Life in English

Life in English ინგლისურის შემსწავლელი სოციალურ-ინოვაციური პროგრამა 13-17 წლის თინეიჯერებისთვის

'Life in English' არასამთავრობო ორგანიზაციის, "ახალგაზრდები ცვლილებებისთვის", ახალი სოციალურ-ინოვაციური პროგრამაა.

პროგრამის ამოცანაა ინოვაციური ინგლისური ენის კურსის მომზადება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიის გამოყენებით სკოლის მოსწავლეებისთვის (13-17 წ).

პროგრამა მიზნად ისახავს ინგლისური ენის სწავლებას კლასიკური მეთოდოლოგიის გამოყენების პარალელურად, სიტუაციური გაკვეთილების ჩატარების გზით „learning by doing” (სწავლა პრაქტიკაში) პრინციპის საფუძველზე, ისეთ რეალურ სივრცეებში, როგორებიცაა: მუზეუმი, აეროპორტი, კაფე, სავაჭრო ცენტრი, კინოთეატრი, პარკი და ა.შ.
ამგვარი მეთოდის გამოყენება მოზარდებს ხელს უწყობს ინგლისური ენის მარტივად ათვისებაში.

განსხვავებით ცენტრში ჩატარებული გაკვეთილებისა, რეალურ სივრცეში ჩატარებული გაკვეთილები ორიენტირებული იქნება მხედველობითი აღქმით მიღებულ ცოდნაზე. მსგავს არაფორმალურ გარემოში მოზარდები უფრო ეფექტურად შეისწავლიან სალაპარაკო ინგლისურს, გაივლიან პრაქტიკას რეალურ გარემოში, გადალახავენ კომუნიკაციის ბარიერებს და უცხო ენის კომპლექსს.

პროგრამა მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
► კლასიკური გაკვეთილები “ბექას სკოლაში”
► სასაუბრო ინგლისურზე ორიენტირებული გაკვეთილები რეალურ სივრცეებში: პარკი, კაფე, მუზეუმი, აეროპორტი, სავაჭრო ცენტრი და ა.შ.
► გაკვეთილები ამერიკელ მასწავლებელთან
► Reading Club, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან თანამედროვე ინგლისურენოვან ლიტერატურას თინეიჯერებისთვის, კომიქსებს და ა.შ.
► თამაშები: Board Games, Kahoot, ინტელექტუალური თამაშები, შეჯიბრები და ა.შ.

ინფორმაცია კურსის შესახებ:
► კვირაში 2 გაკვეთილი ცენტრში (თითოეული 1 სთ)
► თვეში 1 გაკვეთილი რეალურ სივრცეში (2 სთ)
► თვეში 1 შეხვედრა ამერიკელ მასწავლებელთან (2 სთ)
► თვეში 1 შეხვედრა მკითხველთა კლუბის ფორმატში (2 სთ)
► თვეში 1 შეხვედრა ინტელექტუალური, სპორტული და
სამაგიდო თამაშების ფორმატში (3+ სთ)
► კურსის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

სარეგისტრაციო ფორმა კურსის მსურველთათვის: http://bit.ly/2jrvMoU

Address

Paliashvili 55
Tbilisi
0179

Telephone

+995 551 32 55 33

Products

4 თვიანი ინგლისურის შემსწავლელი კურსი

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Life in English posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Life in English:

Shortcuts

Share