 თვე, რა შეუძლია ჩვენს პატარას?💗
• იწყებს ღიმილს 😊
• თვალს აყოლებს ადამიანებს და ობიექტებს 👀
• ვითარდება ,,სოციალური ღიმილი’’, საპასუხო ღიმილი ჩვენს ღიმილზე
• მუცელზე წოლის დროს ხელებსა და გულს ზემოთ წევს
• შეუძლია თითების პირთან მიტანა და წოვა
• განსაკუთრებით მოსწონს ბრჭყვიალა, ფერადი ნივთებისა და ადამიანების სახეზე დაკვირვება 🔮
• მოსწონს სამეტყველო ბგერებისა და სხვადასხვა ყოფითი ხმების მოსმენა
• იწყებს საკუთარი კიდურების აღმოჩენას და ცდილობს მისწვდეს მას
• მუცელზე მწოლიარეს თავის აწევა შეუძლია
• ამშვიდებს ხელში აყვანა და სხეულთან პირდაპირი კონტაქტი. ☀️
ხვალ შემოგთავაზებთ 4-6 თვეს 😊.

29/05/2022

ორსულობის III ტრიმესტრი🤰🏻
ორსულობის 27-28 კვირა: იგი იღიმის. ორგანიზმს უკვე შეუძლია მეტაბოლიზმი. ამ დროს ის უკვე საშუალოდ 1 კგ 130 გრ-ს იწონის.
ორსულობის 29-30 კვირა: კანქვეშა ცხიმის ფენა იზრდება, შესაბამისად იზრდება მისი ზომა📏. იცის ტირილი, დახველება. ტვინი უკვე იმდენად განვითარებულია, რომ მას შეუძლია გარკვეული ინფორმაციის📀 დამახსოვრება.
ორსულობის 31-32 კვირა: მას უკვე 5 გრძნობა (მხედველობა, სმენა, შეხება, გემოვნება, ყნოსვა)
აქვს. ესმის გარესამყაროს ხმები, კარგად ცნობს დედის ხმას. ყალიბდება იმუნური სისტემა.
ორსულობის 33-34 კვირა: მისი სიგრძე თითქმის 40 სმ-ია, წონა 2 კგ. კარგადაა ჩამოყალიბებული ნერვული სისტემა, მაგრამ ფილტვები ჯერ კიდევ ვითარდება.
ორსულობის 35-36 კვირა: იგი უკვე ისეთია, როგორც დაბადების მომენტში. მისი თმა და ფრჩხილები უკვე განვითარებულია. იწყებს უფრო დიდი „ოთახის“ ძებნას, სადაც უკეთ მოთავსდება.
ორსულობის 37-38 კვირა: მისი ჩამოყალიბების პროცესი ფინალურ ფაზაშია. იგი მზადაა სამყაროს მოევლინოს. ის უკვე იმდენად დიდია, რომ საშვილოსნოში ადგილი აღარ ჰყოფნის. დედა კი ფიქრობს, რომ იგი უფრო სწრაფად და ინტენსიურად მოძრაობს, სინამდვილეში კი მას მოძრაობისთვის ადგილი აღარ აქვს და მისი აქტივობა🤸‍♂️ მცირდება.
ორსულობის 39-40 კვირა: მისი ფილტვები აგრძელებს ფორმირებას დაბადებამდე. დაბადებისას მას უკვე შეუძლია ჩაისუნთქოს დამოუკიდებლად.

