სტუ - სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სტუ - სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი

სტუ - სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ოფიციალური ვებგვერდი

💦თერმული წყლები - საქართველოს გეოთერმული რესურსების კვლევალოკაცია: სენაკი, წაღვერი, ციხიჯვარი
13/08/2026

💦თერმული წყლები - საქართველოს გეოთერმული რესურსების კვლევა
ლოკაცია: სენაკი, წაღვერი, ციხიჯვარი

💦თერმული წყლები - საქართველოს გეოთერმული რესურსების კვლევალოკაცია: ვანი, ვარძია
10/08/2026

💦თერმული წყლები - საქართველოს გეოთერმული რესურსების კვლევა
ლოკაცია: ვანი, ვარძია

💦თერმული წყლები - საქართველოს გეოთერმული რესურსების კვლევა🧭2026 წლის 22 ივლისიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სა...
06/08/2026

💦თერმული წყლები - საქართველოს გეოთერმული რესურსების კვლევა

🧭2026 წლის 22 ივლისიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის თანამშრომლები - მარინე მარდაშოვა (პროექტის ხელმძღვანელი) და თამარ მიქავა (პასუხისმგებელი შემსრულებელი) - ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის სახელშეკრულებო სამეცნიერო თემის ფარგლებში იმყოფებიან დასავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მიმდინარე სამეცნიერო ექსპედიციაში.

🧪ექსპედიციის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თერმული წყლების საბადოებისა და ჭაბურღილების თანამედროვე მდგომარეობის შესწავლა, წყლის სინჯების აღება და მათი კომპლექსური ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროგეოქიმიური კვლევა.

🔬კვლევა ხორციელდება სახელშეკრულებო სამეცნიერო თემის - „საქართველოს თერმული წყლების საბადოების არსებული მდგომარეობის შესწავლა და ქიმიური შედგენილობის შეფასება ელემენტების ამოწვლილვის მიზნით“ - ფარგლებში. თემის მიზანია საქართველოს თერმული მიწისქვეშა წყლების რესურსების თანამედროვე მდგომარეობის შეფასება, ახალი პერსპექტიული უბნების გამოვლენა, თერმული წყლების ტემპერატურის, დებიტისა და ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა, მათი სამრეწველო გამოყენების შესაძლებლობების შეფასება და გეოთერმული რესურსების ეფექტიანი ათვისების სამეცნიერო საფუძვლის შექმნა.

⚠️საქართველო მდიდარია თერმული მიწისქვეშა წყლებით, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც გამოუყენებელია. მოქმედი თერმული ჭაბურღილების უმეტესობა სათანადოდ არ არის აღჭურვილი, რის გამოც მათი ენერგეტიკული პოტენციალი სრულად არ გამოიყენება. მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ გეოთერმული წყლები წარმატებით გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის, გათბობის სისტემებში, სოფლის მეურნეობაში, მრეწველობასა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სფეროში. ამ მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილება აქვთ ისლანდიას, აშშ-ს, იტალიას, ახალ ზელანდიას, თურქეთს, იაპონიასა და სხვა ქვეყნებს.

🔍კვლევის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თერმული წყლების ქიმიური შედგენილობის, მინერალიზაციისა და მიკროელემენტების შემცველობის შესწავლას. სწორედ ქიმიური ანალიზის საფუძველზე განისაზღვრება წყლების წარმოშობა, ცირკულაციის სიღრმე, ასაკი, წყალშემცველი ჰორიზონტების თავისებურებები და ისეთი ღირებული ელემენტების, როგორიცაა ლითიუმი, იოდი, ბრომი, ბორი და სტრონციუმი, სამრეწველო მოპოვების პერსპექტივები.
ექსპედიციის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული თერმული საბადოებისა და ჭაბურღილების დეტალური შესწავლა. მიღებული შედეგები ხელს შეუწყობს ქვეყნის გეოთერმული რესურსების თანამედროვე შეფასებას, მათი მდგრადი მართვისა და ეფექტიანი გამოყენების სტრატეგიის შემუშავებას, რაც მომავალში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების საქმეში.

