17/11/2025
🔥🦠🌡️ მაღალი ტემპერატურა ნამდვილად საგანგაშოა?
ჰოც და არაც. მოდით, განვიხილოთ დეტალურად.
🔴 სიცხე არ არის ავადმყოფობა. ეს მხოლოდ სიმპტომია, რომელიც გვიჩვენებს, რომ ორგანიზმში ვირუსული, ან ბაქტერიული ინფექციაა და თქვენი სხეული მას ებრძვის. როდესაც ორგანიზმში ინფექცია ხვდება, იმუნური სისტემა აქტიურდება, ის სიცხის დროს უფრო სწრაფად და მონდომებით მუშაობს. ორგანიზმი იწყებს გახურებას, რათა დააზიანოს, ,,დაწვას"ვირუსი.
📌36.5-37.0°C - სრულიად ნორმალური ტემპერატურაა;
📌37,1 - 37,9°C - მცირედით ამაღლებულია ტემპერატურა;
📌38,0 -38,9°C - ეს საშუალო სიცხეა;
📌39°C და მეტი - ეს უკვე მაღალი სიცხეა.
🔴 როდესაც ადამიანს ეწყება კანკალი, თითქოს სციოდეს - ნიშნავს, რომ სხეულისთვის ახლანდელი ტემპერატურა არ არის საკმარისი ამა თუ იმ ინფექციის დასამარცხებლად და ის ამაღლებს სიცხეს.
🔴 როდესაც ავადმყოფი ლოგინში წევს და თავის წამოწევის ძალაც კი არ აქვს, მისმა სისუსტემ არ მოგატყუოთ - ამ დროს იმუნური სისტემა მაქსიმალურადაა დატვირთული და მუშაობს ინფექციის დასამარცხებლად. როგორც კი ვირუსი დასუსტდება, ტემპერატურაც კლებას დაიწყებს (თუ დაავადებას მეორეული გართულებები არ მოყვა).
🔴 სიცხის დამწევი წამლის მიცემის მიუხედავად, თუ ორგანიზმს მაღალი ტემპერატურა ბრძოლის იარაღად სჭირდება, სიცხე მაინც მაღლა აიწევს იმ გრადუსამდე, სადამდეც მდგომარეობა მოითხოვს - თქვენი სხეული გონიერია.
🔴 სწორედ ამიტომ, თუ მაღალი ტემპერატურა არ გრძელდება ზედიზედ 2 დღეზე მეტი, ან თუ ბავშვი არ არის კრუნჩხვებისკენ მიდრეკილი - არ ჩაერიოთ საქმეში სიცხის დამწევი მედიკამენტებით, ეს თქვენს იმუნიტეტს ასუსტებს და ამით მხოლოდ ახანგრძლივებთ ავადმყოფობას.
აღნიშნული უფრო ეხება დაავადების გამოვლენის პირველ ფაზას, ორ-სამ დღეს, როდესაც ვირუსი, ან ბაქტერიები აქტიურ რეპლიკაციას (გამრავლებას) ახორციელებენ! ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს გაზრდილი ტემპერატურა. 👉 მეტი დაზღვევისთვის აუცილებლად იყავით კავშირზე ექიმთან!
🔴 ნუ ებრძვით სიცხეს. ებრძოლეთ სიცხის გამომწვევ მიზეზს: ვირუსს, ბაქტერიულ ინფექციას, თუ ანთებას - რა თქმა უნდა, ექიმის მითითებებით.
ასევე, ეცადეთ მიიღოთ ისეთი საშუალებები, რომლებიც ეხმარება იმუნიტეტს - ვიტამინები და მინერალები, შერჩეული ექიმის მიერ.
დალიეთ ბევრი სითხე - ნატურალური წვენები, ჩაი, ფრეში, კომპოტები.
🔴 შუა საუკუნეებში მოღვაწეობდა ცნობილი შვეიცარელი ექიმი და დიდებული მეცნიერი პარაცელსუსი (Philippus Aureolus Theophrastus Bombastus von Hohenheim, Paracelsus, 1493 წ.-1541 წ.), მას მიაწერენ ფრთიან გამონათქვამს, რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება:
"მითხარი როგორ მოვახერხო, რომ პაციენტს მისცეს სიცხე და ნებისმიერ დაავადებას განვკურნავ!" 😊😇
ჯანმრთელობას გისურვებთ ♥️