23/10/2020
22 ოქრომბერს ზოგადი განათლების რეფორმის განმახორციელებელმა გუნდმა პარტნიორ ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განვიხილეთ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისთვის ხელშემწყობი აქტივობები და ამ პროცესებში პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობის გზები.
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლისა და მასწავლებლისადმი მოთხოვნაა არა მხოლოდ საგნობრივი შედეგების რეალიზება, არამედ ზრუნვა პრიორიტეტული თემების (გარემოს დაცვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ჯანსაღი ცხოვრება, სამოქალაქო უსაფრთხოება, კონფლიქტების მართვა, ფინანსური წიგნიერება, კულტურული მრვალფეროვნება, ადამიანის უფლებები) მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე.
საამისოდ სკოლამ სხვადასხვა საშუალება შეიძლება გამოიყენოს:
• პრიორიტეტულ თემებთან დაკავშირებული საკითხების სავალდებულო საგნებთან ინტეგრირება;
• პრიორიტეტული თემების გამოყენება არაფორმალურ განათლებაში (წრეების, კლუბების სასკოლო პროექტების საშუალებით).
შესაბამისად, მნიშვნელოვანია საკითხით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მრავალფეროვანი რესურსების განვითარება და ფორმალური თუ არაფორმალური განათლების მიმართულებით სკოლების მხარდაჭერა.
#ახალისკოლისმოდელი #განათლებისრეფორმა