Wings · ვინგს

Wings · ვინგს

Share

ბავშვთა შემეცნებითი და ხელოვნების ცენტრი

13/04/2023

🇬🇪 🇪🇺 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული

🔹 იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით გაიარა შესაბამისობის სერტიფიცირება და მისი საქმიანობა უკვე შეესაბამება ევროკავშირში მოქმედ eIDAS-ის რეგულაციას და ევროპული ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის (ETSI) სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული.

🔹 eIDAS რეგულაციასა და ETSI სტანდარტებთან შესაბამისობის საერთაშორისო აუდიტის წარმატებით გავლის შემდეგ, სააგენტომ დააკმაყოფილა კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის აუცილებელი პირობები, რითაც დაადასტურა, რომ მის მიერ მიწოდებული სერვისები სრულად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნებს. აუდიტი ჩაატარა ევროკომისიის მიერ აკრედიტებულმა, შესაბამისობის დამოუკიდებელმა შემფასებელმა ორგანომ (CAB) - QSCert-მა.

🔹 eIDAS რეგულაცია განსაზღვრავს ელექტრონული იდენტიფიკაციის, სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების წესებს, რომლებიც სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. სააგენტოს სერტიფიცირება და ქართული კანონმდებლობის eIDAS-ის რეგულაციასთან შესაბამისობა ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპისკენ მიმავალ გზაზე.

🔹 ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საფუძველს ქმნის ქართული კომპანიებისთვის გააფართოვონ საქმიანობა ევროკავშირის ბაზარზე, უზრუნველყონ ეკონომიკური პროცესების მოქნილობა და შეამცირონ დანახარჯები.

Photos from Wings · ვინგს's post 26/08/2020

შატილის ავტოსაგზაო შემთხვევა საშინელი ტრაგედიაა სრულიად საქართველოსთვის და ჩვენი ცენტრისთვის!
ჩვენი საყვარელი ნუცა მასწავლებელიც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა😔😔😔
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს!
ნუცა ძალიან დაგვაკლდები და მუდამ გვემახსოვრები 😔😔

01/07/2020
Photos from Wings · ვინგს's post 30/06/2020

☝ვინგსში მიმდინარეობს რეგისტრაცია 🎨 ვიზუალური ხელოვნების და 🌎შემეცნებით პროგრამებზე:

1. 👨‍🎨ვიზუალური ხელოვნება - ხატვა, ძერწვა ბუნებრივი თიხით და პლასტელინით, დეკორატიული ხელოვნება (აპლიკაციები)

2. 🧑‍🔬შემეცნებითი პროგრამა

პროგრამის მიზანია, თეორიულ სწავლებასთან ერთად, ექსპერიმენტების გამოყენებით, ბავშვებს გავუღვივოთ ინტერესი და მათთვის

💫ფიზიკა,
💫ქიმია,
💫ბიოლოგია,
💫გეოგრაფია,
💫ისტორია

ასოცირდებოდეს სიახლეებით და აღმოჩენებით სავსე სფეროებთან.

გვეწვიეთ ვინგსში❤️

☝️ რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 📞 557 01 11 00

05/06/2020

❤️

Photos from Wings · ვინგს's post 09/03/2020

იცი რომელი ქსოვილისგან შედგება შენი ძვალი?🍖
👉 ან გინახავს მიკროსკოპში? ვინგსელები შემეცნებით გაკვეთილზე გაეცნენ ძვლის 4 მნიშვნელოვან ფუნქციას:

🔴საყრდენს
🔵მამოძრავებელს
🔶დამცველობითს
🔷სისხლმბადს

🔔 გაიგეს რომელი შემაერთებელი ქსოვილისგან შედგება ძვალი და ისწავლეს ზოგადად რამდენი სახის ქსოვილისგან შედგება ადამიანის ორგანიზმი.

გაკვეთილის ბოლოს, მიკროსკოპითა და ლუპით დააკვირდნენ:
👩‍🔬ადამიანის ძვლის ქსოვილსა და ხრტილს, მზა პრეპარატების დახმარებით.
👨‍🔬ცხოველის ნამდვილ ძვალზე თავად დაამზადეს პრეპარატები, რომელსაც მიკროსკოპით დააკვირდნენ.🔬

👉შემეცნებით პროგრამაზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით 📞557 011100

გვეწვიეთ ვინგსში❤️

Photos from Wings · ვინგს's post 04/03/2020

👉💫მიმდინარეობს რეგისტრაცია ვიზუალური ხელოვნების პროგრამაზე:

🖼 ხატვა- ფერწერა, გრაფიკა, კომპიზიცია
💫 ძერწვა- ბუნებრივი თიხით და პლასტელინით
🎨 დეკორატიული ხელოვნება, აპლიკაციები
💫 ხელოვნების ისტორია