📷ექსპედიცია აქტიურ ფაზაშია. საველე-კვლევითი სამუშაოების, ჭაბურღილების მდგომარეობისა და რეგიონული ლოკაციების შესაბამისი ფოტომასალა გამოქვეყნდება ეტაპობრივად, ექსპედიციის მსვლელობის პარალელურად.

🇵🇱🌍 საერთაშორისო პროექტი: "გეომემკვიდრეობის ინვენტარიზაცია, ელექტრონული გზაკვლევი და მობილური აპლიკაცია მდგრადი ტურიზმის...
04/08/2026

🇵🇱🌍 საერთაშორისო პროექტი: "გეომემკვიდრეობის ინვენტარიზაცია, ელექტრონული გზაკვლევი და მობილური აპლიკაცია მდგრადი ტურიზმისთვის (სომხეთი და საქართველო)"

2026 წლის 30-31 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში პოლონელ პარტნიორებს უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი იყო ქართველი და პოლონელი მკვლევარების ერთობლივი საველე სამუშაოების ჩატარება, გეომემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერება და მათი აღწერის მეთოდოლოგიის პრაქტიკულად განხილვა.

ვიზიტში მონაწილეობდნენ:

🇬🇪საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან: გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე და ასოცირებული პროფესორი ოლღა სესკურია.

🇵🇱პოლონეთიდან (სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - SUT): პროფესორები კშიშტოფ ლაბუსი და მალგოჟატა ლაბუსი.

📋 ვიზიტის ძირითადი ეტაპები და აქტივობები:
სამუშაო შეხვედრა სტუ-ში (30 ივლისი): მხარეებმა შეაჯამეს სომხეთში ჩატარებული საველე სამუშაოების შედეგები და იმსჯელეს საქართველოში დაგეგმილი კვლევების პროგრამაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გეოსაიტების შეფასების ერთიანი მეთოდოლოგიის გამოყენებას, რაც მომავალში ელექტრონული გზამკვლევისა და მობილური აპლიკაციის შექმნის საფუძველი გახდება.

🍀მუზეუმებისა და ბოტანიკური ბაღის დათვალიერება: მონაწილეებმა მოინახულეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სადაც გაეცნენ გეოლოგიური, პალეონტოლოგიური და მინერალოგიური მემკვიდრეობის უნიკალურ კოლექციებს. ასევე, თბილისის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იმსჯელეს ბუნებრივი ლანდშაფტისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთკავშირზე.

⚒️საველე ექსპედიცია ქვემო ქართლში (31 ივლისი): ჩატარდა ერთდღიანი საველე სამუშაოები მარშრუტით: თბილისი - მარნეული - ბოლნისი - მაშავერა - პატარა დმანისი - ფოლადაური - სამშვილდე - თეთრიწყარო. ექსპედიციის ფარგლებში შეფასდა შერჩეული გეოსაიტების სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალი.

🏛️ კოლექციების გაცვლა და სამომავლო გეგმები:
ვიზიტის დასასრულს, პარტნიორებმა შეათანხმეს გეოსაიტების აღწერის, ფოტოდოკუმენტაციისა და მონაცემთა დამუშავების ერთიანი სტანდარტები.

აღსანიშნავია სიმბოლური ფაქტიც: პოლონელმა კოლეგებმა სტუ-ს მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმს საჩუქრად გადასცა გამარმარილოებული კირქვისა და კონგლომერატების ნიმუშები, ხოლო ქართულმა მხარემ სტუმრებს გადასცა უნიკალური ადგილობრივი მინერალები (აურიპიგმენტი, რეალგარი, მალაქიტი, აზურიტი, პირიტ-კვარც-ქალკოპირიტი) და გოდერძის განამარხებული ტყის გაქვავებული ხის ნიმუში.

ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის.

