China International Education / ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • China International Education / ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი

China International Education / ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი ჩინური, კორეული, იაპონური და ინგლისური ენის კურსები 📚
ტელ: +995 551 68 66 88
მის: თბილისი, ბალანჩივაძეების 𝟒𝟑;

10/07/2026

🎥✨ გიზიარებთ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სტუდენტის, ანა ფერცულიანის შესახებ მომზადებულ სიუჟეტს.

ანა 2026 წლის „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსის სკოლის მოსწავლეების კატეგორიის გამარჯვებულია. 🏆🇨🇳

სიუჟეტი გადაღებულია ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტში, სადაც ანა ჩინურ ენას ეუფლება. 📚

გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ 2026 წლის „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსის სკოლის მოსწავლეების კატეგორიაში ჩვენი ინსტიტუტის სტუდენტებმა სამივე საპრიზო ადგილი მოიპოვეს, რაც ჩვენთვის განსაკუთრებული სიამაყის მიზეზია. ❤️

🥇 I ადგილი — ანა ფერცულიანი
🥈 II ადგილი — ნატალი ბედიანიძე
🥉 III ადგილი — ანასტასია ფურცხვანიძე

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებასა და ახალ მიღწევებს! 🌟🇬🇪🇨🇳

📅 13 ივლისიდან იწყება ჩინური ენის ერთთვიანი სასაუბრო ექსპრეს კურსი, რომელიც სრულად ორიენტირებულია კომუნიკაციის უნარების ...
10/07/2026

📅 13 ივლისიდან იწყება ჩინური ენის ერთთვიანი სასაუბრო ექსპრეს კურსი, რომელიც სრულად ორიენტირებულია კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე.

👨‍🏫🇬🇪🇨🇳 მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ. კურსს ერთობლივად გაუძღვებიან ქართველი და ჩინელი პედაგოგები.

📍 სწავლების ფორმატი: ონლაინ.

📚 კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის.

💰 კურსის ღირებულება: 390 ლარი.

✨ თითოეულ მონაწილეს გისურვებთ წარმატებას!

📩 რეგისტრაციისათვის შეავსეთ ბმული: https://forms.gle/Q8LL4uRFVYyic4ez9

📩 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით:

📞 (+995) 599136215

🇨🇳 ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სტუდენტების საგანმანათლებლო ვიზიტი ჩინეთში ✨📅 ჩინეთის საერთაშორისო განათლე...
09/07/2026

🇨🇳 ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სტუდენტების საგანმანათლებლო ვიზიტი ჩინეთში ✨

📅 ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სტუდენტები 2026 წლის 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სასწავლო ვიზიტით უხანსა და პეკინში იმყოფებოდნენ.

🎓 პროგრამა აერთიანებდა აკადემიურ, პრაქტიკულ და კულტურულ კომპონენტებს. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე შესაძლებლობებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ჩინეთის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას.

🤖 საზაფხულო სკოლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებას. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს ქალაქ უხანის ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტი, სადაც გაეცნენ უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს, რობოტიკის განვითარებასა და ციფრული ტრანსფორმაციის თანამედროვე ტენდენციებს.

🏭 ასევე შედგა ვიზიტი ფარმაცევტულ კომპანიაში, სადაც სტუდენტებმა პრაქტიკაში იხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ლოგისტიკის, მონაცემთა ანალიზისა და გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესებში.

🏯 სტუდენტები ასევე იმყოფებოდნენ პეკინში, სადაც მონაწილეებმა მოინახულეს ქალაქის მთავარი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის ჩინეთის დიდი კედელი. ამასთან ერთად, ისინი გაეცნენ ჩინურ კულტურას, ტრადიციებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას, რაც პროგრამის მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ნაწილი იყო. 🇨🇳✨

📅 13 ივლისიდან იწყება ჩინური ენის ერთთვიანი სასაუბრო ექსპრეს კურსი, რომელიც სრულად ორიენტირებულია კომუნიკაციის უნარების ...
30/06/2026

📅 13 ივლისიდან იწყება ჩინური ენის ერთთვიანი სასაუბრო ექსპრეს კურსი, რომელიც სრულად ორიენტირებულია კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე.

👨‍🏫🇬🇪🇨🇳 მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ. კურსს ერთობლივად გაუძღვებიან ქართველი და ჩინელი პედაგოგები.

📍 სწავლების ფორმატი: კვირაში 2 დღე ადგილზე და 1 დღე ონლაინ.

📚 კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის.

💰 კურსის ღირებულება: 390 ლარი.

✨ თითოეულ მონაწილეს გისურვებთ წარმატებას!

