საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრი

საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრი საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ?

საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრი დაარსდა 1998 წელს.
საეკლესიო გალობის ცენტრის შექმნას წინ უძღოდა გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის, ხოლო მოგვიანებით _ ხატწერის სახელოსნოს დაფუძნება. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული გალობით მზარდი დაინტერესების მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო ანჩისხატის ტაძრის გუნდის კვალდაკვალ ახალგაზრდა თაობის მგალობელთაგან შედგენილი არაერთი გუნდის ჩამოყალიბება, რომლებმაც ძირძველი სამგალობლო ტრადიციების აღდგენა დაისახეს მიზნად და საღვთისმსახურო პრაქტიკაში კვლავ ააჟღერეს მივიწყებული საგალობლები. მგალობლები სხვადასხვა წიგნთსაცავებში დაცულ საგალობელთა ხელნაწერებს ხელით იწერდნენ და ამრავლებდნენ. მათი გამოცემის აქტუალობა სულ უფრო მეტად იკვეთებოდა. ცხადი გახდა, რომ სამგალობლო ტრადიციების აღდგენისთვის თანმიმდევრული, მრავალმხრივი და სათანადოდ ორგანიზებული საქმიანობის წარმართვა იყო საჭირო. ამისთვის ანჩისხატის ტაძრის გუნდის ხელმძღვანელმა, მალხაზ ერქვანიძემ, თანამოაზრეებთან ერთად (კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი და მუსიკისმცოდნე მაგდა სუხიაშვილი) და ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (იმხანად პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი) მხარდაჭერით, წამოჭრა საეკლესიო გალობის ცენტრის შექმნის ინიციატივა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, თანადგომამ არ დააყოვნა და მალევე საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრი დაარსდა.
თავდაპირველად ცენტრს რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) ხელმძღვანელობდა. შემდგომში - ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე). 2006 წლიდან საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე).
დაარსებისთანავე ცენტრი აქტიურ სამეცნიერო-შემოქმედებით თუ საგანმანათლებლო მუშაობას შეუდგა. მისი მრვალმხრივი საქმინობის სტრატეგიას თავიდანვე ქართული კანონიკური საეკლესიო გალობის აღორძინება და საღვთისმსახურო პრაქტიკაში დანერგვა წარმოადგენდა.
ცენტრის წევრებს მუშაობის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად საგამომცემლო საქმიანობის წარმოება, სხვადახვა სამგალობლო სკოლის საგალობელთა ხელმიუწვდომელი ნიმუშების გამოქვეყნება ესახებოდათ. საჭირო იყო სხვადასხვა წიგნთსაცავებში დაცულ მრავალრიცხოვან საგალობელთა სანოტო ხელნაწერების რედაქტირება და დაბეჭდვა. დღეისათვის საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის წევრების მიერ გამოცემულია ოცამდე კრებული, ათზე მეტი კომპაქტ-დისკი თუ აუდიოალბომი.
ცენტრის მუშაობის პრიორიტეტებს შორისაა, ასევე, სამეცნიერო და პოპულარული სტატიების, წიგნებისა და ბროშურების გამოქვეყნება.
2003 და 2010 წლებში გამართულ წმიდა სინოდის კრებებზე საეკლესიო გარდამოცემით ჩვენამდე მოღწეული სულიერი მემკვიდრეობის, ქართული მრავალხმიანი გალობის კანონიკურობის, საღვთისმსახურო პრაქტიკაში მისი დანერგვის აუცილებლობის და გალობის ცენტრისათვის დაკისრებულ პასუხისმგებლობათა საკითხებზე იმსჯელეს წმინდა სინოდის წევრებმა. საქართველოს ეკლესიის 2003 წლის 18 აგვისტოს წმინდა სინოდის დადგენილებაში ნათქვამია: „ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რათა ე. წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ახლო მომავალში თანდათან შეცვალონ ქართული კანონიკური, მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ“.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს 2010 წლის 21 დეკემბერს გამართულ წმიდა სინოდის სხდომაზეც, რომლის თანახმადაც „საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს მრავალხმიანი ქართული გალობით“.

07/09/2026
გილოცავთ ქართული გალობის უდიდესი მოამაგეების წმიდა ძმები კარბელაშვილების ხსენების დღეს! ❤️✨შეგვეწიოს მათი ლოცვა და მადლი...
06/09/2026

გილოცავთ ქართული გალობის უდიდესი მოამაგეების წმიდა ძმები კარბელაშვილების ხსენების დღეს! ❤️✨
შეგვეწიოს მათი ლოცვა და მადლი! 🙏

✅ საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის წევრი, მუსიკოლოგიის დოქტორი მაგდა სუხიაშვილი არჩე...
04/07/2026

✅ საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრის წევრი, მუსიკოლოგიის დოქტორი მაგდა სუხიაშვილი არჩეულია გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად
✅🎉 ვულოცავთ მას ამ მაღალი წოდების მინიჭებას! ❤️

✨თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მანანა ანდრიაძის სახელობის საეკლესიო მუსიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და პედაგოგი, მუსიკოლოგიის დოქტორი მაგდა სუხიაშვილი აირჩიეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

✨დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის აკადემია 1995 წელს აღდგა. 2022 წელს აკადემიის ტრადიცია სახელმწიფოს მიერ გამოცხადდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.

✨კონსერვატორიის სახელით ვულოცავთ ქალბატონ მაგდას ამ ძალზედ მნიშვნელოვანი წოდების მინიჭებას.

26/05/2026

უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის სიტყვა 1918 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ:

"ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა (ფს.117.24).

დიდება ღმერთსა სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა!

