მზიანი სახლის ბანაკები • Sunny House Camps

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მზიანი სახლის ბანაკები • Sunny House Camps

მზიანი სახლის ბანაკები • Sunny House Camps შემოგვიერთდი, აქ მზიანი განწყობაა☀️

🌟 მზიანი კლუბი ახალ სეზონს ხსნის და კიდევ ერთ კლუბს ამატებს - საშუალო ასაკის მონაწილეებისათვის
17/09/2026

🌟 მზიანი კლუბი ახალ სეზონს ხსნის და კიდევ ერთ კლუბს ამატებს - საშუალო ასაკის მონაწილეებისათვის

ბანაკში ადგილები სრულად შეივსო
16/06/2026

ბანაკში ადგილები სრულად შეივსო

რას ვაკეთებთ, სანამ საზაფხულო ბანაკების სეზონი დგება? ჩვენ კოხტა-ულამაზეს "მზიან კლუბში" ვაგრძელებთ საქმიანობას
15/01/2026

რას ვაკეთებთ, სანამ საზაფხულო ბანაკების სეზონი დგება?
ჩვენ კოხტა-ულამაზეს "მზიან კლუბში" ვაგრძელებთ საქმიანობას

☀ „მზიანი კლუბი“ არის სივრცე, რომელიც 13-16 წლის მოზარდებისთვის ის საყვარელი და სანდო ადგილია, სადაც  თანატოლებთან ერთად...
02/11/2025

☀ „მზიანი კლუბი“ არის სივრცე, რომელიც 13-16 წლის მოზარდებისთვის ის საყვარელი და სანდო ადგილია, სადაც თანატოლებთან ერთად შეუძლიათ ისწავლონ, იხალისონ, დაისვენონ, სერიოზულ თემებზე ისაუბრონ, უფროსების მიერ მომზადებულ ტრენინგს დაესწრონ ან თავად დააორგანიზონ მათ საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებები.
👨‍👩‍👦 მშობლებო, რატომ უნდა დაარეგისტრიროთ თქვენი შვილები „მზიან კლუბში“?
- შეხვედრები არის დაგეგმილი პროფესიონალი ტრენერებისა და ახალგაზრდული მუშაკების მიერ. პროგრამა ითვალისწინებს ასაკობრივ თავისებურებებს და მოზარდების საჭიროებებს, არის ორიენტირებული სოციალური უნარების განვითარებაზე.
- მოზარდები სწავლობენ ურთიერთობებს, გუნდში მუშაობას, თანამშრომლობას, ხდებიან უფრო გახსნილები და პოზიტიურები.
- ესწრებიან როგორც საგანმანათლებლო სესიებს, ასევე აწყობენ გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებს, დადიან ლაშქრობებში, გეგმავენ სოციალურ პროექტებს და კეთილ საქმეებს.

🤩 მოზარდებო, რატომ უნდა დარეგისტრირდეთ „მზიან კლუბში“?
- აქ ყოველთვის მოგისმენენ და მხარს დაგიჭერენ;
- აქ თავს კომფორტულად იგრძნობთ;
- შეძლებთ იმ თემებსა და საკითხებზე მსჯელობას, რომლებიც თქვენთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია;
- მზიანში არ ვატარებთ გაკვეთილებს - მრავალფეროვანი მეთოდებით და თამაშებით ვსწავლობთ ერთმანეთისგან - როგორ გავხდეთ უკეთესები და ვიპოვოთ ის გარემო, სადაც ყოფნა ძალიან სასიამოვნოა და სადაც დაბრუნების სურვილი ყოველთვის გაქვს

15/07/2025

ჩვენი ბანაკის თარიღი: 25 ივლისი - 3 აგვისტო
შემოგვიერთდით

05/07/2025

🌟 რა არის საჭირო იმისათვის, რომ შედგეს დაუვიწყარი ბანაკი?

🥰 მხიარული, კრეატიული და მზრუნველი ლიდერები
🤩 ყოჩაღი და მეგობრული ბავშვები
☀️🌼🌸 ბევრი მზიანი დღე

🌟 შემოგვიერთდით და იხალისეთ

01/07/2025

აი, ასეთი ლამაზი 3 დღე ვაჩუქეთ ბლექსის კოლეჯის კლუბის წევრებს ♡♡♡აწყური ახალი ჯგუფების მოლოდინშია ♡♡♡

მზიანი სახლის ბანაკი აწყურში 2025I ნაკადი - 25 ივლისი - 3 აგვისტოII ნაკადი - 5 - 14 აგვისტო🌅 როგორია მზიანი სახლის ბანაკ...
26/06/2025

მზიანი სახლის ბანაკი აწყურში 2025

I ნაკადი - 25 ივლისი - 3 აგვისტო
II ნაკადი - 5 - 14 აგვისტო

🌅 როგორია მზიანი სახლის ბანაკის პროგრამა და სად იმართება?
რატომ უყვართ ბავშვებს ჩვენთან ზაფხულის გატარება და რატომ ბრუნდებიან კვლავ და კვლავ?

🏡 ⛺️აწყურის ბანაკში ყველაზე ლამაზი ხედებია - ვარჯიშობ, თამაშობ, მეგობრებთან კისკისებ თუ კოცონთან მღერი - დღისით ბევრი სიმწვანე და ღამე ულევი ვარსკვლავია.

🥰 ბანაკში უკვე ტრადიციად ქცეულია საიდუმლო მეგობარზე ზრუნვა და მზის ამოსვლის შეგებება, სპორტის სხვადსხვა აქტივობების ჩემპიონატები და ღამე კარავში გატარება.

🏠 მონაწილეები და ლიდერები კოპწია კოტეჯებში ცხოვრობენ და თავისი საყვარელი ოთახებიც კი აქვთ (ჰო, მე-5 და მე-13-ე უკვე დაკავებულია ;)).

🧋 სასადილოში ყველანი რაზმების მიხედვით სხდებიან და სადილის დროს თითო რაზმიდან თითო სადღეგრძელოსაც აჟღერებენ (თავიდან ერიდებათ და მერე სადღეგრძელოების სათქმელად რიგი დგას :))

🐠 უწკრიალეს ნაკადულებზე ხიდებით გადავდივართ და ხანდახან ხელნაკეთი ანკესებით ოქროს თევზებს ვიჭერთ

სანამ ჩვენი ბანაკები დაიწყებოდა, ჩვენ ულამაზეს აწყურის ბაზაზე ბლექსის უსაყვარლესი და უყოჩაღესი ახალგაზრდები მივიღეთ ♡♡♡ ...
23/06/2025

სანამ ჩვენი ბანაკები დაიწყებოდა, ჩვენ ულამაზეს აწყურის ბაზაზე ბლექსის უსაყვარლესი და უყოჩაღესი ახალგაზრდები მივიღეთ ♡♡♡ გვიხარია, რომ კიდევ ერთ ჯგუფს შევაყვარეთ ეს გარემო, ვამოტივირეთ და უფრო მეტად პოზიტიურები და ლაღები გავუშვით სახლებში ♡♡♡

Address

Tbilisi
0112

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მზიანი სახლის ბანაკები • Sunny House Camps posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to მზიანი სახლის ბანაკები • Sunny House Camps:

Shortcuts

Share

Category