📩 რეგისტრაციისათვის შეავსეთ ბმული: https://forms.gle/Q8LL4uRFVYyic4ez9

📩 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით:

📞 (+995) 599136215

🐉🏮 端午节快乐!🇨🇳✨დღეს ჩინეთში აღინიშნება ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული ტრადიციული დღესასწაული- 端午节 (Duānwǔjié), დრაკონის ნა...
19/06/2026

🐉🏮 端午节快乐!

🇨🇳✨დღეს ჩინეთში აღინიშნება ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული ტრადიციული დღესასწაული- 端午节 (Duānwǔjié), დრაკონის ნავების ფესტივალი.
ფესტივალი ყოველწლიურად მთვარის კალენდრის მეხუთე თვის მეხუთე დღეს იმართება და მისი ისტორია ჩინელი პოეტისა და პატრიოტის, 屈原 (Qū Yuán) სახელთან არის დაკავშირებული.

🌊🚣‍♂️ლეგენდის თანახმად, სამშობლოს ბედით გულდაწყვეტილმა პოეტმა სიცოცხლე მდინარეში დაასრულა. მის გადასარჩენად უამრავი ადამიანი ნავებით გაემართა და წყალში ბრინჯის მარცვლებს ყრიდნენ, რათა თევზებს მისი სხეული არ დაეზიანებინათ. სწორედ ამ ისტორიამ დაუდო საფუძველი დღესასწაულის ტრადიციებს.

🐲 დღესასწაულის მთავარი მოვლენა დრაკონის ფორმის ნავების სანახაობრივი შეჯიბრებებია. წყლის ხმაური, დოლების რიტმი და გულშემატკივართა ოვაციები უნიკალურ და დაუვიწყარ სანახაობად იქცა,რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს.

🍃 端午节-ს განუყოფელი ნაწილია 粽子 (Zòngzi)- ბამბუკის ან ლერწმის ფოთლებში გახვეული წებოვანი ბრინჯისგან დამზადებული ტრადიციული კერძი, რომელიც მრავალფეროვანი შიგთავსით მზადდება და ამ დღეს თითქმის ყველა ჩინურ ოჯახში შეგიძლიათ შეხვდეთ.

🎊 ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი გულითადად ულოცავს ჩვენს ჩინელ მეგობრებსა და პარტნიორებს დრაკონის ნავების ფესტივალს!

18/06/2026

ყველაზე განსხვავებული და ეგზოტიკური საზაფხულო სკოლა თბილისში!
The Most Unique and Exotic Summer School in Tbilisi!
👇 For English, please scroll down
ეძებთ თქვენი შვილისთვის საზაფხულო პროგრამას, რომელიც ნამდვილად გამორჩეული იქნება?
🎉 ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი გიწვევთ 2-კვირიან უნიკალურ საზაფხულო სკოლაში, სადაც ბავშვები და მოზარდები მხოლოდ ჩინურ ენას კი არ შეისწავლიან, არამედ იმოგზაურებენ ჩინეთის მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ხელოვნებისა და ტრადიციების სამყაროში. ასევე ექნებათ სპორტული ვარჯიშები, ხელოვნური ინტელექტის მასტერკლასი და ბევრი გართობა.
ჩვენი საზაფხულო სკოლა განკუთვნილია როგორც ჩინური ენის შემსწავლელებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ჩინურ ენასთან აქამდე საერთოდ არ ჰქონია შეხება.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, ჩინური
📍ლოკაცია- ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი, საბურთალო, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების 43
📅 ნაკადები:
🔹 29 ივნისი- 10 ივლისი (რეგისტრაციის ბოლო ვადა 24 ივნისი)
🔹 13 ივლისი- 24 ივლისი (რეგისტრაციის ბოლო ვადა 6 ივლისი)
👧🧒 მონაწილეთა ასაკი: 5 წლიდან
📚 პროგრამა მოიცავს:
✅ ჩინური ენის ინტერაქტიულ გაკვეთილებს ყოველდღიურად
✅ უშუს (ჩინური საბრძოლო ხელოვნება) ვარჯიშებს ყოველდღიურად
✅ ჩინური სამოსის გაცნობასა და ფოტოსესიას
✅ ჩინურ კალიგრაფიას
✅ ქაღალდის ჭრის ხელოვნებას
✅ ჩაის ტრადიციულ ცერემონია - მასტერკლასს
✅ ჩინური ფერწერის მასტერკლასს
✅ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული მასტერკლასი
✅ გოს - მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს სტრატეგიულ თამაშს
✅ ჩინური ფილმების ჩვენებას
✅ კულინარიულ მასტერკლასს
✅ ჩინური ცეკვის მასტერკლასს
საზაფხულო სკოლის დასასრულს მონაწილეები წარადგენენ ერთობლივ წარმოდგენას, რომელიც მათი ორკვირიანი მოგზაურობისა და მიღებული ცოდნის შემოქმედებითი შეჯამება იქნება.
ბავშვებთან იმუშავებენ ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი და სხვა მოწვეული ექსპერტები.
📖 ენის გაკვეთილებზე მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად ჩინური ენის დონის შესაბამისად
🍽️ პროგრამაში გათვალისწინებულია ლანჩით უზრუნველყოფა.
🏅 კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
🕰️ დღეები: ორშაბათი-პარასკევი
საათები : 10:00-15:30
💰 ღირებულება: 870 ლარი
ჩვენი საზაფხულო სკოლის თითოეული აქტივობა შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვებმა განივითარონ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, ცნობისმოყვარეობა, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები, ლიდერული თვისებები, კულტურათაშორისი ცნობიერება და თავდაჯერებულობა.
ეს იქნება ორი კვირა, რომელიც ბავშვებს ახალ ცოდნას, ახალ მეგობრებს, ახალ შთაბეჭდილებებსა და მოგონებებს შესძენს, რომლებიც მათ დიდი ხნის განმავლობაში გაჰყვებათ.
📩 რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით: https://forms.gle/CLKjU54SFjcWVE1V7
📞 (+995) 551 686 688
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 26 ივნისს, 18:00.