🇦🇲🇬🇪საველე-სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი გან...
03/08/2026

🇦🇲🇬🇪საველე-სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა - დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოდარ ფოფორაძემ და ამავე დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ოლღა სესკურიამ - 2026 წლის 26–29 ივლისს სომხეთის რესპუბლიკაში განახორციელეს საველე სამუშაო ვიზიტი საერთაშორისო პროექტის „გეომემკვიდრეობის ინვენტარიზაცია, ელექტრონული გზამკვლევი და მობილური აპლიკაცია მდგრადი ტურიზმისთვის (სომხეთი და საქართველო)” ფარგლებში.
პროექტი ფინანსდება საერთაშორისო ვიშეგრადის ფონდის (International Visegrad Fund) მიერ. პროექტის კოორდინატორია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (YSU), ხოლო პარტნიორი უნივერსიტეტებია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (SUT, პოლონეთი) და ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტი (VSB – Technical University of Ostrava, ჩეხეთი). ვიზიტი განხორციელდა პროექტის სამუშაო გეგმის შესაბამისად.
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ პროექტის გენერალური კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი გორ ალექსანიანი და სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი სეირან სუვარიანი. ვიზიტში ქართველ და სომეხ მონაწილეებთან ერთად მონაწილეობდნენ სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორები, კშიშტოფ ლაბუსი და მალგოჟატა ლაბუსი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სომხეთის ტერიტორიაზე 15 გეომემკვიდრეობის ობიექტის კვლევა. აღნიშნული ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ამ ობიექტების ნაწილის მონახულება, მათი საველე შესწავლა და გეოსაიტების შეფასებისთვის საჭირო მონაცემების შეგროვება.
ვიზიტის პირველ დღეს დელეგაცია იმყოფებოდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გეოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გაცნობის შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა პროექტის მიმდინარე მდგომარეობა, მომავალი აქტივობები და მათი განხორციელების ვადები. ასევე საბოლოოდ შეთანხმდა გეოსაიტების აღწერის მეთოდოლოგიური ჩარჩო, რომელიც გამოყენებული იქნება პროექტის ფარგლებში შემუშავებულ მობილურ აპლიკაციასა და ელექტრონულ გზამკვლევში.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მასპინძლებთან ერთად მოინახულეს სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ოვანეს კარაპეტიანის სახელობის გეოლოგიური მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია მეცნიერის მიერ შეგროვებული 1500-მდე გეოლოგიური და მინერალოგიური ნიმუში.
ვიზიტის მეორე დღეს განხორციელდა გასვლა შირაქის რეგიონში მდებარე ტრჩკანის ჩანჩქერზე, რომელიც სომხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰიდროლოგიური და გეომემკვიდრეობის ობიექტია. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია გამოირჩევა მაღალმთიანი რელიეფითა და რთული გეომორფოლოგიური პირობებით. სოფელ შირაქამუთამდე გადაადგილება განხორციელდა ავტომობილებით, ხოლო შემდგომი მონაკვეთის დიდი ნაწილი სპეციალური მაღალი გამავლობის (УАЗ-ის ტიპის) ავტომობილებით დაიფარა. მარშრუტის გარკვეული მონაკვეთის გავლა შესაძლებელი იყო მხოლოდ ფეხით, მდინარის კალაპოტის გადაკვეთის გზით. მთელი დღე დაეთმო საველე სამუშაოებს, გეოლოგიურ დაკვირვებებსა და გეოსაიტის დოკუმენტირებას.
ვიზიტის მესამე დღეს საველე სამუშაოები გაგრძელდა ტავუშის რეგიონში მდებარე დიმაც ლერზე (Dimats Ler). დიმაც ლერი ჩრდილო-აღმოსავლეთ სომხეთის ერთ-ერთი გამორჩეული ბუნებრივი გეოსაიტია, რომელიც მდებარეობს იჯევანის მთიანეთის ფარგლებში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2378 მეტრის სიმაღლეზე. ტერიტორია დილიჟანის ეროვნული პარკის საზღვრებშია მოქცეული და მდებარეობს დილიჟანისა და იჯევანის მიმართულებებს შორის, ჰაღარცინისა და თეღუთის დასახლებების სიახლოვეს. ტერიტორია ხასიათდება რთული რელიეფით. მარშრუტის ნაწილი მაღალი გამავლობის ავტომობილებით იქნა გავლილი, ხოლო ძირითადი ნაწილი - ფეხით. საველე სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა გეოლოგიური დაკვირვებები, ობიექტების აღწერა, ფოტოდოკუმენტაცია და პირველადი მონაცემების შეგროვება.
პროგრამის ფარგლებში ასევე მოეწყო გასვლითი ვიზიტები კულტურული და გეოტურისტული მნიშვნელობის ობიექტებზე. მათ შორის მოინახულეს სევანის ნახევარკუნძულზე მდებარე წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია (Surb Astvatsatsin Church), რომელიც გეომემკვიდრეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რადგან დაკავშირებულია სევანის ტბის აუზის ვულკანურ-ტექტონიკურ ლანდშაფტთან და წარმოადგენს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ჰარმონიული თანაარსებობის მაგალითს.
ვიზიტის მეოთხე დღეს დელეგაცია საქართველოში დაბრუნდა.
ვიზიტის ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრების დროს განხილულ იქნა პროექტის (№ 22530410) განხორციელების შემდგომი ეტაპები, განისაზღვრა მომავალი საველე კვლევების მიმართულებები და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