დიდი ისტორიული დღე გაგვითენდა. 26 მაისი სამუდამოდ და საშვილიშვილოდ დარჩება ფრიად მნიშვნელოვან დღეთ. აღსრულდა ჩვენი უდიდესი ნატვრა, ჩვენ ნეტარ ხსენებულთა წინაპართა მუდმივი ლტოლვილება. ღმერთმა განუსვენოს იმ თავდადებულ მამულიშვილებს, რომელთაც თავი შესწირეს სამშობლოს კეთილდღეობისთვის და თავგანწირულად იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებისათვის. დიდი წვალების შემდეგ იშვა ჩვენი თავისუფლება და ობლის კვერივით გვიან გამოცხვა.
მადლობა ღმერთს! ასი წლის მონობის ბორკილი აეხსნა მრავალტანჯულ ქართველ ხალხს. ეს უდიდესი აქტი ერთხმად მიიღო ყველა წოდების ქართველმა, მიუხედავად პარტიებისა და რწმენისა. აღსრულდა მუდმივი ნატვრა საქართველოსი. 26 მაისს 5 საათზე გაისმა პირველი თავისუფალი სიტყვა თავვისუფალ საქართველოში. მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაკისრებს დიდ ზრუნვას და დიდ მოქალაქეობრივ სიბრძნე-სიფხიზლეს თხოულობს ჩვენგან.
ერთობაში არის ძალაო, ამბობენ და თუ ესეა, ეხლანდელი მომენტი მით უმეტეს მოითხოვს ყველასგან ძმურ შეერთებას და შრომას.
თავისუფლება ის წმინდა და ტკბილი დედის ძუძუა, რომელმაც გამოგვზარდა ჩვენ და კაცად გვაქცია. როდესაც კაცს უბედურება თავზედ დაატყდება დაჰკარგავს მას, ველური კაცის ხარისხზედ ჩამოდის იგი. მონობისთანა მწარე ხვედრი დედამიწამ არ იცის. თავისუფლებას ბინა აქვს თავისუფალი კაცის გულში. იგი დამაგვირგვინებელია ჩვენი ცხოვრებისა. თავისუფლება ღმრთიური ნიჭია.
ჭეშმარიტი მამულიშვილი მოვალეა, თუ პოლიტიკური გარემოება მოითხოვს, იარაღით ხელში დაიცვას მამაცმა მამულიშვილმა მოპოვებული თავისუფლება. "კაცი ჯაბანი რითა სჯობს- ამბობს უკვდავი შოთა -დიაცსა ქსლისა მბეჭველსა და სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა".

მაშ, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

გაუმარჯოს თავისუფალ ქართველ ხალხს!

გაუმარჯოს ყველა იმ ერებს, რომელნიც ჩვენთან ერთად იცხოვრებენ თავისუფალ საქართველოში!
მიიღე ეს უძველესი ბაირაღი, რომელიც დიდი სიფრთხილით დაცული იყო ერთს ქართველ ოჯახში და რომელიც არა ერთხელ ჩვენ წინაპართა ძლევამოსილი მოუტანიათ სამშობლოში, - გაუფრთხილდეთ მას, როგორც ეროვნულ სიწმინდეს.

ლოცვა-კურთხევა და მადლი უფლისა ჩვენისა გიძღოდეთ და მარად ჰფარვიდეს ქართველ ერს! ამინ".

22/05/2026

უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, შიო მესამეს ვულოცავთ ანგელოზის დღეს!

14/05/2026
05/04/2026

გილოცავთ ბზობას!

18/03/2026

▪️ უდიდესი გულისტკივილითა და ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ 17 მარტს, საღამოს, 22:10 საათზე, ღვთივ განისვენა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ.

▪️ ამასთან დაკავშირებით, 18 მარტს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ, 16:00 საათზე, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან ფეხით მსვლელობით გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში.

📢🎶   #საგალობელთაახალგამოცემულიკრებულისშესახებ✅📇📕 დაიბეჭდა ჰიმნოგრაფიული კრებულის მეოთხე ტომი✅📖🎶  კრებულში წარმოდგენილია...
21/02/2026

📢🎶 #საგალობელთაახალგამოცემულიკრებულისშესახებ

✅📇📕 დაიბეჭდა ჰიმნოგრაფიული კრებულის მეოთხე ტომი
✅📖🎶 კრებულში წარმოდგენილია გიორგი მთაწმინდელის რედაქციის პარაკლიტონის „უფალო-ღაღადყავსას“ დასდებლების (ჴმაჲ ა გუერდი და ჴმაჲ ბ გუერდი) მეცნიერულად დადგენილი კრიტიკული ტექსტი და სანოტო დანართი, რომელშიც შესულია დასდებელთა ნოტირებული ნიმუშები წმ. ფილიმონ მგალობლის (ქორიძე), წმ. ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) და დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძის ხელნაწერების მიხედვით
✅📕 კრებული გამოსაცემად მოამზადეს და გამოკვლევა დაურთეს მონაზონმა გიორგი ასკურავამ და მონაზონმა ექვთიმე კრუპეცკიმ
✅🎶 კრებულის რედაქტორია ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი ედიშერ ჭელიძე, ხოლო მუსიკალური რედაქტორი – მალხაზ ერქვანიძე
✅🎶 რეცენზენტები არიან: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია რაფავა და მუსიკოლოგიის დოქტორი მაგდა სუხიაშვილი
✅📕 წიგნის გამოცემა დაფინანსებულია საქართველოს საპატრიარქოს წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო ცენტრის მიერ

✅🎶 ქვემოთ წარმოდგენილი ბმულის მეშვეობით შესაძლებელია დასდებელთა აუდიოჩანაწერების მოსმენა 👇
https://soundcloud.com/bubu-cheqa/sets/iv-hymnographical-collection-iv

Address

ერეკლე II მოედანი #1
Tbilisi
0105

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის სასწავლო-კვლევითი ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share