01/09/2021
📢მოემზადეთ ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მარტივად და პროდუქტიულად ❤️ ნახეთ ვიდეო კომენტარებში ❤️
📞597 860 550
📯ქართული სუფრა🍷 ისე არ ჩაივლის - „გაერთიანებული საქართველო გვენახოს! “ 🇬🇪სადღიგრძელო, რომ არ ითქვას...
🤔საინტერესოა ვინ შეძლო, პირველს,ენახა გაერთიანებული საქართველო? - რაღა თქმა უნდა ბაგრატ III_მ 👑
თამამად შეიძლება ვთქვათ რომ X და XI საუკუნეების მიჯნის ყველაზე იღბლიანი ადამიანი ბაგრატია🤞, მას სამეფო ტახტი მემკვიდრეობით ერგო: ქართლიდან, აფხაზეთიდან, ტაო-კლარჯეთიდან. 🤩💫
🇬🇪საქართველოს გაერთიანების საკითხში ტაოს მეფე დავით III კურაპალატის წვლილი ფასდაუდებელია, ასევე საყურადღებოა აფხაზეთის მეფის ერისთავის იოანე მარუშისძის როლი.ისინი რომ არა ბაგრატი საქართველოს ერთიანი მეფე ვერ გახდებოდა.😲
ბაგრატმა მემკვიდრეობით მიიღო:😏
აფხაზეთი - ვინაიდან იგი იყო აფხაზთა მეფის უსინათლო და უშვილო თეოდოსის დისწული.🥰
ტაო - რადგან იგი იყო ტაოს მეფე, დავით III კურაპალატის შვილობილი😇
შავშეთ -კლარკეთ,სამცხე და ჯავახეთი - მამისგან გურგენ II ბაგრატიონისგან ხვდა მემკვიდრეობით წილად🥳
ქართლი - მას როგორც ბაგრატიონს ისე ეკუთვნოდა.😎
ბაგრატი, დავით III კურაპალატის დახმარებით 975 წელს, ქართლში,უფლისციხეში აკურთხეს,👑 შემდეგ 976 წელს აფხაზეთში👑, მოგვიანებით 1001 წელს დავითი გარდაიცვალა და ბაგრტის სამეფოს ტაოც შემოუერთდა😢, 1008 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მხოლოდ თბილისის სამაირო და კახეთ-ჰერეთი აკლდა, 1010 წელს ბაგრატი კახეთში ჯარით შევიდა, დაამარცა კვირიკე მესამე და კახეთ-ჰერეთი საქართველოს შემოუერთა⚔️🗡️.
ასე გახდა ბაგრატი „მეფე აფხაზთა,ქართველთა,რანთა და კახთა“, და გაერთიანდა საქარტველო.🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ მეგობრებო და გირჩევთ...❤️
ისწავლეთ ისტორია მარტივად 🥰
მე ვარ ლუკა, ისტორიის მასწავლებელი, მოემზადეთ ეროვნული გამოცდისთვის მარტივად და პროდუქტიულად