👩‍🎨 შაბათის ჯგუფები: 13:00 საათზე და 14:30 საათზე;
👨‍🎨 კვირის ჯგუფები: 12:00 საათზე, 13:30 საათზე და 16:30 საათზე.
ფასი: 80 ლარი, (თვეში 4 გაკვეთილი კვირაში 1 გაკვეთილი); ფასში გათვალისწინებულია საჭირო მასალები და ნივთები)

📍მის: საბურთალო, მერაბ კოსტავას 71, 1 სართ; (არმისული მაკდონალდსთან, სკვერის მიმდებარედ)

რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ📞 +995 557 011 100

გელოდებით❤️

Photos from Wings · ვინგს's post 02/03/2020

🔴რატომ ლოცულობდნენ შუა საუკუნეების ევროპის მონასტრებში: "ღმერთო, დაგვიფარე ნორმანთა მძვინვარებისაგან!" 🙏
🔵ვის უწოდებდნენ ევროპელები ნორმანებს? 🌍
🔶რატომ იქცა ვიკინგი – დაუმარცხებელი მეომრის სინონიმად? 💪
🔷რა იყო ვიკინგთა წარმატებების მიზეზები? 🐉🛶
🔴როგორი იყო ვიკინგთა ცხოვრების წესი, რელიგია, საბრძოლო ხელოვნება? ⚔️
🔵რა კავშირშია ლათინური "ხუთშაბათი" – "Thursday" ვიკინგებთან? 🤔
🔶იყვნენ თუ არა ვიკინგები საქართველოში? 👀

✅ შემეცნებითი პროგრამის ისტორიის გაკვეთილზე ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ისტორიები სკანდინავიელი, მეზღვაური მეომრების – ვიკინგების შესახებ
✅ რუკაზე აღმოაჩინეს, ის ტერიტორიები, სადაც ვიკინგები სახლობდნენ
✅ გაიცნეს მათი საბრძოლო ხელოვნება, ცხოვრების წესი და რელიგია
✅ იმსჯელეს, რა იყო ვიკინგთა წარმატების მიზეზები და რა მემკვიდრეობა დაგვიტოვეს დღეს...

🎨 პრაქტიკული აქტივობის დროს კი ვინგსელებმა შექმნეს ვიკინგური გემისა და საბრძოლო ფარის მოდელები
🎲 ითამაშეს სამაგიდო თამაში "მიდი ვიკინგამდე"; "ტყუილია თუ მართალი"; "ამოიცანი სიტყვა" 🔮

👉შემეცნებით პროგრამაზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით 📞557 011100

Photos from Wings · ვინგს's post 27/02/2020

👉💫მიმდინარეობს რეგისტრაცია ვიზუალური ხელოვნების პროგრამაზე:

🖼 ხატვა- ფერწერა, გრაფიკა, კომპიზიცია
💫 ძერწვა- ბუნებრივი თიხით და პლასტელინით
🎨 დეკორატიული ხელოვნება, აპლიკაციები
💫 ხელოვნების ისტორია

ფასი: 80 ლარი, (თვეში 4 გაკვეთილი კვირაში 1 გაკვეთილი); ფასში გათვალისწინებულია საჭირო მასალები და ნივთები)

📍მის: საბურთალო, მერაბ კოსტავას 71, 1 სართ; (არმისული მაკდონალდსთან, სკვერის მიმდებარედ)

რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ📞 +995 557 011 100

გელოდებით❤️

25/02/2020

👫👫👫👫👫
🔴სოციალური უნარების განვითარების გაკვეთილი დავიწყეთ მისალმებით და ერთმანეთის ამბის მოკითხვით: ვინ რას აკეთებდა მთელი კვირის განმავლობაში, რაიმე საინტერესო ამბავი ხომ არ გადახდათ და ა.შ.
🔵თავგადასავლების შეჯამების შემდეგ, განვიხილეთ გაკვეთილზე მოქცევის წესები, და კიდევ დავამატეთ რამდენიმე ახალი წესიც.
🔶წესების განხილვას კი გაკვეთილის მთავარი თემის გაცნობა მოჰყვა, ჩვენი სასაუბრო თემას პირობითად, "მე და ჩემი მეგობრები" ვუწოდეთ.
🔴ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მეგობრების ამბები, ვის როგორი მეგობარი ჰყავს, ვის რომელი თამაში, საკვები უყვარს, ვნახეთ თემატური ვიდეოც და განვიხილეთ ფოტოები.
🔵ბოლოს კი ხატვით დავასრულეთ გაკვეთილი: ბავშვებმა დახატეს საკვები, რომელსაც მეგობარს გაუზიარებდნენ ❤️

👉რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით 📞 557 011100

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


საბურთალო, მერაბ კოსტავას 71; I სართული. Merab Kostava Street 71; I Floor
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 14:00 - 21:00
Tuesday 14:00 - 21:00
Wednesday 14:00 - 21:00
Thursday 14:00 - 21:00
Friday 14:00 - 21:00
Saturday 12:00 - 20:00
Sunday 12:00 - 21:00