10/02/2024
📣 9 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს პროფესორისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა - “ჩატეხილი ხიდის აღდგენა: საუბარი საქართველოს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის შესაბამისობაზე.”
🔻 დისკუსიაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები მონაწილეობდნენ:
🔹 ასუნსიონ სანჩეს რუისი - ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში;
🔹 ვესელინ ვალკანოვი - ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში;
🔹 პროფ. ტანია ა. ბიორცელი - ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი; დირექტორი - The Cluster of Excellence “Contestations of the Liberal Script”;
🔹 პროფ. თომას რისე - ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ოტო სურის პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტის ტრანსნაციონალური ურთიერთობების, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის დირექტორი.
🗣️ მოდერატორი:
🔹 პროფ. კორნელი კაკაჩია - ჟან მონეს პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
🎯 მრგვალი მაგიდის დისკუსია მიზნად ისახავდა შინაარსობრივი დისკუსიების გაღვივებას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის შესაბამისობასთან საქართველოს სინერგიის გაძლიერების თაობაზე და ასევე, ევროპულ საზოგადოებაში საქართველოსთვის უფრო ღრმა ინტეგრაციის გზების ძიებაზე.
🇩🇪🇬🇪 გერმანელმა და ქართველმა მეცნიერებმა და პოლიტიკის პრაქტიკოსებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს - მათ შორის, CFSP-თან შესაბამისობის მნიშვნელობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ლიბერალური ღირებულებების როლი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ასევე საგარეო და საშინაო არალიბერალური ქცევის ზეგავლენა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.
🇪🇺🤝 სემინარი ორგანიზებული იყო ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპეიზაციის კვლევის ხელშეწყობას ახალგაზრდებს შორის ევროკავშირისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ცნობიერების ამაღლების, მონაწილეობაზე დამყარებული კვლევის ხელშეწყობისა და ქართულ საზოგადოებაში აღნიშნულ საკითხებზე აქტიური დისკუსიის წახალისების გზით.
- 🇬🇧 –
📣 On February 9, a round table discussion titled "Bridging the Divide: Exploring Georgia's Alignment with EU Security and Foreign Policy" was organized at Ivane Javakhishvili Tbilisi State University by the Jean Monnet Chair and the Georgian Institute of Politics (GIP).
🔻 The discussion saw participation from representatives of the diplomatic corps and professors from the Freie Universität of Berlin:
🔹 Asunción Sánchez Ruiz, Chargée d’affaire, Delegation of the European Union to Georgia;
🔹 H.E. Vesselin Valkanov, The Ambassador of the Republic of Bulgaria to Georgia;
🔹 Prof. Dr. Tanja A. Börzel, Professor of Political Science, Freie Universität Berlin; The director of the Cluster of Excellence “Contestations of the Liberal Script”
🔹 Prof. Dr. Thomas Risse, The Director of the Center for Transnational Relations, Foreign and Security Policy at the Otto-Suhr-Institute of Political Science at the Freie Universität Berlin;
🗣️ Moderator:
🔹 Prof. Dr. Kornely Kakachia, Jean Monnet Chair, Ivane Javakhishvili Tbilisi State University.
🎯 The round table discussion aimed to spark insightful discussions on fortifying Georgia's synergy with the EU's security and foreign policy framework while also exploring avenues for Georgia's deeper integration into the European community.
🇩🇪🇬🇪 Prominent German and Georgian scholars and policy practitioners discussed various topics, including the importance of alignment with CFSP for Georgia's EU accession, the role of the liberal script in shaping EU-Georgia relations, as well as external and domestic illiberal backlashes to Georgia's European integration.
🇪🇺🤝 The seminar was organized in the framework of the Jean Monnet project, which aims to promote the study of the Europeanization of Georgia’s foreign policy by raising awareness among young people about the EU and Georgia’s European perspective, by promoting participatory-based research, and by encouraging active discussion on this topic in Georgian society.