27/05/2022

ორსულობის II ტრიმესტრი 🤰🏻
ორსულობის 15-16 კვირა: მისი წონა⚖ საგრძნობლად იმატებს, თვალები 👁 ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ იწყება სახის კუნთოვანი სისტემის განვითარება. იგი იწყებს თითის წოვას.
ორსულობის 17-18 კვირა: იგი იწყებს ხმების 🗣 გარჩევას. ცნობს დედის ხმას. ჩამოყალიბებულია ძვლოვანი 🦴სისტემა და იგი უფრო მყარი და ძლიერი ხდება. ამ პერიოდიდან დედა გრძნობს მის მოძრაობას👣.
ორსულობის 19-20 კვირა: იგი თვალს ჯერ ვერ ახელს, მაგრამ უკვე აქვს ორიენტაციის უნარი. ერთ ხელს უფრო ხშირად ამოძრავებს, ვიდრე მეორეს, ამით შესაძლებელია დადგენა იგი ცაცია იქნება თუ - არა. იწყებს დღისა და ღამის ⏰ გარჩევას. დღე აქტიურია, ღამე ისვენეებს. თუმცა ზოგჯერ პირიქითაც ხდება 😊.
ორსულობის 21-22 კვირა: შესამჩნევად იწყებს წონაში ⚖ მომატებას. მისი ტვინი 🧠 უკვე ჩამოყალიბებულია. თანდათან თვალებიც👁ფორმირმდება.
ორსულობის 23-24 კვირა: შესაძლებელია გარკვევა, თუ რომელ მშობლს გჰავს გარეგნულად. კანი აღარაა ძალიან თხელი, თვალი გახელილი აქვს და რეაგირებს სინათლეზე🕯. იგი თითქმის 30 სმ-ია და 450 გრ-ს იწონის.
ორსულობის 25-26 კვირა: ჩამოყალიბებული აქვს გემოვნება. დედის მუცელში მას აქვს საყვარელი საჭმელები🍭და ისეთი საკვებიც🥣, რომლებიც არ მოსწონს.
ორსულობის III ტრიმესტრზე ხვალ გიამბობთ 😊.

27/05/2022

მუცლადყოფნის პერიოდი 🤰
მოგითხრობთ ამ ეტაპის დეტალების შესახებ, რომლის კითხვაც ყველა თქვენგანს სახეზე ტკბილ ღიმილს გგვრით 😊:
ორსულობის I ტრიმესტრი (1-14 კვირა):
ორსულობის 1-2 კვირა: პირველი 4 დღე იგი პატარა წერტილია 🔴, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან იცის, რომ მე-4 დღეს უნდა გადაადგილდეს იქ, სადაც მთელი 9 თვე უნდა გაატაროს, ანუ თავის პირველ ოთახში ⭕ - საშვილოსნოში. მე-5 დღიდან იწყებს ზრდას, მე-6 დღეს მისი ზომა გაორმაგებულია.
ორსულობის 3-4 კვირა: მე-20 დღეს ჩნდება ნერვული მილები 〽, რომელიც აყალიბებს ზურგსა და ტვინს. 21-ე დღეს მისი გული ♥ ფეთქვას იწყებს და თითქმის ყველა ორგანო ჩამოყალიბებულია, მათ შორის ღვიძლი და თირკმელები. მას უკვე აქვს სისხლის 🩸 მიმოქცევის სისტემა და იწყება კუნთოვანი სისტემის 🦵განვითარება.
ორსულობის 5-6 კვირა: მას უვითარდება 💪ხელები და წელი, თუმცა თითების 🖐გარჩევა ჯერ კიდევ რთულია. იწყება გენიტალიების ჩამოყალიბება, მაგრამ სქესის დადგენა შეუძლებელია. იწყება სახის 👨‍🦲ფორმირება, თუმცა თვალების👁 ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.
ორსულობის 7-8 კვირა: იგი მოძრაობას იწყებს, მაგრამ ეს დედისთვის ჯერ კიდევ შეუმჩნეველია. უფრო მეტად ვითარდება კიდურები და თითები 🖐. განვითარებას იწყებს პირის ღრუ და რეპროდუქციული სისტემა. თირკმელები იწყებენ 🧪შარდის წარმოქმნას. მას უკვე აქვს სახის გამომხატველობა, ცხვირი 👃 უფრო შესამჩნევი ხდება.
ორსულობის 9-10 კვირა: ტვინი 🧠 უკვე გაყოფილია ორ სფეროდ. იგი აქტიურად იწყებს მოძრაობას, თუმცა მიუხედავად ამისა, კიდევ შეუმჩნეველია დედისთვის. თავზე 👦თმა იწყებს ზრდას.
ორსულობის 11-12 კვირა: გენიტალიები უკვე ჩამოყალიბებულია და შესაძლებელია მისი სქესის გარკვევა. უცხოპლანეტელს ჰგავს 😊: აქვს დიდი თავი და პატარა ტანი, ყურები 👂 თავის ადგილზეა, ვითარდება წარბები და ქუთუთოები.
ორსულობის 13-14 კვირა: მას შეუძლია თითის პირში ჩადება. მისი კანი წითელი და ძალიან თხელია.
ორსულობის II ტრიმესტრზე ხვალ გიამბობთ 😊.

