09/12/2024
ოთხშაბათს, 11 დეკემბერს, 17:00 საათზე, STEM საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება საპროტესტო აქცია-მსვლელობა. მსვლელობა მოეწყობა განათლების სამინისტროდან პარლამენტისკენ.
აქცია-მსვლელობა სრულად იზიარებს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მოთხოვნებს:
⭕️ მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას!
⭕️ მოვითხოვთ რეჟიმის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
⭕️ ვეწინააღმდეგებით ძალადობას მოქალაქეების მიმართ.
⭕️ ვგმობთ არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის უგულებელყოფას, მათ შორის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევას და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას.
მოგმართავთ ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს, რომ შემოგვიერთდეთ და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია იმ საკითხებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს თავისუფლებასა და ევროპულ მომავალს.
03/12/2024
ჩვენ, ქართველი მეცნიერები, არ ვაღიარებთ თვითმარქვია მთავრობას, ვგმობთ პოლიციის სისასტიკესა და ძალადობას, მოვითხოვთ უკანონოდ დაჭერილი მომიტინგეების გათავისუფლებას და უპირობოდ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ კურსს.
ხელმომწერთა სია შეგიძლია იხილოთ აქ: https://docs.google.com/spreadsheets/d/1xcvckzqyKdry-pqmurFPEKUbHJJ7Uy1ANoHXShss7SQ/htmlview =735014135
ხელის მოსაწერად გადადით ამ ბმულზე:
ქართველი მეცნიერების განცხადება
ჩვენ, ქართველი მეცნიერები, არ ვაღიარებთ თვითმარქვია მთავრობას, ვგმობთ პოლიციის სისასტიკესა და ძალადობას, მოვით.....
04/10/2023
STEM მასწავლებლებისთვის NEXT.On.ge შესარჩევ კონკურსს აცხადებს
ეს შესაძლებლობა შენთვისაა, თუ ხარ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ელექტროინჟინერიის, რობოტიკის ან პროგრ...
31/08/2023
«სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო» ახალ პროექტს იწყებს, რომელიც საქართველოში, მოლდოვასა და სომხეთში ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან მებრძოლ ორგანიზაციებს გააერთიანებს.
პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ისეთ მნიშვნელოვან და დეფიციტურ მიმართულებაზე დაეუფლონ ცოდნას, როგორიცაა «ღია წყაროების დაზვერვა» (Open Source Intelligence – OSINT).
დღეს არის რეგისტრაციის ბოლო დღე!
✅ მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ პროექტის "Disinformation Firewall" -ის ფარგლებში დაგეგმილ OSINT-ის ტრენინგზე განაცხადების მიღების ვადა 31 აგვისტოს იწურება.
🔺️ 31 აგვისტოს შემდეგ გამოგზავნილი განაცხადები აღარ მიიღება. ადგილები შეზღუდულია. ტრენინგს "ღია წყაროების დაზვერვაში" პოლონელი ექსპერტები ჩაატარებენ.
🗓 ტრენინგის ჩატარების სავარაუდო თარიღია მიმდინარე წლის 16-30 ოქტომბერი.
For English scroll down ⤵️
✅ Disinformation Firewall: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება ანტი-დასავლური დეზინფორმაციის აღმოჩენისა და გაქარწყლებისთვის.
«სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო» ახალ პროექტს იწყებს, რომელიც საქართველოში, მოლდოვასა და სომხეთში ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან მებრძოლ ორგანიზაციებს გააერთიანებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში არასამთავრობო და მოხალისეობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ისეთ მნიშვნელოვან და დეფიციტურ მიმართულებაზე დაეუფლონ ცოდნას, როგორიცაა «ღია წყაროების დაზვერვა» (Open Source Intelligence – OSINT). ტრენინგს მსმენელებისთვის პოლონური ორგანიზაცია – «Info Ops Polska” ჩაატარებს. ტრენინგი ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.
OSINT-ი, ეს არის „ღია წყაროებში“ ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და მონაცემების მოპოვება, შეგროვება და ანალიზი, მაგალითად, დაფარული გეო-ლოკაციების დადგენა, ყალბი ვიდეო და ფოტო მასალების პირველწყაროების დადგენა და სხვა.
პროექტის ფარგლებში მსმენელები დეზინფორმაციასთან ბრძოლის სხვა მნიშვნელოვან მეთოდებზეც მიიღებენ ინფორმაციას. მეორე ეტაპზე კი, ორგანიზაციები ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ შექმნილი საერთაშორისო ქსელის წევრები გახდებიან.
პროექტით დაინტერესებულ თითო ორგანიზაციას ტრენინგში მონაწილეობისთვის მაქსიმუმ სამი თანამშრომლის კანდიდატურის წარდგენა შეუძლია. ამისთვის აუცილებელია მოთხოვნილი დოკუმენტები 31 აგვისტომდე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
📧 [email protected] ხოლო სათაურის ველში მიუთითოთ [Disinformation Firewall OSINT].
