19/12/2025
ინტერდისციპლინარული გუნდური კვლევები იწყება
რეგისტრაცია ღიაა!
ახალი შესაძლებლობა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის!
(19 დეკემბერი: ეთიკა მსახურება პასუხისმგებლობა - საზოგადოებრივი სიკეთის იდეა)
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტი იწყებს მონაწილეთა რეგისტრაციას მე-7 დარგთაშორის სამეცნიერო-კვლევით პროგრამაში (2026 წელი)
თემა: „სტრუქტურული რეორგანიზაციის გავლენა ელექტრონული მმართველობის უწყვეტობაზე: საქართველოს 2017–2025 წლების გამოცდილება“
ვინ შეიძლება გახდეს მონაწილე?
საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის მაგისტრანტი ან დოქტორანტი
თემის დამთხვევა სავალდებულო არ არის! (თუნდაც სულ სხვა მიმართულებით წერდეთ ნაშრომს – მოგვწერეთ)
რას მიიღებთ პროგრამაში ჩართვით?
• რეალურ კვლევით გამოცდილებას ინტერდისციპლინარულ გუნდში
• მონაწილეობას case study-ების, მონაცემთა ანალიზისა და სამეცნიერო სპარინგების
• ერთობლივ პუბლიკაციებს Scopus / Web of Science ჟურნალებსა და საერთაშორისო კონფერენციებზე
• მასალას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს მაგისტრის/დოქტორის ნაშრომში
• სერტიფიკატს და რეკომენდაციას ინსტიტუტისგან
განაცხადის ბოლო ვადა: 2025 წლის 28 დეკემბერი (ჩათვლით)
სად გამოვაგზავნოთ განაცხადი?
მარიამ ცაცანაშვილი (ინსტიტუტის დირექტორი)
[email protected]
ან Facebook გვერდზე: სამეცნიერო სპარინგი - https://www.facebook.com/scientific.sparring
განაცხადის ფორმა::
ვადასტურება ჩემს სურვილს საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის 2026 წლის სამეცნიერო-კვლევით პროგრამაში ჩართვის შესახებ.
ჩემი საკვალიფიკაციო თემის სათაურია (სამაგისტრო ან სადოქტორო თემა)
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: _
ელ. ფოსტა: _