Looking for a truly exceptional summer program for your child?
China International Education College invites children and teenagers to a unique 2-week Summer School, where they will not only learn Chinese but also explore the fascinating world of China’s thousands-year-old culture, art and traditions. The program also includes sports activities, a practical Artificial Intelligence workshop, and plenty of fun.
Our Summer School is designed both for students already learning Chinese and for those who have never had any exposure to the Chinese language or culture.
🌏 Working languages: Georgian, English, and Chinese
📍 Location: China International Education college, 43 Meliton and Andria Balanchivadze Street, Saburtalo, Tbilisi, Georgia.
📅 Sessions:
🔹 June 29 – July 10 (Registration deadline: June 24)
🔹 July 13 – July 24 (Registration deadline: July 6)
👧🧒 Age: 5+
📚 Program Highlights:
✅ Daily interactive Chinese language lessons
✅ Daily Wushu (Chinese martial arts) training
✅ Traditional Chinese costume experience and photo session
✅ Chinese calligraphy
✅ Chinese paper-cutting art
✅ Traditional Chinese tea ceremony workshop
✅ Chinese painting workshop
✅ Practical Artificial Intelligence workshop
✅ Go – one of the world's oldest strategic board games
✅ Chinese movie screenings
✅ Chinese cooking workshop
✅ Chinese dance workshop
🎭 At the end of the program, participants will present a final performance showcasing the knowledge, skills and experiences they have gained during their two-week cultural journey.
👨‍🏫 Children will be guided by the professional teaching team of China International Education College together with invited experts.
📖 Language classes will be organized according to participants' Chinese language proficiency levels.
🍽️ Lunch is included.
🏅 All participants will receive a Certificate of Completion.
🕰️ Monday – Friday
⏰ 10:00 AM – 3:30 PM
💰 Fee: 870 GEL
Every activity in our Summer School is carefully designed to develop creativity, critical thinking, curiosity, communication skills, teamwork, leadership, intercultural awareness, and self-confidence.
These two weeks will provide children with new knowledge, new friendships, unforgettable experiences and memories that will stay with them for years to come.
An informational meeting will be held on June 26 at 6:00 PM.
📩 For registration and additional information, send us a private message or contact us directly: https://forms.gle/CLKjU54SFjcWVE1V7
📞 (+995) 551 686 688

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი   აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მენეჯერის  პოზიციაზესამუშაო ადგილი: ქ. ...
13/06/2026

ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
🔻სტუდენტების/მოსწავლეების რეგისტრაცია;
🔻მასწავლებლების და სტუდენტების კოორდინირება;
🔻სასწავლო პროცესის ორგანიზება;
🔻სწავლის შედეგების მონიტორინგი;
🔻სასწავლო-საოფისე ინვენტარის შენახვა- კონტროლი;
🔻სოციალური გვერდის ნაწილობრივ მართვა და მონიტორინგი;
🔻ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების საქმეში აქტიური მონაწილეობა;
🔻ხელფასის უწყისის მომზადება;
🔻სწავლის საფასურის გადახდების კონტროლი.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
▪️უმაღლესი განათლება; ( სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
▪️საოფისე პროგრამების ცოდნა; (მათ შორის Excel)
▪️ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
▪️ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
▪️კომუნიკაციის და ორგანიზების ძლიერი უნარი;
▪️გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
▪️პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო განაკვეთი: 10.00 დან 18.00 მდე, ან 12.00 დან 20.00 სთ-მდე

ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსები

დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ .რეზიუმე / CV [email protected] - გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

#ვაკანსია #სასწავლოპროცესისმენეჯერი

🏆🇨🇳ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სტუდენტების მორიგი დიდი წარმატება!📅2026 წლის 31 მაისს, ჩვენი ინსტიტუტის სა...
12/06/2026

🏆🇨🇳ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის სტუდენტების მორიგი დიდი წარმატება!