მოთხოვნილი დოკუმენტები:
1️⃣ მოკლე ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ (მაქსიმუმ 150 სიტყვა);
2️⃣ განხორციელებული რელევანტური პროექტები (მაქსიმუმ 500 სიტყვა);
3️⃣ წარდგენილი კანდიდატების მოკლე რეზიუმეები.
რაც შეეხება მოხალისე ინდივიდებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ სამოტივაციო წერილი, სადაც პროექტში თქვენი მონაწილეობის მნიშვნელობას დაასაბუთებთ (მაქსიმუმ 500 სიტყვა).
უპირატესობა მიენიჭება ორგანიზაციებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში საქმიანობენ.
ტრენინგი 🇬🇧ინგლისურ🇬🇧 ენაზე ჩატარდება.
აღნიშნული პროექტი სარგებლობს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP CSF) მხარდაჭერითა და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
❗შენიშვნა: ეს მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველო“ და არ ასახავს ევროკავშირის ხედვას.
Disinformation Firewall: Developing skills of Civil Society Organisations to identify and counter anti-Western disinformation
"Strategic Communications Center-Georgia" is launching a new project that aims to unite organizations fighting against anti-Western propaganda and disinformation in Georgia, Moldova and Armenia. Within the framework of the project, representatives of non-governmental and voluntary organizations will be given the opportunity to increase their capacity and acquire knowledge on such an important and deficient discipline within countering disinformation, as "Open Source Intelligence - OSINT". The training will be conducted by the Polish organization - "Info Ops Polska".
OSINT is the acquisition, collection and analysis of information and data available publicly. For example, determining geo-locations, identifying the original sources of altered video and photo materials, etc. Within the framework of the project, the trainees will also receive information on other important methods of combating disinformation. In the second phase of the project, the involved organizations will become members of the international network created against anti-Western propaganda and disinformation.
Each organization interested in the project can nominate a maximum of three employees to participate in the training. Please send an email to the following address: [email protected], by August 31, with subject [Disinformation Firewall OSINT] along with the following information:
1) Brief information about the organization (maximum 150 words);
2) Implemented relevant projects (maximum 500 words);
3) Short resume of nominated candidate(s).
As for individual volunteers, please provide us with a cover letter justifying the importance of your participation in the project (maximum 500 words).
Preference will be given to organizations operating in regions densely populated by ethnic minorities.
The training will be conducted in English.
This project is supported by the Eastern Partnership Civil Society Forum (EaP CSF) and financed by the European Union.
Disclaimer: This poster was produced with the financial support of the European Union. Its contents are the sole responsibility of “Strategic Communications Center - Georgia” and do not necessarily reflect the views of the European Union.
Eastern Partnership Civil Society Forum Fundacja INFO OPS Polska WatchDog.MD Ինֆորմացիայի Ազատության Կենտրոն/Freedom of Information Center
18/08/2023
მოგესალმებით მეგობრებო!
გვინდა შეგატყობინოთ რომ დაიწყო მენტორობის პროგრამის მეოთხე ციკლზე რეგისტრაცია.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 15 სექტემბერი.
ამ პროგრამის მიზანია დაეხმაროს მეცნიერებით დაინტერესებულ ან სამეცნიერო კარიერის ადრეულ ეტაპზე მყოფ ახალგაზრდებს აკადემიურ წინსვლაში და სამეცნიერო საქმიანობაში გზის გაკვლევაში. მენტორობის პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის (ე.წ. მენთიებისთვის), რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეცნიერების სხვადასხვა დარგით ან უკვე ჩართულნი არიან სამეცნიერო საქმიანობაში და სურთ, მიიღონ რჩევები და რეკომენდაციები სათანადო ცოდნისა და გამოცდილების მქონე მენტორისგან, ასევე მათთვის, ვისაც სურს, თავად იყოს მენტორი და საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს კარიერის შედარებით ადრეულ საფეხურზე მყოფ ახალგაზრდებს.
პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველას, ვისაც სურს იყოს მენტორი, მენთი ან ორივე. რეგისტრაციისას მითითებული ინტერესებისა და მოლოდინების შესაბამისად, ჩვენი საზოგადოება ერთმანეთს დააკავშირებს პოტენციურ მენტორ-მენთი წყვილებს და მისცემს მათ ზოგად მითითებებს, როგორ შეიძლება მენტორობის პროცესის წარმართვა, თუმცა, მენტორისა და მენთის კომუნიკაციის სიხშირე, ტიპი და მათ მიერ განსახილველი საკითხები მთლიანად მენტორისა და მენთის გადასაწყვეტია და ჩვენი საზოგადოება ამ პროცესში არ ჩაერევა.