26/05/2022

მკვლევარები ბავშვის განვითარების ხუთ ეტაპს გამოჰყოფენ:
I ეტაპი: მუცლადყოფნის პერიოდი -> ჩასახვიდან დაბადებამდე 🤰🏻
II ეტაპი: ჩვილობის პერიოდი - > დაბადებიდან 2 წლამდე 👶
III ეტაპი: ადრეული ბავშვობის პერიოდი -> 2-დან 6 წლამდე 👩‍🦲
IV ეტაპი: შუა ბავშვობის პერიოდი -> 6-დან 11 წლამდე 👦
V ეტაპი: მოზარდობის პერიოდი -> 11-დან 18 წლამდე 🧑
რადგან ჩვენი საქმიანობა ჩვილობის პერიოდში ბავშვების განვიარებაზეა ორინტირებული ხვალიდან დეტალურად მოგიყვებით პირველი 2 ეტაპის შესახებ 😊👌

26/05/2022

იცით ❤, რომ ბავშვის განვითარების 3 სფერო არსებობს?
ესენია:
1. ფიზიკური განვითარება 💪 წარმოადგენს ზრდის დინამიკურ პროცესს, რომელიც დამოკიდებულია, როგორც გენეტიკურ 🧬, ასევე გარემო ფაქტორებზე 🌌. ზრდის დინამიკური პროცესი გულისხმობს პატარას სხეულის მასის , სიგრძის , თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობის მატებას 📈, სხეულის ცალკეული ნაწილის პროპორციების ჩამოყალიბებასა და ბავშვის ორგანიზმის 🚼 ბიოლოგიურ მომწიფებას.
2. კოგნიტური განვითარება 🧠გულისხმობს ბავშვის აზროვნების , შემეცნებითი თუ განსჯითი უნარებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას.
3. ემოციური და სოციალური განვითარება განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებასა და ადამიანებთან ურთიერთობას. სოციალური განვითარება განაპირობებს ბავშვის უნარს დაამყაროს ურთიერთობა გარემოსთან და გარშემომყოფებთან. ემოციური განვითარება განაპირობებს ბავშვის უნარს, შეძლოს საკუთარი გრძნობების გაგება და გამოხატვა, სხვათა გრძნობების გაგება (თანაგრძნობა) და სათანადოდ რეაგირება.

26/05/2022

✅ ყველა პატარა ინდივიდუალურია!
✅დაუშვებელია ყველასათვის განვითარების ერთი და იგივე სტანდარტის გამოყენება! მით უმეტეს კი ერთი და იგივე სტანდარტით შეფასება!
✅ ერთი პატარა ადრე იწყებს ხოხვას, მეორე - გვიან, მესამე კი საერთოდ არ დახოხავს, პირდაპირ იწყებს სიარულს. სამივე ლამაზი, ჭკვიანი და მგრძნობიარეა... სად არის სტანდარტი, რომელიც მათ ქცევას განსაზღვრავს?!
✅ ყველა პატარას განვითარებისათვის ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


Tbilisi
0160