01/02/2026
ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, თუ როგორ უნდა გავუგოთ ბავშვებს უკეთესად ...
გთხოვთ წაიკითხოთ
1. დისლექსია - კითხვის უნარის დაქვეითება, ხოლო ფართო გაგებით კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების პრობლემებით ხასიათდება. ამ პრობლემის მქონე ადამიანები ვერ ახერხებენ დაწერილი სიტყვის აღქმას, თუმცა მოსმენილის აღქმა შეუძლიათ.
2. დისკალკულია - არის შესწავლის უუნარობა, რომელიც გამოიხატება მათემატიკის სწავლისა, ან გაგების სირთულეებში. ამ პრობლემის მქონე ადამიანები ვერ ახერხებენ დათვლას, ანგარიშს, უჭირთ მარტივი მათემატიკური მაგალითის ამოხსნა, ვერ ცნობენ მათემატიკურ სიმბოლოებს.
3. დისგრაფია - წერის უნარის დარღვევა, რომელიც არაა დაკავშირებული ინტელექტუალური უნარის შესაძლებლობასთან. ადამიანებს დისგრაფიით შეუძლიათ თავისუფლად კითხვა, თუმცა კოორდინაციის ნაკლებობის გამო წერენ მხოლოდ გარკვეულ დონეზე. ასევე მათ უჭირთ ზოგიერთი მოტორული ფუნქციის შესრულება, მაგალითად, როგორიცაა ფეხსაცმლის თასმების შეკვრა. დისგრაფიის მქონე ადამიანებს შეიძლება უჭირდეთ ასოთა დამარცვლა, და ფურცელზე აზრის გადმოცემისას სიტყვებს ხშირად შეცდომით წერენ.
4. დისპრაქსია - მოძრაობის, კოორდინაციის ან რომელიმე ორგანოს ფუნქციის დარღვევა. ამ პრობლემის მქონე ადამიანებს დარღვეული აქვთ მოტორული უნარები. უჭირთ კოორდინაცია, ბალანსის დაცვა და თავისუფლად მოძრაობა.
This will help us understand our children better....
please read...
1. Dyslexia
A learning disability characterized by difficulty in reading and language processing. Learners may struggle with word recognition, spelling, and reading fluency despite normal intelligence.
2. Dyscalculia
A learning disability involving difficulty with numbers and mathematical concepts. Learners may have trouble with counting, calculations, number sense, and understanding mathematical symbols.
3. Dysgraphia
A learning disability that affects writing skills. Learners may have poor handwriting, difficulty with spelling, organizing ideas in writing, and forming letters properly.
4. Dyspraxia
A learning disability related to motor coordination and movement. Learners may struggle with fine and gross motor skills, balance, coordination, and performing tasks that require planning of movements.