მენტორობის ერთი ციკლის ხანგრძლივობაა 6 თვე. ამ ვადის გასვლის შემდეგ, მენთის შეუძლია ჩაერთოს მომდევნო 6-თვიან ციკლში და აირჩიოს სამენტორო ურთიერთობის გაგრძელება იგივე მენტორთან (თუ მენტორს კვლავ ექნება სათანადო დრო) ან ახალ მენტორთან.
პროგრამის ეს ციკლი დაიწყება 1 ოქტომბერს.
თუ გსურთ, პროგრამაში ჩაერთოთ როგორც მენტორი, გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა: https://forms.gle/PCf6utMDrWTFMRmS7
თუ გსურთ, პროგრამაში ჩაერთოთ როგორც მენთი, გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა: https://forms.gle/nhvAkPavfKAo2fSD6
02/08/2023
დაესწარით ბექა კობახიძის ლექციას კვირას, 6 აგვისტოს 18:00 საათზე.
ბექა კობახიძემ დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წელს. ის გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი.
ის ლექციებს კითხულობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. 2022 წელს იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსეთისა და ევრაზიის შესწავლის დევისის სახელობის ცენტრის მიწვეული მკვლევარი. 2018-2019 წლებში ბექა კობახიძე გახლდათ ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შესწავლის ცენტრის მიწვეული მკვლევარი. მის კვლევით ინტერესს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) საგარეო პოლიტიკა, კავკასიის რეგიონში რუსეთისა და დასავლეთის დიდ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების ისტორიული ურთიერთკვეთა და XIX-XX საუკუნეების კავკასიის რეგიონული ისტორია.
მისი მიმდინარე კვლევითი პროექტი არის „პარიზი 1919-1920: საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთის პოლიტიკაში“. კობახიძემ 2012-2014 წლებში მოიპოვა „პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“, 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ გრანტი, ხოლო 2018 წელს გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივ საგრანტო პროგრამის კონკურსში, ხოლო 2022 წელს მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის გრანტი, რამაც მას საშუალება მისცა კვლევითი საქმიანობა ეწარმოებინა დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და სხვა საარქივო დაწესებულებებში.
ამასთანავე, ბექა კობახიძე გახლავთ პრაქტიკოსი: 2009-2015 წლებში მუშაობდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, 2015-2019 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელობდა განათლებისა და პროფესიული განვითარების სამმართველოს, 2019-2022 წლებში კი მუშაობდა უკრაინაში ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიაში.
26/07/2023
არ გამოტოვოთ მეგი ქარცივაძის დღევანდელი ლექცია
დაესწარით Megi N. Kartsivadze -ის ლექციას 26 ივლისს 19 საათზე.
მეგი არის ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტი რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის კვლევების მიმართულებით და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევების საბჭოსა (ESRC Grand Union Training Partnership) და Scatcherd European Scholarships-ის სტიპენდიანტი. ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე „სტალინის კულტი ქართულ ფერებში: სტალინური ისტორიის სახელმძღვანელოები, პრესა, მასობრივი კულტურა და ქართული სტალინიზმის წარმოშობა“. დამთავრებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლა და ლონდონის საუნივერისტეტო კოლეჯის (UCL) რუსეთის კვლევების სამაგისტრო პროგრამა. 2023 წლის სექტემბრიდან ის, ასევე, მიწვეულია ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრში მოწვეულ მკვლევრად.
პარალელურად, მეგი არის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი, სადაც კითხულობს კურსს „პოლიტიკური იდეოლოგიები“ და ხელმძღვანელობს საბაკალავრო ნაშრომებსა და ჯუნიორ პროექტებს, ოქსფორდის უნივერსიტეტში კი ასწავლის შემდეგ საგნებს რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ისტორიის, პოლიტიკისა და კულტურის შესახებ. ამასთანავე, მეგი ჩართულია ოქსფორდის საერთაშორისო მულტიმოდალური კომუნიკაციების ცენტრის პროექტში როგორც კვლევითი ასისტენტი და შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში „საქართველო და გაერთიანებული სამეფო მე-19 საუკუნის მიწურულს: მარჯორი და ოლივერ უორდროპების პირადი მიმოწერის საფუძველზე“ როგორც ახალგაზრდა მეცნიერი.
წარსულში მეგი მუშაობდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) საბჭოთა წარსულის, მეხსიერებისა და დეზინფორმაციის ანალიტიკოსის პოზიციაზე, UCL-ის აკადემიური ჟურნალის SLOVO - მთავარ რედაქტორად, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში - ადგილობრივი და საერთაშორისო გრანტების კოორდინატორად და მედია პლატფორმა „ტაბულაში“ - ვებ ჟურნალისტად.