🇦🇲სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით სომხეთის გეოლოგიური საზოგადოების კავშირის პრეზ...
27/07/2026

🇦🇲სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტს სამუშაო ვიზიტით სომხეთის გეოლოგიური საზოგადოების კავშირის პრეზიდენტი- ვახან გრიგორიანი (Vahan Grigoryan) და ჰიდრავლიკის ინჟინერი- ჰოვანეს ტოკმაჯიანი (Hovhannes Tokmajyan) ეწვივნენ.

🔍ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები დეტალურად გაეცნენ ფაკულტეტის სტრუქტურას, სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალს, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და მიმდინარე პროექტებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების თანამედროვე გამოწვევები და დაისახეს სამომავლო აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტიული გეგმები.

✍️სომხურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

🤝ორმხრივი პარტნიორობა ხელს შეუწყობს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას.

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „ბუნებრივი საფრთხეები, მდ...
24/07/2026

სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა“ განხორციელების პროცესში გაიმართა პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია, რომლის მიზანს წარმოადგენდა პროგრამის კონცეფციის, სტრუქტურის, მიზნების, სწავლის შედეგებისა და პროფესიული პერსპექტივების ფართო საზოგადოებისთვის, აკადემიური პერსონალის, დამსაქმებლების, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა.

პრეზენტაციის ფარგლებში დეტალურად იქნა წარმოდგენილი პროგრამის შესაბამისობა საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და უმაღლესი განათლების თანამედროვე მოთხოვნებთან, ასევე მისი ორიენტაცია გარემოს ინჟინერიის (0712) სფეროში კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროგრამის ინტერდისციპლინურ ხასიათს, რომელიც აერთიანებს ბუნებრივი საფრთხეების შეფასების, პროგნოზირების, პრევენციისა და მართვის, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის, მდგრადი განვითარების, წყლის, ნიადაგისა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის, საინჟინრო გადაწყვეტილებებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებს.

პრეზენტაციის დროს განხილულ იქნა პროგრამის სასწავლო გეგმა, სასწავლო კურსების ლოგიკური თანმიმდევრობა, პრაქტიკული და კვლევითი კომპონენტები, საველე პრაქტიკების, ლაბორატორიული სამუშაოებისა და პროექტზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობა. ასევე წარმოდგენილი იყო პროგრამაში გამოყენებული სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები, რომლებიც ორიენტირებულია სტუდენტებში ანალიტიკური, კვლევითი, საინჟინრო და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე.

პრეზენტაცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები, გამოეთქვათ მოსაზრებები და წარედგინათ რეკომენდაციები პროგრამის შინაარსობრივი და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით. გამოთქმული წინადადებები და შეფასებები გათვალისწინებული იქნება პროგრამის შემდგომი სრულყოფისა და ხარისხის უწყვეტი განვითარების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას თანამედროვე საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ მოთხოვნებთან.

24/07/2026
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი გაცნობებთ, რომ Erasmus+-ის ეროვნული ოფის...
21/07/2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი გაცნობებთ, რომ Erasmus+-ის ეროვნული ოფისი საქართველოში, უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტების ინიციატივასთან (HEREs Initiative) თანამშრომლობით, 21 სექტემბერს გამართავს ღონისძიებას:

„პლაგიატი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“
(Plagiarism in the Age of AI)

ხელოვნური ინტელექტის მზარდ გამოყენებასთან ერთად, კვლევასა და განათლებაში პლაგიატის ახალი და უფრო კომპლექსური ფორმები წარმოიშვა. ღონისძიებაზე მოწვეული მომხსენებლები Erasmus+-ის დაფინანსებული პროექტებიდან განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან და ეთიკურ გამოყენებას კვლევით საქმიანობაში, ასევე აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის დაცვის საკითხებს.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა პრაქტიკულ ვორქშოპს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნობიან კვლევასა და განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გზებს აკადემიური კეთილსინდისიერების, პასუხისმგებლიანი ავტორობისა და კვლევის ეთიკის პრინციპების დაცვით.

თარიღი: 21 სექტემბერი
დრო: 13:00–16:15
სამუშაო ენა: ინგლისური

ღონისძიების ფორმატი – ონლაინ ან ადგილზე დასწრებით – განისაზღვრება მონაწილეთა უმრავლესობის მიერ გამოხატული არჩევანის საფუძველზე. სასურველი ფორმატის დასაფიქსირებლად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:

https://forms.gle/8HHAwLW7951KLGsY6

ღონისძიებაში მონაწილეობა განსაკუთრებით საინტერესო იქნება დოქტორანტებისთვის, მკვლევრებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და კვლევითი საქმიანობით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.

The National Erasmus+ Office in Georgia, in collaboration with the Higher Education Reform Experts (HEREs) initiative, is pleased to organise an event ''Plagiarism in the Age of AI''. Artificial intelligence (AI) has become an integral part of everyday life, education, and the workplace. Alongside i...

17 ივლისს, სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე კოლოქვიუმისა და სტუდენტური პრეზენტაციების წარდგენის ...
21/07/2026

17 ივლისს, სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე კოლოქვიუმისა და სტუდენტური პრეზენტაციების წარდგენის პარალელურად, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა კომპანია „არემჯის“ (RMG) გენერალური დირექტორის, ბატონ ჯონი შუბითიძის გამოსვლამ.

ბატონმა ჯონი შუბითიძემ ვრცლად ისაუბრა კომპანია „არემჯისა“ და სტუ-ს შორის არსებულ მჭიდრო, ორმხრივ და ურთიერთმხარდამჭერ თანამშრომლობაზე. მან ყურადღება გაამახვილა ერთობლივი პროექტების მნიშვნელობაზე, სტუდენტთა პროფესიულ განვითარებასა და იმ სამომავლო პერსპექტივებზე, რაც ინდუსტრიასა და აკადემიურ სექტორს შორის პარტნიორობას ახლავს თან.

Address

კოსტავას ქ. #77
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 09:00 - 20:00
Tuesday 09:00 - 20:00
Wednesday 09:00 - 20:00
Thursday 09:00 - 20:00
Friday 09:00 - 20:00
Saturday 09:00 - 20:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სტუ - სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share