📅2026 წლის 31 მაისს, ჩვენი ინსტიტუტის სამმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში გამართულ რიგით მე-19 „ჩინური ენის ხიდის“ საერთაშორისო კონკურსის ეროვნულ შესარჩევ ტურში და სწორედ მათ დაიკავეს კონკურსის სამივე საპრიზო ადგილი:

🥇 პირველი ადგილი - ანა ფერცულიანი

🥈 მეორე ადგილი - ნატალი ბედიანიძე

🥉 მესამე ადგილი - ანასტასია ფურცხვანიძე

✨განსაკუთრებით საამაყოა, რომ კონკურსის გამარჯვებული ანა ფერცულიანი საქართველოს სახელით ჩინეთში გაემგზავრება და ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ფინალურ ეტაპზე წარადგენს.

🌏„ჩინური ენის ხიდი“ ჩინური ენის შემსწავლელთა შორის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსია, რომელშიც ყოველწლიურად 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. კონკურსი მონაწილეებისგან მოითხოვს არა მხოლოდ ჩინური ენის ფლობას და ჩინეთის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ფართო ცოდნას,არამედ სხვადასხვა შემოქმედებითი და სასცენო უნარების (才艺) წარმოჩენასაც.

🎓ის ფაქტი, რომ კონკურსში მონაწილე ჩვენმა სამივე მოსწავლემ საუკეთესო შედეგები აჩვენა და საპრიზო ადგილები დაიკავა, კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი შრომის, მონდომებისა და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტში მიღებული ცოდნის მაღალ ხარისხს.

🎉ვულოცავთ ანას, ნატალისა და ანასტასიას ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს მომავალში!

🏆✨განსაკუთრებული მოლოდინითა და სიამაყით ვუგულშემატკივრებთ ანა ფერცულიანს ჩინეთში გასამართ საერთაშორისო ფინალში!

🎤 25 მაისს ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტში გაიმართა ჩინურ ენაზე „სიტყვით გამოსვლის“ კონკურსი სკოლის მოსწავლეე...
07/06/2026

🎤 25 მაისს ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტში გაიმართა ჩინურ ენაზე „სიტყვით გამოსვლის“ კონკურსი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

📚 მონაწილეებმა ჩინურ ენაზე მოამზადეს 2 და 3 წუთიანი მოხსენებები ჩინურ ენასა და კულტურასთან დაკავშირებულ თემებზე. შესარჩევი ტურის წარმატებით გადალახვის შემდეგ ისინი ფინალურ ტურზე ჩვენი ინსტიტუტის სცენაზე წარსდგნენ, სადაც ენის ცოდნა და ორატორული უნარები წარმოაჩინეს.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, ელი ელისაშვილი, საქართველოს საერთაშაორისო უნივერსიტეტ ჯიუს ვიცერექტორი სელინა ლი, ალტე უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ჩინური ენის პედაგოგი, ლიუ კუეიციუან.

✨ აღსანიშნავია, რომ თითოეულმა მონაწილემ დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მოამზადა საკუთარი გამოსვლა, რამაც ჟიურის წევრების მაღალი შეფასებებები და მოწონება დაიმსახურა.

კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ შემდეგი მონაწილეები:

🎓 სტუდენტების კატეგორია

🥇 ზინაიდა კურღინიან
🥈 ნატალია ქვილორია
🥉 აისუნ ბაირამოვა

🏫 მოსწავლეების კატეგორია

🥇 ალექსანდრე ბიჯოიანი
🥈 თინათინ ინწკირველი
🥉 ბარბარე აბუაშვილი

🎁 ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატებითა და პრიზებით.

✨ვულოცავთ გამარჯვებულებს, ასევე ყველა მონაწილეს, რამეთუ ამ კონკურსში გამარჯვებაც და მონაწილეობაც მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება და წინ გადადგმული ნაბიჯია ჩინურის ენის სწავლის გზაზე და წინ კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვეთ!

Address

43, Meliton And Andria Balanchivadze Street
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 11:00 - 20:00
Tuesday 11:00 - 21:00
Wednesday 11:00 - 20:00
Thursday 11:00 - 20:00
Friday 11:00 - 20:00
Saturday 12:00 - 21:00

Telephone

+995551686688

Alerts

Be the first to know and let us send you an email when China International Education / ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to China International Education / ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი:

Shortcuts

Share